კოვიდ -19  და პულსოქსიმეტრი . როგორ გამოვიყენოთ

კოვიდ-19  და პულსოქსიმეტრი . როგორ გამოვიყენოთ და  ღირს თუ არა ყიდვა

რა არის სატურაცია

კოვიდ-19  და პულსოქსიმეტრი  ეს ორი ახალი სიტყვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთელს მსოფლიოში მასიურად გავრცელდა
მარტივი სიტყვებით რომ ავხსნათ, სატურაცია არის – სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონე, რომელიც ფაქტიურად გადააქვთ ერითროციტებს.
სისხლის ჟანგბადით გაჯერება იზომება სინათლის სხივის დახმარებითა და სისხლის ფერის უნარით აირეკლოს ის.
ჟანგბადის დიდი რაოდენობით შემცველ ერითროციტებს აქვთ უფრი მკვეთრი-წითელი ფერი. შეფერილობის მიხედვით ვიზუალურად ასევე განირჩევა არტერიული და ვენური სისხლი.

რას ზომავს პულსოქსიმეტრი

პულსოქსიმეტრიეს არის მოწყობილობა, რომელიც ზომავს კაპილარების სისხლიდან სხივების არეკვლის დონეს და ადარებს მაქსიმალურ მაჩვენებლებს.
ნორმაში სატურაცია არის 95-100%. ეს მონაცემები შეიძლება დინამიკაში იცვლებოდეს სუნთვის, მისი შეკავების ან პირიქით, სუნთქვითი ვარჯიშების შემდეგ.
თუ სისხლის ჟანგბადით გაჯერება ქვეითდება, ეს შეიძლება მიუთითებდეს მოლეკულების ჰემოგლობინთან შეერთების პრობლემისკენ, რომელიც ხდება სხვადასხვა ეტაპებზე:
—- ფილტვებს არ მიეწოდება საკმარისი ჰაერი;
—- ჰაერი ძალიან არის დაბინძურებული მინარევებით, მაგალითად: ნახშირორჟანგით ან ნახშირბადით, რის შედეგადაც წარმოიქმნება კარბჰემოგლობინი ან კარბოქსიჰემოგლობინი;
—- ალვეოლები სავსეა ლორწოთი ან ფიბროზული ცვლილებებით ან აქვთ სხვა პათოლოგია;
—- ერითროციტები ზიანდება, ჰემოგლობინს არ შეუძლია დაიკავშიროს ჟანგბადი ეფექტურად და ა.შ.

ღირს თუ არა პულსოქსიმეტრის შეძენა სახლისთვის

სპეციალისტებმა, რომლებმაც შეისწავლეს კოვიდ-19-ით გარდაცვლილი ადამიანების ორგანოების ცვლილებები, ყურადღება მიაქციეს, რომ ფილტვის ქსოვილში ხშირად რჩება დიდი რაოდენობის დაშლილი ერითროციტები და თრომბები.
პირველ რიგში ეს პროცესი შეუძლია გამოიწვიოს კორონავირუსის დროს სისხლის ოქსიგენაციის დაქვეითებამ, რაც წარმოადგენს დაავადების მიმდინარეობის გაუარესების მაჩვენებელს.
ამიტომ, დიახ – ნამდვილად კარგი იდეაა სახლში პულსოქსიმეტრის ქონა არა მხოლოდ ახლა, არამედ სამომავლოდაც.
ეს მარტივი და სწრაფი მეთოდი საშუალებას მოგცემთ სწრაფად მიაწოდოთ ექიმს ინფორმაცია, რომელიც დისტანციურ კონსულტაციას გიწევთ.

როგორ ავირჩიოთ პულსოქსიმეტრი

არჩევის ზუსტი პარამეტრები არ არსებობს.
სახლში გამოყენებისთვის საკმარისია მობილური პულსოქსიმეტრი, რომელსაც თითზე იმაგრებენ.

