კოვიდი სახლში . სამ ინდექსიანი საკონტროლო მინი-აპარატი

კოვიდი სახლში და სამ ინდექსიანი საკონტროლო, მინი საოჯახო აპარატი

მე ავად ვარ. არის თუ არა ეს კოვიდი? სტატიიდან “კოვიდი სახლში”

როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომების უმეტესობა დამახასიათებელია არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციებისთვისაც, მათი გამოვლინებები კი სხვადასხვანაირია.

უფრო ხშირად გვხვდება საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა და გულმკერდის არეში დისკომფორტის შეგრძნება ან გაძნელებული სუნთქვა, კოვიდ-19 შეიძლება მიმდინარეობდეს გრიპის მსგავსად – მაღალი ტემპერატურა (38.5-ზე მეტი) შემცივნებით, თავისა

პულსოქსიმეტრი

და კუნთების ტკივილით. იშვიათად გვხვდება სურდო, თავისა და ყელის ტკივილი, ასევე საჭმლის მონელების დარღვევა გულისრევის შეგრძნებით, ღებინებითა და დიარეით.

ახალი ინფექციის თავისებურ „სავიზიტო ბარათად“ შეიძლება ჩაითვალოს ყნოსვის დაკარგვა, რომელიც ვითარდება დაავადების პირველ დღეებში (ასევე გემოს დაკარგვაც). თუმცა, ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რამდენად ხშირად გვხვდება ეს სიმპტომები.

კოვიდ-19-ის კიდევ ერთ დამახასიათებელ გამოვლინებას (მაგრამ არა ისეთი უნიკალური, როგორიც ეს არის მაგალითად: გრიპის დროს) წარმოადგენს სუნთქვის გაძნელება, რომელიც თუ განვითარდა, ჩვეულებრივ იწყება დაავადების მე-4-8 დღეს.

ამერიკული CDC-ის (დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის) – სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ პაციენტს აქვს ხველა, ქოშინი ან ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე ორის კომბინაცია: ციებ-ცხელება, შემცივნება, ხველა, გაძნელებული სუნთქვა, ყნოსვის და/ან გემოს დაკარგვა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი – მაშინ, დღევანდელი ეპიდსიტუაციის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს ახალი კორონავირუსული ინფექციის გამოვლინება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კოვიდ-19-ის სიმპტომების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივი სურდოს ან გრიპის ხანგრძლივობას (მსუბუქი მიმდინარეობისას – 10-14 დღე, მძიმე სიტუაციებში – რამდენიმე კვირა). /სტატიიდან “კოვიდი სახლში”. www.medgeo.net /

სიმპტომები მაქვს. როგორ დავაზუსტო დიაგნოზი? სტატიიდან “კოვიდი სახლში”

იმისათვის, რომ კორონავირუსის შესახებ თქვენი ეჭვი დაამტკიცოთ ან უარყოთ უნდა მიმართოთ უბნის ექიმს, რომელიც შეაფასებს სიმპტომებს და თუ აუცილებელი იქნება დაგინიშნავთ კოვიდ-19-ის კვლევას – ნაცხის ანალიზი PCR მეთოდით, რათა გამოჩნდეს ვირუსის ნაწილაკები ლორწოვანში.

გასაგებია, რომ რაც უფრო გამოხატულია სიმპტომები, მით უფრო ხშირად არის ტესტი დადებითი. დადებითი შედეგების რიცხვი ასევე იზრდება სასუნთქი სისტემის ქვედა განყოფილებების გამოკვლევისას (პაციენტის ფილტვებში შეყავთ წყლის გარკვეული რაოდენობა და შემდეგ ამ წყალს იკვლევენ) – რაც ლოგიკურია, ვინაიდან კვლევა ტარდება საავადმყოფოში, სადაც ხვდებიან უფრო მძიმე ფორმის მქონე პაციენტები.

