რეტინოვიტი

  • თურმანიძის მალამოები

რეტინოვიტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რეტინოვიტი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მხედველობის სიმახვილის გამაუმჯობესებელი საშუალება

შემადგენლობა:
თითოეულ კაფსულაში აქტიური ნივთიერებების სახით შედის:

გამჭვირვალე მყარი კაფსულა:
ვიტამინი B1 – 4.2მგ (დკმ1:382%), ვიტამინი B2 – 4.8 მგ (დკმ:343%), ნიაცინი (ვიტამინი B3) – 16მგ (დკმ:100%), ვიტამინი B6 – 6მგ (დკმ:429%), ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) – 200 მკგ (დკმ:100%), ვიტამინი B12 – 2.5 მკგ (დკმ:100%), ვიტამინი C – 180მგ (დკმ:225%), ვიტამინი E – 12 მგ (დკმ:100%), ქრომი – 150 მკგ (დკმ:375%; ქრომის გლუკონატის სახით), თუთია – 22,5 მგ (დკმ:225%; თუთიის გლუკონატის სახით),  სპილენძი – 1 მგ (დკმ:100%, სპილენძის გლუკონატის სახით), სელენი – 55 მკგ (დკმ: 100%; ნატრიუმის სელენიტის სახით), მანგანუმი – 2 მგ (დკმ:100%; მანგანუმის გლუკონატის სახით), ლუთეინი – 10მგ, ზეაქსანტინი – 2მგ;

ყვითელი რბილი კაფსულა:
თევზის ქონი, ასევე – დოკოზაჰექსანური მჟავა (დოკონექსენტი, DHA) – 250მგ, ეიკოზაპენტაენური  მჟავა (იკოზაპენტი,EPA) – 50მგ, ვიტამინი E – 3.35 მგ (დკმ: 28%);

დამხმარე ნივთერებები: გამჭვირვალე მყარი კაფსულის: ჟელატინი, მაგნიუმის ცხიმოვანი მჟავის მარილი (E470ბ) და სილიკონის დიოქსიდი (E551); ყვითელი რბილი კაფსულების: ჟელატინი, გლიცერინი (E442).

ფარმაკოლოგიური თვისებები:
სისხლში შაქრის დონის ხანგრძლივმა მატებამ შესაძლოა გამოიწვიოს კაპილარების შიდა კედლის  (ენდოთელიუმის)  დაზიანება, განსაკუთრებით ოქსიდაციური სტრესის დროს. ასეთ შემთხვევებში პირველ რიგში ზიანდება ორგანოები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული  კაპილარულ სისხლის მიმოქცევაზე – ბადურა, პერიფერიული ნერვები, თირკმელი და გული. ქსოვილის მეტაბოლიური დაზიანება დიაბეტის დროს შესაძლოა შევამციროთ ანტიოქსიდანტური მოქმედების ნუტრიცევტების მიღებით. რეტინოვიტის კაფსულების შემადგენლობაში სრულფასოვანი რაოდენობით შედის ყველა ნუტრიცევტული კომპონენტი, რომელთა მიღება მიზანშეწონილია დიაბეტური რეტინოპათიისას. მიკროელემენტებისა და ვიტამინების ანტიოქსიდანტური მოქმედების დამსახურებით, რეტინოვიტი თავიდან გვაცილებს ოქსიდაციურ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს თვალის ბადურაში დიაბეტის დროს და იწვევენ მის დაზიანებას.  ანტიოქსიდანტური კომპონენტები (ვიტამინები B2, C და E) და მიკროელემენტები (თუთია, სპილენძი, მანგანუმი და სელენი) ამცირებენ ოქსიდაციურ პროცესებს, რომლებიც იწვევს თვალის ბადურის დაზიანებას. დოკონქსენტი DHA, ვიტამინი B2 და თუთია ყოველდღიური მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მხედველობის ფუნქციის შენარჩუნებაში. ქრომი ავლენს აქტივობასსისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებაში. ომეგა-3-ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები DHA, და EPA, რომლებიც მკვეთრად ზრდიან ნუტრიცევტების ანტიოქსიდანტურ თვისებებს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ახალი ანომალური სისხლძარღვების წარმოქმნის შემცირებაში და შედეგად, აფერხებენ დიაბეტური რეტინოპათიის პროცესს. რეტინოვიტის კაფსულების შემადგენლობაში შემავალი  DHA და EPA  თევზისგან მიღებული ნივთიერებებია, ამიტომ ისინი ტრიგლიცერიდების სახით წარმოდგინდებიან, ამ სახით მათი ათვისება იზრდება და  DHA/EPA  ბალანი ნარჩუნდება ნორმალური მაჩვენებლების ფარგლებში, რაც თავის მხრივ იწვევს ამ ნივთერებების სასარგებლო თვისებების  გაზრდას.

ჩვენებები:
დიაბეტური რეტინოპათია

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა რეტინოვიტის კაფსულების შემაგდენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები მაქსიმალურ ეფექტს ავლენენ ბალანსირებულ დიეტასთან ერთად მიღებისას,  (ისინი არ ცვლიან სრულყოფილ კვების რაციონს და ცხოვრების ჯანსაღ წესს).
რეტინოვიტის შემადგენლობაში შედის თევზისგან მიღებული პროდუქტები (DHA, EPA); პრეპარატის მიღება არ არის სასურველი იმ პირებისთვის, ვისაც აღენიშნება ალერგია თევზის პროდუქტებზე. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ ყოველდღიურ დოზას. პრეპარატის მიღებამდე ორსულმა პაციენტებმა საჭიროა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

მიღების წესი და დოზირება:
რეტინოვიტი შედგება 2 სხვადასხვა შემადგენლობის კაფსულის კომპლექტისგან: გამჭვირვალე მყარ კაფსულებში შედის ვიტამინები და მიკროელემენტები, ხოლო ყვითელ რბილ კაფსულებში – ვიტამინი E, DHA და EPA. ექიმის მხრივ განსაკუთრებული მითითებების არარსებობისას რეკომენდებულია რეტინოვიტის კაფსულების დოზირების შემდეგნაირი რეჟიმი: 1 გამჭვირვალე მყარი კაფსულა საუზმის შემდეგ და 1 ყვითელი რბილი კაფსულა სადილის შემდეგ. დღიური მოთხოვნილების უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ  ორივე კაფსულის მიღებისას. ერთი კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა – 30 დღე.

შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

მოქმედების ვადა:
2 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

გამოშვების ფორმა: გამჭვირვალე მყარი და ყვითელი რბილი კაფსულები, ბლისტერებში #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: NUTRA ESSENTIAL OTC, ესპანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook