ორგანიზმში ჟანგბადის შემცირება ,ფილტვებისა და გულის მუშაობა შეგიძლიათ აკონტოლოთ სახლში და თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის მრავალი გართულება

ორგანიზმში ჟანგბადის შემცირება , ფილტვებისა და გულის მუშაობა შეგიძლიათ აკონტროლოთ სახლში და თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის მრავალი გართულება

რთული სიტუაციებისა და ჭარბი განცდების დროს ხშირად საჭიროა დავაკვირდეთ ფილტვებისა და გულის მუშაობას.
ორგანიზმში ჟანგბადის შეზღუდვა  შეიძლება საშიში აღმოჩნდეს მრავალი ორგანოსათვის.
თანამდროვე , სახლში მოხმარების მინი აპარატებით , შესაძლებელია შესაძლებელია სისხლში ჟანგბადის დონის კონტროლი და ასევე პულსის გაზომვაც .

ორგანიზმში ჟანგბადის შემცირება ,ფილტვებისა და გულის მუშაობა  – გააკონტროლეთ ბანერზე გამოსახული სამ ინდექსიანი პულსოქსიმეტრით

მოწყობილობა, რომელიც ბანერზეა წარმოდგენილი, ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული აპარატია. იგი ერთდროულად ზომავს სამ მნიშვნელოვან ინდექსს და ამიტომ ზოგი სატურატორად, ზოგი პულსოქსიმეტრად, ზოგი კი პერფუზომეტრად მოიხსენიებსპულსოქსიმეტრი
იგი ერთდროულად ზომავს :
— სატურაციას, ანუ სისხლის ჟანგბადით მომარაგების ხარისხს
— პერფუზიის ინდექსს ( სისხლმომარაგების სიძლიერეს)
— პულსს

ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობაა პულსოქსიმეტრი. განვიხილოთ მისი რომელი სახეები გამოიყენება და როგორ შევარჩიოთ პულსოქსიმეტრი.

პულსოქსიმეტრების მახასიათებლები და სახეები

რას უწოდებენ პულსოქსიმეტრს? ეს არის მოწყობილობა, რომელიც გვეხმარება სისხლში ჟანგბადის დონის გასაკონტროლებლად და გვიჩვენებს გულისცემის რიტმს. კონსტრუქციას აქვს ორი ელემენტი – მონიტორი და სენსორი. დღეისათვის არსებობს მთელი მიმდინარეობა – პულსოქსიმეტრია. ადრე მას იცნობდნენ მხოლოდ ქირურგიული ჩარევების დროს (ნარკოზისას შენელებული სუნთქვის გასაზომად). ნორმიდან გადახრები ჩნდებოდა მონიტორზე და ისმოდა ხმოვანი სიგნალები.

დღეისათვის პულსოქსიმეტრია გამოიყენება რამდენიმე მიმართულებაში:ჟანგბადით თერაპია;

  • ჯანგბადის თერაპია
  • ოპერაციების დროს და მათ შემდეგ;
  • ქრონიკული დაავადებების მონიტორინგისთვის;
  • ახალშობილებისთვის;
  • გინეკოლოგიაში.

სატურაციის (ჟანგბადის დონე) გაზომვა შეიძლება სახლის პირობებშიც. ეს შესაძლებელი გახდა პულსოქსიმეტრების პორტატული ვარიანტების გამოგონების შემდეგ. მოწყობილობის კიდევ რომელი სახეები არსებობს?

  1. სტაციონარული ვარიანტი – გამოირჩევა დიდი გაბარიტებით. გამოიყენება საოპერაციოსა და ინტენსიურ თერაპიაში;
  2. პორტატული (მობილური) პულსოქსიმეტრი – არის რამდენიმე ვარიანტი ფიქსაციის მიხედვით: სარტყლის, ხელის და თითის მოწყობილობები;
  3. მოწყობილობა ძილის დროს მონიტორინგისთვის – რეაგირებს ძილში სუნთქვის დარღვევის დროს.

