როზუკარდი

როზუკარდი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ როზუკარდი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): როზუვასტატინი/rosuvastatin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები

შემადგენლობა
1 ტაბ.
როზუკარდი……… 10 მგ
1 ტაბ.
როზუკარდი……… 20 მგ
1 ტაბ.
როზუკარდი……… 40 მგ

ჩვენებები
ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIა, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩატვლით) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIბ), როგორც დამატება დიეტაზე, როდესაც დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები (მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, სხეულის მასის შემცირება) არ არის საკმარისი.
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დიეტასთან და სხვა ქოლესტერინდამაქვეითებელ თერაპიასთან ერთად ან იმ შემთხვევებში, როდესაც ეს თერაპია არ არის სასარგებლო პაციენტისათვის.

მიღების წესები და დოზები
რეკომედებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 20 მგ-მდე 4 კვირის შემდეგ. დოზის გაზრდა 40 მგ-მდე დაშვებულია მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის და გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში) ან, როდესაც დოზა – 20 მგ არ არის ეფექტური, ექიმის კონტროლის ქვეშ.

უკუჩვენება
ღვიძლის დაავადებები, თირკმლის ფუნქციათა დარღვევა, მიოპათია, ციკლოსპორინთან ერთდროული მიღება, ორსულობა, ლაქტაცია, რეპროდუქტიული ასაკის ქალები, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ადექვატურ მეთოდებს, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე, როზუვასტატინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 10მგ, 20მგ, 40მგ ტაბლეტი №30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ZENTIVA k.s. ჩეხეთი

გაფრთხილება