ტესტის ჩატარების კატეგორიულად მოთხოვნას აზრი არ აქვს, ვინაიდან არც თუ ისე სწრაფად მიიღებთ პასუხს.

დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას მისი შედეგი არ მოქმედებს მკურნალობის ტაქტიკაზე და შეიძლება სასარგებლო იყოს მხოლოდ იმის განსაზღვრისთვის, თუ რამდენად უნდა დაიცვას პაციენტმა უსაფრთხოების ზომები, რათა არ დააინფიციროს გარშემომყოფები. მაგრამ, თუ ახლა ვინმეს აქვს მსგავსი სიმპტომები, მან აუცილებლად უნდა მიიღოს ისეთივე ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომები, როგორსაც მიმართავს დადასტურებული კოვიდ-19-ის მქონე პაციენტი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია რესურსების შეზღუდულობაც, რომლის განვითარების თავიდან აცილებაც შეუძლებელია ეპიდემიური სიტუაციების დროს, როდესაც ტესტი შეიძლება სჭირდებოდეს დაავადების უფრო მძიმე ფორმის მქონე პაციენტს ან სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც დახმარებას უწევენ პაციენტებს და უნდა იცოდნენ არიან თუ არა ინფიცირებულები.
/სტატიიდან “კოვიდი სახლში”. www.medgeo.net /

ეჭვის ან დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში სად ვიმკურნალოთ?

კოვიდ 19

სწორი პასუხია – იზოლაციაში, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზომა ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად. იზოლირება შესაძლებელია სახლში ან სამკურნალო დაწესებულებაში. იზოლაციის ადგილს განსაზღვრავს ექიმი (რაც დამტკიცებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ).

გადაწყვეტილება მიიღება კლინიკური სურათის საფუძველზე – გასაგებია, რომ თუ თქვენ სუბიექტურად თავს გრძნობთ ცუდად, გიჭირთ სუნთქვა, გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში, არ შეგიძლიათ საწოლიდან წამოდგომა და ა.შ. – უმჯობესია იმკურნალოთ საავადმყოფოში.

აგრეთვე, მხედველობაში მიიღება პაციენტის ასაკი (55 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის უმჯობესია ჰოსპიტალიზება), პაციენტის სამედიცინო ისტორია (ფილტვების, გულის, თირკმლების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები ან იმუნოდეფიციტი, მაგ: თუ ადამიანი იტარებს ქიმიოთერაპიის კურსს სიმსივნის გამო), სოციალური ფაქტორები (ჰყავს თუ არა პაციენტს მომვლელი, სად ცხოვრობს ტერიტორიულად, რამდენად სწრაფად მივა მასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა) და სხვა.

/სტატიიდან “კოვიდი სახლში”. www.medgeo.net /

ვიმკურნალოთ სახლში – როგორ?

კოვიდი -ს მკურნალობა სახლშიამბულატორიულ პირობებში კორონავირუსული ინფექცია მოითხოვს უშუალოდ შემანარჩუნებელ თერაპიას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს დადასტურებული მედიკამენტები, რომლებიც ზემოქმედებენ ვირუსზე. მუდმივად მიმდინარეობს კვლევები, რისთვისაც ყავთ წინასწარ შერჩეული კანდიდატები, თუმცა ამ პრეპარატების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ საკმარისი ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის.

ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს, კოვიდ 19-ის შემთხვევაშიც ყველაზე მნიშვნელოვანია – ძალიან მაღალი ტემპერატურის (38.5 გრადუსზე მეტი) დაწევა, ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლისთვის და დამცავი ფაქტორების სინთეზისთვის საჭირო წყლისა და ენერგიის მიწოდება. ჟღერს მარტივად – პრაქტიკაში გამოყენება კი არც ისე ადვილია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოვიდ-19-ის სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს 2-ჯერ უფრო ხანგრძლივად, ვიდრე სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები – წარმოიდგინეთ, რომ ტემპერატურა შენარჩუნებული გაქვთ არა 3-5 დღე (როგორც გჩვევიათ), არამედ 10-14. ამ პირობებში ეფექტური თვითმკურნალობის რიტმის შენარჩუნება საკმაოდ რთულია.

