როტავიტ კალციუმ ფორტე

როტავიტ კალციუმ ფორტე. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ როტავიტ კალციუმ ფორტე აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები

წამლის ფორმა
გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად. აღწერილობა: გრანულები, თითქმის თეთრიდან ყვითელ ფერამდე ლიმონის სუნით.

შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: კალციუმი (კალციუმის კარბონატის ფორმით DC 90) 1000 მგ,  D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) 880 სე (7,5 მკგ).

დამხმარე ნივთიერებები: ალფა-ტოკოფეროლი, მოდიფიცირებული საკვები სახამებელი, სიმინდის სახამებელი, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, კრისტალური ნატრიუმის ასკორბატი, საქაროზა, სილიციუმის დიოქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ლიმონის არომატიზატორი, კალიუმის აცესულფამი,  ასპარტამი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას, განსაკუთრებით ძვლოვან ქსოვილში. ამცირებს რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას) და ზრდის ორგანიზმში ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს რა ორგანიზმში კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტს.
პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ეფექტით.
კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კბილების მინერალიზაციაში, ნერვული გამტარობის რეგულაციაში და კუნთების შეკუმშვაში, გულის სტაბილური მოქმედების შენარჩუნებაში, წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს.
D3 ვიტამინი აძლიერებს ნაწლავებში კალციუმის შეწოვას და მის შეკავშირებას ძვლოვან ქსოვილში, არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას.
კალციუმის და D3 ვიტამინის გამოყენება აფერხებს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც წარმოადგენს მომატებული ძვლოვანი რეზორბციის სტიმულატორს (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა).

ფარმაკოკინეტიკა
კალციუმი
ჩვეულებრივ კალციუმის რაოდენობა, რომელიც შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, შეადგენს დაახლოებით მიღებული დოზის 30%-ს.
ორგანიზმში კალციუმის 99% არის ძვლებისა და კბილების მყარ სტრუქტურაში, დარჩენილი 1% უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეებშია. სისხლში კალციუმის საერთო შემცველობის დაახლოებით 50% იმყოფება ფიზიოლოგიურად აქტიურ იონიზირებულ ფორმაში, მათგან დაახლოებით 10% ციტრატებთან, ფოსფატებთან ან სხვა ანიონებთან კომპლექსშია, დანარჩენი 40% შეკავშირებულია ცილებთან, პირველ რიგში ალბუმინთან.
კალციუმი გამოიყოფა ნაწლავებით, თირკმლებით და საოფლე ჯირკვლებით.

D3 ვიტამინი
D3 ვიტამინი ადვილად შეიწოვება წვრილ ნაწლავებში (მიღებული დოზის დაახლოებით 80%).
ქოლეკალციფეროლი ღვიძლში ჰიდროქსილირების გზით გარდაიქმნება 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლამდე. შემდეგ თირკმლებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად – 1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლად.  1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი წარმოადგენს მეტაბოლიტს, რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის შეწოვის გაზრდაზე. არამეტაბოლიზებული D3 ვიტამინი დეპონირდება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილში.
D3 ვიტამინი გამოიყოფა ნაწლავებით და თირკმელებით.

გამოყენების ჩვენებები
-D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი ან დეფიციტის განვითარების მაღალი რისკი;
-ოსტეოპოროზის (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა პაციენტებში D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტით;
-ძვლების მოტეხილობები, ძვლოვანი ქსოვილის პოსტტრავმული რეგენერაციის პროცესების შენელება.