როგორ გამოიყენება პულსოქსიმეტრი

სატურაციის გასაზომად, პულსოქსიმეტრი უნდა მოათავსოთ ხელის ან ფეხის ბოლო თითზე ან ყურის ბიბილოზე.
დააჭირეთ ღილაკს და დაელოდეთ რამდენიმე წამი. მონიტორზე გამოჩნდება ორი ციფრი – ზედა ნიშნავს ჟანგბადით გაჯერების პროცენტულობას, ქვედა კი – თქვენს პულსს.
თუ ფრჩხილებზე წასმული გაქვთ გელი-ლაქი, სენსორი შეგიძლიათ მოათავსოთ ჰორიზონტალურად, ფალანგის გვერდითა ზედაპირებზე.
თუ მაჩვენებელი 93%-ზე დაბალია, ეს შეიძლება იყოს სტაციონარული დაკვირვების ქვეშ გადასვლის ნიშანი.
თუმცა, მაჩვენებლები შეიძლება მერყეობდეს სხეულის მდებარეობის, სუნთქვის სიღრმის მიხედვით; ის შეიძლება დაქვეითდეს, თუ პაციენტს აქვს ცივი თითები და საერთოდ შევიწროვებული სისხლძარღვები.
გაზომვის წინ გაანიავეთ შენობა, შეძლებისამებრ იმოძრავეთ, გაასწორეთ გულმკერდი, ისუნთქეთ ღრმად.

თუ ხელები გაგიცივდათ, შეითბეთ. თუ პულსოქსიმეტრის მაჩვენებლები უმჯობესდება ასეთი მოქმედებების შედეგად – ე.ი. ფილტვები კარგად მუშაობს.კოვიდ-19 და პულსოქსიმეტრი
თუ გაწუხებთ რესპირატორული ჩივილები (ტემპერატურა 38 გრადუსამდე, ხველა, გულმკერში ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება), მაგრამ პულსოქსიმეტრის მაჩვენებლები 95-100%-ის ფარგლებშია – ეს კარგია და ნიშნავს, რომ ორგანიზმი კარგად მუშაობს და ებრძვის ინფექციას, უზრუნველყოფს უჯრედების ჟანგბადით საკმარისად მომარაგებას.


წყარო: https://uzreport.news/s :ociety/pulsoksimetr-i-covid-19-kak-im-polzovatsya-stoit-li-kupit-i-chto-takoe-saturatsiya


მსგავსი სტატიები:
  1. ულსოქსიმეტრი სატურატორი პერფუზიომეტრი  – სწორად შეარჩიეთ აპარატი
  2. ორგანიზმში ჟანგბადის შემცირება, ფილტვებისა და გულის მუშაობა შეგიძლიათ აკონტოლოთ სახლში და თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის მრავალი გართულება
  3. კოვიდი სახლში . სამ ინდექსიანი საკონტროლო მინი-აპარატი
  4. ჟანგბადის უკმარისობა
  5. ჟანგბადი
  6. პულსი 
  7. პერფუზია და პერფუზიომეტრი
  8. ჟანგბადით მკურნალობა
  9. ჟანგბადის კონცენტრატორი
  10. ჰიპოქსია 
  11. ნაყოფის ჰიპოქსია
  12. ჰიპოქსემია
  13. https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/3549125461802919?__cft__[0]=AZXOfx_IYHAW1yDn8B8QPRZSj-mXYW44AGlW_E82IJ_j4UqpsetWynH61wj1vDi73SloJoF0i00SK65y94-wrVxYZnUz2tS53qbQLvOvO9QOPLRhau56roUcKOc2COOx8mTjJaH18qkj_Af-Lczik4Ag-by0JhkrShxMINhlQMrs0v_QxZZvJS0DmY6ag1Fj71M&__tn__=%2CO%2CP-R

ჟანგბადის კოქეილის ბიზნეს-გეგმაბიზნეს-გეგმა