პროსტორალი

პროსტორალი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ჩვენება: წინამდებარე ჯირკვლის ანრთებითი პროცესების სამკურნალო ჰომეოპათიური პრეპარატი.

შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანციები:                                                               მგ/ტაბ
ქოლგისებრი მსხალიჭა (Chimaphilla umbellate)……………………….    3X  75 მგ
რკინის პიკრინატი   ……………………………                                 3X  70 მგ
ხისმაგვარი ჰორტენზიას (Hydranhea arborescens)……………………. 3X  30მგ
ფესვები
ქონდოდედრონის ფესვები (Chondrodendron tomentosum)………… 6X  50მგ
მარაოსებური პალმას ნაყოფი (Sabal serullata)…………….               3X  60მგ
სტაფისაგრიას (Staphysagria macrocarpa) თესლები…………………   3X  75 მგ
ტუიას  (Thuja koccidentalis) ფოთლები ………………………            3X  80 მგ
ლაქტოზა   ………………………    საჭირო რაოდენობით 0,6 გ ტაბლეტის მისაღებად.

ინფორმაცია მომხმარებლისათვის:
ჰომეოპათური პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მარაოსებური პალმა (Sabal serullata), ჰორტენზია (Hydranhea arborescens) და მსხალიჭა (Chimaphilla umbellate) გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიური გადიდების, გაძნელებული შარდვისა და შარდსადინარის მწვავე მტკივნეული ანთების დროს.
სტაფისაგრია (Staphysagria macrocarpa), ქონდოდედრონი (Chondrodendron tomentosum) და ტუიას  (Thuja koccidentalis) გამოიყენება თირკმლის ჩხვლეტების, შარდის ბუშტის კატარის, წინამდებარე ჯირკვლის გადიდებისა და შარდვისას მწვავე ტკივილის სამკურნალოდ.

პროსტორალის გამოყენების წესი და დოზები: 1–2 ტაბლეტი 3–4–ჯერ დღეში დაავადების სიმძიმიდან ან ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე.

გვერდითი მოქმედება: არ არის დადგენილი.

პროსტორალის უკუჩვენებები: არ არის დადგენილი.
მკურნალობის კურსის ხანგრძლიობა: 21–დან 45 დღემდე (ან მეტი აუცილებლობიდან გამომდინარე).

პროსტორალის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მონაცემები პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ მოიპოვება.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები № 30.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 5 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: R.S. Bhargava Pharmacy, ინდოეთი.

გაფრთხილება