რელადექსი

რელადექსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რელადექსი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები, ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
5 -ჰიდროქსიტრიფტოფანი – 35 მგ;
ციმბირული ჟენშნის ფესვები – 286,2 მგ;
აშვაგანდას ფესვები- 50მგ;
სუმას ფესვები- 50 მგ;
ვიტ. B6 – 3,5 mg;
თუთია (თუთიის გუკონატი)- 3 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი -17,8 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
5-ჰტფ წარმოადგენს სეროტონინის და მელატონინის წყაროს. სეროტონინი,მელატონინი აწესრიგებს ძილს. აშვაგანდას, სუმას და ციმბირულ ჟენშენს აქვთ ზოგადმატონიზირებელი, ადაპტოგენური, ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. ვიტ B6 ხელს უწყობს 5-ჰტფ სეროტონინად გარდაქმნას.თუთია წარმოადგენს სეროტონინის და მელტონინის სინთეზისთვის აუცილებელ კომპონენტს, გააჩნია ძლიერი  ანტიოქსიდანტური მოქმედება.
რელადექსი ამაღლებს გუნება-განწყობას, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აწესრიგებს ძილს, ამცირებს მოთხოვნილებას საკვებზე, განსკუთრებით ღამის საათებში. ზრდის სტრესის მიმართ ორგანიზმის ადაპტაციას, ამცირებს სტრესული  სიტუაციებისადმი შეგუების ზღუბლს.

ჩვენებება:
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
საერთო სისუსტე, გუნება-განწყობის და შრომისუნარიანობის დაქვეითება;
პრემენსტრუალური სინდრომი;
ძილის დარღვევა;
წონის კლების პროგრამა;
ალკოჰოლზე და წამალზე დამოკიდებულება;
სიგარეტზე თავის დანებების პერიოდი.

უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. ბავშვები 12 წლამდე.

მიღების წესი და დოზირება:
1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
გამოშვების ფორმა: კაფსულა №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: YNNOVAS, პოლონეთი

გაფრთხილება