გამოყენების წესი და დოზები
პაკეტის შიგთავსი კარგად უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში, მიიღება მომზადებისთანავე, უპირატესად ჭამის დროს.
პროფილაქტიკური საშუალების სახით: 1 პაკეტი დღეში.
ოსტეოპოროზის კომპლექსური მკურნალობისას: 1 პაკეტი დღეში.
D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის შესავსებად: 1-2 პაკეტი დღეში.
პრეპარატის სადღეღამისო დოზა ინდივიდუალურია ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე და შეიძლება შიეცვალოს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი ადგენს ინდივიდუალურად.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებიდან ერთ-ერთის მიმართ;
– ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია;
– D3 ჰიპერვიტამინოზი;
– შარდკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი);
– თირკმლის მძიმე უკმარისობა;
– აქტიური ტუბერკულოზი;
– სარკოიდოზი;
– 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, გასტრალგია, დიარეა.
ნივთიერებათა ცვლის სისტემის მხრივ: მომატებული დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ჰიპერკალციურია და ჰიპერკალცემია.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის შრატსა და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი კრეატინინის განსაზღვრით. მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ საგულე გლიკოზიდებს ან შარდმდენ საშუალებებს. ჰიპერკალცემიის ან თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.  თუ კალციუმის დონე შარდში აჭარბებს 7,5 მმოლს 24 საათის განმავლობაში (300 მგ 24 საათის განმავლობაში) რეკომენდებულია მკურნალობის შემოკლება ან დროებით შეჩერება.
პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული კალციუმის და D3 ვიტამინის შემცველ ვიტამინურ-მინერალურ კომპლექსებთან. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია D3 ვიტამინის დამატებითი სახით მიღება სხვა წყაროებიდან.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება D3 ვიტამინის დარღვეული მეტაბოლიზმი. თუ ასეთი პაციენტები იღებენ ქოლეკალციფეროლს, აუცილებელია მისი გავლენის შემოწმება კალციუმის და ფოსფატების ჰომეოსტაზზე.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა ნაკლებ სავარაუდოა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობისას სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1500 მგ კალციუმს და 600 სე D3 ვიტამინს. შესაძლებელია პრეპარატ როტავიტ კალციუმ ფორტეს არასრული დოზის მიღება (მომზადებული ხსნარის ნახევარი).
D3 ვიტამინი და მისი დაშლის პროდუქტები აღწევენ დედის რძეში. D3 ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო როტავიტ კალციუმ ფორტეს გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში 3 წლიდან პრეპარატის მიღება შესაძლებელია რეკომენდებული დღიური დოზის შესაბამისად, მომზადებული ხსნარის პროპორციული გაყოფით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფენიტოინის და ბარბიტურატების თანადროულმა გამოყენებამ შესაძლოა შეამცირონ D3 ვიტამინის მოქმედება მეტაბოლური ინაქტივაციის გზით.
საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული მკურნალობისას აუცილებელია ეკგ და კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, რადგან კალციუმის პრეპარტებს შეუძლია საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიური ეფექტების პოტენცირება.
ბისფოსფონატების, ნატრიუმის ფტორიდის ან ტეტრაციკლინების პერორალური გზით თანმხლები მიღებისას, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მხოლოდ 3 საათის შემდეგ (არსებობს ბისფოსფონატების, ნატრიუმის ფტორიდის ან ტეტრაციკლინების შეწოვის დაქვეითების რისკი).
თიაზიდურ დიურეტიკებთან გამოყენების შემთხვევაში იზრდება ჰიპერკალცემიის განვითარების რისკი, რადგან ისინი ზრდიან კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკები კი პირიქით, ზრდიან კალციუმის თირკმელებით გამოყოფას.
პრეპარატის გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის აბსორბციის შემცირება.
ოქსალატების (მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინის (ბურღულეული) შემცველი საკვები პროდუქტები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ როტავიტ კალციუმ ფორტეს მიღება არ უნდა მოხდეს მჟაუნას, ისპანახისა და ბურღულის მიღებიდან ორი საათის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, პირღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალცემია; ჰიპერკრეატინინემია; ჭარბი დოზის ხანგრძლივი გამოყენებისას – სისხლძარღვების და ქსოვილების კალცინოზი.
მკურნალობა: უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა. ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეტიკების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების დანიშვნა.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: – გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 3.6გ პაკეტი # 30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Slavia Pharm S.R.L, რუმინეთი

გაფრთხილება