მოწყობილობის მუშაობის პრინციპი

თუ როგორ მუშაობს პულსოქსიმეტრი აინტერესებთ დაავადებების სხვადასხვა სიმპტომების მქონე ადამიანებს. მისი სამუშაო რეჟიმის გამართვა და მაჩვენებლების გაზომვა შეგიძლიათ სახლის პირობებში დამოუკიდებლად. მოწყობილობას აქვს მარტივი ელემენტები – სენსორი და მონიტორი. სენსორი მაგრდება – ყურზე, თითზე ან ცხვირზე. მასში დამონტაჟებულია სინათლის ორი წყარო – წითელი და ინფრაწითელი ვარიანტები. ისინი სხივების საშუალებით აღწევენ ქსოვილის ქვეშ, დეტექტორი კი აფიქსირებს შთაუნთქმელ სინათლეს. შემდეგ კი მონაცემები აღიბეჭდება მონიტორზე. გარდა ამისა, გამოჩნდება პულსის მდგომარეობაც.
მოწყობილობაში დამონტაჟებულია მეხსიერება, რომელშიც ინახება გაზომილი მონაცემები და შეიძლება მათი კომპიუტერში გადატანა. ახალშობილებისთვის გამოიყენება პულსოქსიმეტრი, რომელიც მაგრდება ფეხზე.

თანამედროვე პორტატული ვარიანტები უფრო მოხერხებულია გამოსაყენებლად.

ხშირად ისმის კითხვა – როგორ გამოვიყენოთ თითის პულსოქსიმეტრი? ეს არის ყველაზე პრაქტიკული ვარიანტი სახლში გამოყენებისთვის და მუშაობს ელემენტების დახმარებით. მობილური მოწყობილობის გამოყენება ადვილია, თუ დაიცავთ შემდეგ თანმიმდევრობას:

  1. შეამოწმეთ რამდენად არის დამუხტული პულსოქსიმეტრი. დაბალმა მაჩვენებელმა შემდგომში შეიძლება დაამახინჯოს შედეგები;
  2. ჩართეთ მოწყობილობა და დაელოდეთ 2წთ ჩასატვირთად;
  3. მიიღეთ მოხერხებული პოზა (გაზომვის დროს არ შეიძლება მოძრაობა);
  4. დააფიქსირეთ მოწყობილობა (ტიპის მიხედვით) და დაელოდეთ 30 წამი;
  5. გაეცანით მონიტორზე გამოტანილ მონაცემებს;
  6. არ დატოვოთ მოწყობილობა ჩართული და დაიცავით მზისა და მტვრის ზემოქმედებისგან.

პულსოქსიმეტრის შერჩევის კრიტერიუმები

სამედიცინო ტექნიკის ბაზარზე პულსოქსიმეტრები წარმოდგენილია ბევრი ვარიანტით. სწორი არჩევანის გასაკეთებლად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის. სპეციალისტი შეძლებს განსაზღვროს მოწყობილობის მისაღები ტიპი და მაჩვენებლების ინდივიდუალური ნორმა. პულსოქსიმეტრის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:

  • მოწყობილობის დანიშნულება. მისი ერთჯერადი ან მუდმივი გამოყენება;
  • მისი დაყენების ადგილი და ფიქსაციის მეთოდი;
  • დამატებითი ფუნქციები: პულსის გაზომვა, მეხსიერება, მაჩვენებელების ნორმიდან გადახრის შეტყობინება.
წყარო:

https://www.medika.kiev.ua/kak-vybrat-pulsoksimetr

მსგავსი სტატიები:
  1. ულსოქსიმეტრი სატურატორი პერფუზიომეტრი  – სწორად შეარჩიეთ აპარატი
  2. ჟანგბადის დონე სისხლში / როგორ გავზარდოთ ?
  3. ოვიდ -19  და პულსოქსიმეტრი . როგორ გამოვიყენოთ
  4. კოვიდი სახლში . სამ ინდექსიანი საკონტროლო მინი-აპარატი
  5. ჟანგბადის უკმარისობა
  6. ჟანგბადი
  7. პულსი 
  8. პერფუზია და პერფუზიომეტრი
  9. ჟანგბადით მკურნალობა
  10. ჟანგბადის კონცენტრატორი
  11. ჰიპოქსია 
  12. ნაყოფის ჰიპოქსია
  13. ჰიპოქსემია
  14. https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/3549125461802919?__cft__[0]=AZXOfx_IYHAW1yDn8B8QPRZSj-mXYW44AGlW_E82IJ_j4UqpsetWynH61wj1vDi73SloJoF0i00SK65y94-wrVxYZnUz2tS53qbQLvOvO9QOPLRhau56roUcKOc2COOx8mTjJaH18qkj_Af-Lczik4Ag-by0JhkrShxMINhlQMrs0v_QxZZvJS0DmY6ag1Fj71M&__tn__=%2CO%2CP-R

მინი ბიზნესის ბიზნეს გეგმა