ჟანგბადის დონე სისხლში / როგორ გავზარდოთ ?

ჟანგბადის დონე სისხლში – საკმაოდ აქტუალური პრობლემაა.
ამ თემაზე ჩვენს მიერ მომზადებული სტატიების ციკლი, შეგიძლიათ იხილოთ აქ >>>   სტატიათა ეს ციკლი მუდმივად ივსება და მიმდინარეობს მათი სრულყოფა.

1. როგორ გავზომოთ სისხლში ჟანგბადის ხვედრითი წილი ?

სისხლში ჟანგბადის შემცველობა იზომება სათითური მცირე მოწყობილობით, რომელსაც პულსოქსიმეტრს ( სატურატორს) უწოდებენ.სინამდვილეში, თანამედროვე პულსოქსიმეტრებს მრავალი ფუნქცია აქვთ,მაგრამ სახელი შემორჩა.
თითის პულსოქსიმეტრი სისხლში ჟანგბადი დონის გასაზომად ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა.
პულსოქსიმეტრი

თანამედროვე პულსოქსიმეტრები სხვა პარამეტრებსაც ზომავენ. ყველაზე პრაქტიკული, სამ ინდექსიანი პულსოქსიომეტრის შესაძენად შეგიძლიათ დარეკოთ : 555 255 380 , 577 272 741 .
დღეს პულსოქსიმეტრები ზომავენ:
— პერფუზიის ინდექსს (PI),
— სატურაციას
— (SpO2) რესპირაციის მაჩვენებელს ანუ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სიხშირეს წუთში (RR)
— გულისცემის სიხშირეს (HR) და (პლეთისმოგრაფის) ტალღას, რომლებიც სიზუსტის დამატებითი გარანტიაა.

SpO2 (სისხლში ჟანგბადის შემცველობა)-განსაზღვრავს თუ რამდენად კარგად მიეწოდება ჟანგბადი გულიდან და ფილტვებიდან სხეულის სხვა ნაწილებს. გაზომვის დიაპაზონი: 0-100%
პულის სიხშირე-HR გაზომვის დიაპაზონი: 0-250 bpm

პულსოქსიმეტრი გამოიყენება მრავალ შემთხვევაში, მათ შორის – ჯანმრთელ ადამიანებში, სპორტსმენებში .
ამ მოწყობილობით სისტემატური კონტროლი აუცილებელია გულისა და ფილტვების ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:
— ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
— გულის ქრონიკული უკმარისობა
— იყენებენ პაციენტები, რომლებიც ჟანგბადით მკურნალობას (ოქსიგენოთერაპიას) გადიან სახლში, რათა განისაზღვროს მკურნალობის ეფექტურობა.

— გულის რითმის დარღვევების დროს
— ძილის დარღვევების ( აპნეა, ჰიპოპნეა) სადიაგნოსტიკო და სხვა მრავალი .

2. როგორ გავზარდოთ სისხლში ჟანგბადის დონე?

არსებობს რამდენიმე მეთოდი ვასწავლოთ საკუთარ ორგანიზმს მიიღოს ჟანგბადის მეტი რაოდენობა. ერთ-ერთი მათგანია კარდიო-ვარჯიშები, თუმცა არ არის საკმარისი მხოლოდ ვარჯიშზე კონცენტრირება, როდესაც გსურთ ჟანგბადის დონის მომატება. კარდიო-ვარჯიშების დროს თქვენ ავარჯიშებთ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი სუნთქვა ოპტიმალურია. ჩვენ ჩამოგითვლით 5 მნიშვნელოვან მეთოდს ჟანგბადის რაოდენობის გასაზრდელად.

ისუნთქეთ სუფთა ჰაერი

გააღეთ ფანჯრები ან გადის ქუჩაში. სუფთა ჰაერი მოგცემთ ენერგიას და ფილტვებს მიაწვდის ჟანგბადის დამატებით რაოდენობას.

დალიეთ წყალი

უჯრედების ჟანგბადით გასაჯერებლად და ნახშირორჟანგის გამოსადევნად ჩვენი ფილტვები უნდა იყოს დატენიანებული. შესაბამისად, წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება მოქმედებს ჟანგბადის დონეზე. დღეში საშუალოდ ვკარგავთ დაახლოებით 400მლ წყალს სუნთქვის დროს და საჭიროა მისი ადეკვატურად შევსება.

მიირთვით რკინით მდიდარი საკვები

ზოგიერთ პროდუქტს შეუძლია გააუმჯობესოს სისხლში ჟანგბადის დონე. რკინა – არის ერითროციტებისთვის აუცილებელი მინერალი. სწორედ ამიტომ შეიძლება თავი ვიგრძნოთ სუსტად და გამოფიტულად, თუ არ გვყოფნის რკინა.

რკინით მდიდარი პროდუქტებია – მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თეთრი კომბოსტო და ბროკოლი, ხილი, ვაშლი, ლობიო, უცხიმო ცილები (მაგ: კვერცხი, ფრინველის ხორცი და თევზი).

გააკეთეთ ვარჯიშები

რაც უფრო კარგად ვიღებთ და ვიყენებთ ჟანგბადს, მით მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლიათ ჩვენი ორგანიზმის უჯრედებს. ამგვარად, ჟანგბადის გაძლიერებული გამოყენება გააძლიერებს ჩვენს ამტანობას.

არსებობს ზუსტი კორელაცია შრომისუნარიანობასა და ჩასუნთქული ჟანგბადის რაოდენობას შორის. ეს იზომება VO2 max-ით – ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარებით. რაც უფრო მაღალია VO2 max, მით მეტი ამტანობაც. ჟანგბადის დონის მომატებისთვის საუკეთესო მეთოდებია – ინტერვალური ვარჯიშები და სპრინტი.

ავარჯიშეთ სუნთქვა

მხოლოდ ვარჯიში არ არის საკმარისი თუ გინდათ სუნთქვის ხარისხის გაუმჯობესება. ვარჯიშები არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ ნამდვილად იყენებთ ფილტვების  ჟანგბადის დონე სისხლშიშესაძლებლობებს. სუნთქვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჟანგბადის დონის მოსამატებლად.

ნელი და ღრმა სუნთქვა ზრდის სისხლში ჟანგბადის დონეს. თუ გაქვთ სუნთქვის პრობლემები, ექიმი გირჩევთ მთელ რიგ სუნთქვის ვარჯიშებს.

ამავე მიზეზით, სპორტსმენები და ბევრი ადამიანი ინფექციის შემდეგ გრძნობს დიდ სხვაობას, როდესაც იწყებენ საკუთარ სუნთქვაზე მუშაობას სუნთქვითი ვარჯიშების დახმარებით. ისინი არა მხოლოდ აძლიერებენ ჩვენს ამტანობას, არამედ გვეხმარებიან სტრესის დონის დაქვეითებაში ყურადღების კონცენტრაციისა და უფრი მშვიდი სუნთქვის ფონზე.

https://www.kp.ru/putevoditel/zdorove/uroven-kisloroda-v-krovi-u-vzroslogo/

3. რა არის ჟანგბადის კონცენტრატორები ?

ანგბადის კონცენტრატორი

4. ჟანგბადის კონცენტრატორები , როგორც ბიზნესი

ჟანგბადის კოქეილის ბიზნეს-გეგმაბიზნეს-გეგმა