პუმპანი

პუმპანი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პუმპანი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ჰომეოპათური წვეთები გამჭვირვალე, ყვითლიდან მოწითალო ფერამდე ხსნარი, სპეციფიური სუნის გარეშე.
100მლ
Crataegus D1 ……………….… 20მლ
Arnica D6 ……………………… 10მლ
Kalium carbonicum d6 ……… 10 მლ
Digitalis D12 …………………….. 10მლ
Convallaria D12……………… 10მლ
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 43% წონის მიხედვით.
ენისქვეშ დასადები ჰომეოპათური ტაბლეტები მრგვალი, ბრტყელცილინდრული, თითქმის თეთრი ფერის.
1 ტაბ.
Crataegus D1 ………………… 74,8მგ
Arnica D6 ……………………… 37,2მგ
Kalium carbonicum d6 ……… 37,2მგ
Digitalis D12 …………………… 37,2მგ
Convallaria D12…………….. 37,2მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

კლინიკოფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათური პრეპარატი, გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას გამოსაყენებელი.

ჩვენებები:
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში:
გულის ქრონიკული უკმარისობისას I-II სტადია;
არტერიული ჰიპერტენზია;
გულის იშემიური დაავადება;
ნეიროცირკულატორული დისტონია.

მიღების რეჟიმი:
გულის იშემიური დაავადებისას ინიშნება თითო ტაბლეტი ან 10 წვეთი 3–ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლიობა 1–2 თვე. მდგომარეობის სტაბილიზაციისას გადადიან შემანარჩუნებელ თერაპიაზე 2–ჯერ დღეში.
არტერიული ჰიპერტენზიისას მოზრდილებში და მოზარდებში ინიშნება თითო ტაბლეტი ან 10 წვეთი 3–ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლიობა – 2–3 თვე. შემდეგ ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია 2–ჯერ დღეში, წნევის კონტროლით.
გულის ქრონიკული უკმარისობის I-II სტადიაში მოზარდებსა და მოზრდილებს ენიშნებათ 1 ტაბლეტი ან 10 წვეთი, 12 წლამდე ასაკის ბავშვებს – ½ ტაბლეტი ან 5 წვეთი 3–ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლიობა – 2–3 თვე, შემდეგ ინიშნება შემანარჩნებელი თერაპია 2–ჯერ დღეში.
ნეიროცირკულატორული დისტონიისას მოზარდებში და მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი ან 10 წვეთი 3–ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლიობა – 2–3 თვე. შემდეგ ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია – 2–ჯერ დღეში.
დაავადების დასაწყისში და როცა სჭიროა სიმპტომების სწრაფი შესუსტება, შესაძლებელია პრეპარატის დანიშვნა მოზარდებსა და მოზრდილებში 8–10 წვეთი, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 5 წვეთი ყოველ 0,5–1 სთ–ში, მაგრამ არა უმეტეს 8–ჯერ დღეში.
მდგომარეობის გაუმჯობესების შმდეგ პრეპარატი ინიშნება 3–ჯერ დღეში.
პრეპარატი მიიღება ჭამამდე 30წთ–ით ადრე ან ჭამიდან 1 სთ–ის შემდეგ. წვეთები მიიღება სუფთა სახით ან განზავდება 1 სუფრის კოვზ წყალში, მცირე ხანს უნდა დაყოვნდეს პირში და შემდეგ გადაიყლაპოს. ტაბლეტი კი იდება ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე.

გვერდითი მოქმედება:
იშვიათად: მომატებული ნერწყვდენა;
სხვა გვერდითი მოვლენის გამოვლენისთანავე აცნობეთ ექიმს.

უკუჩვენებები:
ალკოჰოლური დამოკიდებულება;
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისას და ლაქტაციისას პრეპარატის გამოყენებას ინდივიდუალურად წყვეტს ექიმი.

შენახვის წესი:
ტაბლეტის ფორმა ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე,
შენახვის ვადა – 3 წელი.
პრეპარატის წვეთების ფორმა ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე სინათლისაგან, მძლავრი ელექრომაგნიტური ველისგან დაცულ ადგილზე.
შენახვის ვადა – 5 წელი.

მწარმოებელი: RICHARD BITTNER, AG

გაფრთხილება