მაგალითად, რთულია განსაზღვრო მისაღები სითხის საკმარისი რაოდენობა (მინიმუმ 2ლ წყალი დღეში).

ძალიან რთულია აიძულო თავი მიიღო საკვები ენერგიის მოსამატებლად, როდესაც ვერ გრძნობ საჭმლის სუნსა და გემოს. შედეგად, ზოგიერთ პაციენტს მაინც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და საავადმყოფოში ხვდებიან გაუწყლოებით, არ აქვთ ენერგია, რაც დადებითად არ მოქმედებს პროგნოზზე.

ამიტომ, აუცილებელია ჭამა, მიუხედავად სურვილის არქონისა – პრიორიტეტულია მსუბუქად ათვისებადი კალორიული საკვები, მაგალითად: ფაფები, რძის პროდუქტები, თევზი, ხილი და ბოსტნეული.

სახლის პირობებში კოვიდ-19-ის ყველაზე მარტივი მკურნალობაა – ტემპერატურის დაწევა.

თუ გაქვთ გაძნელებული სუნთქვა, რეკომენდებულია მეტი დრო გაატაროთ მუცელზე    (ანუ prone position), შეგიძლიათ გულმკერდისა და მენჯის ქვეშ ამოიდოთ მუთაქა, რათა მუცლის ღრუს ორგანოებმა არ მოახდინონ ზეწოლა დიაფრაგმაზე და ხელი არ შეუშალონ ფილტვების ჰაერითა და ჟანგბადით გაჯერებას.

როდის მივმართოთ საავადმყოფოს? სტატიიდან “კოვიდი სახლში”

დავიწყოთ იმით, რომ თუ თქვენ მკურნალობთ სახლში, ყოველდღიურად დაგიკავშირდებათ ექიმი ან მისი თანაშემწე, ამიტომ არ გამორთოთ ტელეფონი.

ახალი კორონავირუსული ინფექციის ყველაზე უსიამოვნო სიმპტომია გაძნელებული სუნთქვა – ეს არის ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, როდესაც თითქოს არ შეგიძლიათ საკმარისად ჩაისუნთქო. ეს სიმპტომი ჩვეულებრივ ვლინდება დაავადების მე-5-8 დღეს, სწორედ მაშინ, როდესაც პაციენტი ჩვეულებრივ ეჩვევა მომატებულ ტემპერატურასა და სხვა გამოვლენილ სიმპტომებს.

სუნთქვისკოვიდი სახლში დარვევის სიხშირე მერყეობს პაციენტების სხვადასხვა პოპულაციებში: ჩინეთში 19%-დან აშშ-ში დაახლოებით 43%-მდე. ყურადღება უნდა მიაქციოთ სუნთქვას, რადგან კრიტიკულ მდგომარეობამდე ფილტვების დაზიანება (როდესაც უკვე აუცილებელი ხდება ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება) შეიძლება განვითარდეს სულ რაღაც 2-3 დღეში.

დღეში მინიმუმ 4-ჯერ ამოწმებენ სუნთქვის სუბიექტურ სიმძიმეს (შეგიძლიათ თვითონვე შეადგინოთ ხუთბალიანი სკალა: 1-დან – „თავისუფალი სუნთქვა“ 5-მდე – „საერთოდ ვერ ვსუნთქავ“) მოსვენებულ მდგომარეობაში და მსუბუქი დატვირთვის შემდეგ (მაგალითად: ოთახში 10 ნაბიჯის გადადგმის შემდეგ); აგრეთვე აფასებენ სუნთვის სიხშირეს მოსვენებულ მდგომარეობაში და დატვირთვის შემდეგ (არ უნდა აღემატებოდეს წუთში 22-25-ს).

ამ მაჩვენებლების გაუარესება – განსაკუთრებით სუნთქვის დარღვევა მოსვენებულ მდგომარეობაში, ასევე გულმკერდში დისკომფორტის შეგრძნების გაჩენა/გაძლიერება – ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა განიხილოთ ეს სიტუაცია მედიცინის მუშაკთან თქვენი ყოველდღიური სატელეფონო ურთიერთობის დროს ან უნდა მიმართოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას.

აგრეთვე, შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ რამდენად გიჭირთ ან გიადვილდებათ საუბარი სუნთქვის გაძნელების განვითარების შემდეგ. თუ ქოშინის გამო გიჭირთ ჩვეულებრივი საოჯახო საქმის შესრულება (მაგალითად: საჭმლის მომზადება) ან არ შეგიძლიათ წინადადებებით საუბარი და ელემენტალური ჰიგიენური პროცედურების ჩატარება – აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
/სტატიიდან “კოვიდი სახლში”. www.medgeo.net /

ჩუმი ჰიპოქსია – რა არის, როგორ გავიგოთ?

კოვიდ-19-ის კიდევ ერთი უსიამოვნო თავისებურებაა ე.წ. „ჩუმი ჰიპოქსია“ – ფენომენი, როდესაც კორონავირუსით დაზიანებული ფილტვებში ირღვევა ჟანგბადის მიწოდება, რომელიც პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. ადამიანის სუნთქვა – ეს არის 2 დამოუკიდებელი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ფილტვებში – ჟანგბადის მიწოდება და ნახშირორჟანგის გამოყოფა. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ორგანიზმი მწვავედ რეაგირებს სისხლში ნახშირორჟანგის დონის ცვლილებაზე – იზრდება სუნთქვის სიხშირე და სიღრმე და ა.შ, ხოლო სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითებაზე რეაქცია არც ისე გამოხატულია (ეს გვეხმარება მაგალითად: შევეგუოთ მაღლმთიან პირობებს).

თუმცა, ჟანგბადოვანი შიმშილი აზიანებს ჩვენს ორგანიზმს და აუარესებს ასეთი პაციენტების პროგნოზს (მაგალითად: მოქმედებს თირკმლის უკმარისობის განვითარებაზე). /სტატიიდან “კოვიდი სახლში”/

ორგანიზმის ჟანგბადით უზრუნველყოფის დამიზნებითი მონიტორინგი შესაძლებელია პულსოქსიმეტრის დახმარებით.

ეს არის პატარა მოწყობილობა, რომელსაც პაციენტები იკეთებენ თითზე და ის აჩვენებს სისხლის ჟანგბადით გაჯერებას (სატურაცია) და პულსის სიხშირეს.

სატურაციის ნორმა – 95% და მეტი ჰაერის სუნთქვის დროს.

შეფასება უნდა მოხდეს დღეში მინიმუმ 4 ჯერ მოსვენებულ მდგომარეობაში ორ სხვადასხვა თითზე, რომელიც უნდა იყოს თბილი (ცივ კიდურებზე შეიძლება მივიღოთ არაზუსტი მაჩვენებლები). თუ სატურაცია უცვლელად 94%-ზე ნაკლებია – უნდა მიმართოთ სასწრაფო დახმარებას.

პულსოქსიმეტრია – არ არის იდეალური მეთოდი პირველ რიგში იმიტომ, რომ არსებობს საფუძვლიანი პრეტენზიები ბაზარზე არსებული პულსოქსიმეტრების ხარისხის მიმართ და ამიტომ  ეს მონაცემები უნდა შეფასდეს სხვა სიმპტომებთან ერთად (ქოშინის გამოხატულობა, პულსის სიხშირე, არტერიული წნევა და სხვა).

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში კორონავირუსული ინფექციის სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში – ეს არის თავის დაზღვევის საშუალება.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ სმარტფონების მობილური პროგრამები, რომლებსაც პულსოქსიმეტრები ჰქვიათ – არ მუშაობენ შესაბამისად და არ უნდა გამოიყენოთ.

რა ვქნათ თუ პულსოქსიმეტრი არ გვაქვს?

არ არის საშიში. პულსოქსიმეტრია – არის დამატებითი მეთოდი. ყველაზე მნიშვნელოვანია – ფიზიოლოგიური მაჩვენებლების მონიტორინგი და შეფასება, რომლებიც დაგვეხმარებიან შევაფასოთ ჟანგბადოვანი შიმშილის გამოხატულობა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობა. სიტყვასიტყვით, პუნქტების მიხედვით:

  1. ცნობიერების დონე – როკოვიდიგორც ტვინის ადეკვატური ფუნქციონირების მაჩვენებელი. თუ გეჩვენებათ, რომ არ შეგიძლიათ გაიგოთ სად ხართ, დღის რა პერიოდია ახლა, გიჭირთ ელემენტალური ნივთების გახსენება, საწოლიდან წამოდგომის დროს თვალებში გიბნელდებათ და გაქვთ ცნობიერების გარდაუვალი დაკარგვის შეგრძნება – ეს არის მიზეზი დაელაპარაკოთ მედიცინის მუშაკს თქვენი ყოველდღიური სატელოფონო საუბრისას; თუ ეს გამოვლინებები უარესდება – გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თუ ავად ყოფნის დროს მარტო ხართ (ასეც უნდა იყოს კოვიდ-19-ის დროს), სთხოვეთ ახლობელს დღეში ორჯერ რეგულარულად დაგირეკოთ და გესაუბროთ მარტივ თემებზე და შეაფასოს თქვენი პასუხების ადეკვატურობა.
  2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა – ფასდება 2 პარამეტრის მიხედვით: პულსის სიხშირითა და არტერიული წნევის სიდიდით, რომელსაც ასევე ამოწმებენ დღეში 2-4-ჯერ.

ა) პულსი არ უნდა იყოს 50-ზე ნაკლები და 90-ზე მეტი წთ-ში (ეს არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსამდე პულსი ქონდათ 50 ან 90-ზე მეტი – მათთვის მართებულია კრიტერიუმი „+ 20-30% რაც ჩვეულებრივ აქვთ“).

ბ) არტერიული წნევა (მის გასაზომად საჭიროა ტონომეტრი) არ უნდა იყოს 140/90-ზე მეტი ან სისტოლური („ზედა“) წნევა არ უნდა იყოს 100მმ.წყ.სვ-ზე ნაკლები. საშიშ სიმპტომს წარმოადგენს გულმკერდის უკან ან გულის არეში ტკივილი – ეს შეიძლება იყოს გულის ჟანგბადოვანი შიმშილის ნიშანი. ასეთ სიტუაციაში მაშინვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

  1. შარდის გამომყოი სისტემის მუშაობა – აქ ყველაფერი მარტივია – შარდი უნდა გამოიყოფოდეს მინიმუმ ყოველ 6სთ-ში (4-ჯერ დღეში). თუ ამასთანავე ის ინტენსიურად ყვითელია (კონცენტრირებულია) – ე.ი. თქვენ იღებთ ნაკლებ სითხეს. თუ შარდის გამოყოფა გაიშვიათებულია (არა ყოველ 6სთ-ში) თქვენ უდაოდ ცოტა სითხეს იღებთ. თუ მეტი წყლის დალევა არ შეგიძლიათ ან ეს არ გეხმარებათ – გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
  2. საერთო სახე – ყურადღება მიაქციეთ კანის სიფერმკრთალეს და ფრჩხილების, ცხვირისა და ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის ლურჯ შეფერილობას. ნიშანი არის ძალიან სუბიექტური, თუმცა სხვა სიმპტომებთან კომბინაციაში (სუნთქვისა და პულსის სიხშირე და განსაკუთრებით სატურაცია) იძლევა ყურადსაღებ ინფორმაციას, რომ მალევე მიმართოთ სასწრაფო დახმარებას, ვინაიდან ორგანიზმი განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს.
  3. სხეულის ტემპერატურა – 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში 38.5 გრადუსი ციებ-ცხელება ან თანდართული პაციენტის მდგომარეობის გაუარესება – არის სასწრაფოში დარეკვის მიზეზი.

ინტერნეტში ხელმისაწვდომია ბევრი ე.წ. სიმპტომების ტრეკერები – საიტები, რომლებიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ გადახვიდეთ თუ არა თქვენი სიმპტომებით საავადმყოფოში. მათი უმრავლესობა ინგლისურენოვანია და განკუთვნილია კანადისა და აშშ-ს მოსახლეობისთვის, თუმცა სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვისაც შეიძლება იყოს სასარგებლო.

ამგვარად, კოვიდ-19-ის სახლში მკურნალობა შესაძლებელია. უნდა დალიოთ ბევრი სითხე, არ დაგავიწყდეთ ჭამა, აგრეთვე ცნობიერების დონის შეფასება, სხეულის ტემპერატურის, პულსისა და სუნთქვის სიხშირის, არტერიული წნევის გაზომვა, შარდის გამოყოფის გაკონტროლება. მდგომარეობის გაუარესება აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, რომელსაც შეუძლია გამოგიწეროთ დამატებითი საშუალებები, თუ გაქვთ ბაქტერიული გართულებები.

ამასთანავე, პაციენტმა მინიმალურად უნდა იკონტაქტოს ადამიანებთან და შინაურ ცხოველებთან, ხოლო კონტაქტის დროს – გაიკეთოს პირბადე.

covider

covider

წყაროები და გაფრთხილება

სტატია წარმოადგენს http://ivc.by/index.php/ru/novosti/243-kak-lechit-koronavirus-doma-i-ne-prospat-tikhuyu-gipoksiyu თარგმანს. მას ზოგადი საინფორმაციო დანიშნულება აქვს და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თვითმკურნალობისათვის. მიმართეთ ოჯახის ექიმს.

მსგავსი სტატიები:
  1. ულსოქსიმეტრი სატურატორი პერფუზიომეტრი  – სწორად შეარჩიეთ აპარატი
  2. ორგანიზმში ჟანგბადის შემცირება, ფილტვებისა და გულის მუშაობა შეგიძლიათ აკონტოლოთ სახლში და თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის მრავალი გართულება
  3. ოვიდ -19  და პულსოქსიმეტრი . როგორ გამოვიყენოთ
  4. ჟანგბადის უკმარისობა
  5. ჟანგბადი
  6. პულსი 
  7. პერფუზია და პერფუზიომეტრი
  8. ჟანგბადით მკურნალობა
  9. ჟანგბადის კონცენტრატორი
  10. ჰიპოქსია 
  11. ნაყოფის ჰიპოქსია
  12. ჰიპოქსემია
  13. htps://www.facebook.com/groups/medgeo.net/permalink/2983127488567917/?__cft__[0]=AZVGJhajI1QksXaK7WcXrfSiB_uNFf8LJQchZsbhzTDF_Y_2xy81GUwy_PNnCki8PLA_49PMzPAm_6UOjcqgvlVsqLPH7GRNPQZYK9lrdhrKPD_Z_dVuR7neOO-6GYL6X5QhAQQsrTpEWkPAcVm8zUKw&__tn__=%2CO%2CP-R
  14. https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/3560376974011101?__cft__[0]=AZVmMt8urY6VqJStmwNe-yczE93_n49ojm-1q-dkUQDWlNfvKFkTAp4P4wBa7IFoCaZ-jJXDD335uo_tYNt8poHf9ft3I3nokVyv1ZXCnkciizjhI0io2sJbsf-WOCIQ8PU&__tn__=%2CO%2CP-R

კოვიდი სახლში