სტრელნიკოვას სუნთქვითი ვარჯიშები , ჟანგბადის კონტროლი

  • თურმანიძის მალამოები

სტრელნიკოვას სუნთქვითი ვარჯიშები

როდესაც ალექსანდრა სტრელნიკოვა იყო ახალგაზრდა ოპერის მომღერალი, მას შეექმნა ხმასთან დაკავშირებული პრობლემები და მან დედასთან ერთად შეიმუშავა სასიმღერო ხმის აღდგენის მეთოდი, რომელიც სასარგებლო აღმოჩნდა არა მხოლოდ ვოკალისთვის, არამედ მთლიანად ორგანიზმისთვის.

როგორ გავაკეთოთ სწორად სტრელნიკოვას სუნთქვითი ვარჯიშები?

დაწყებამდე მოამზადეთ ჩატარების ადგილი: ეს უნდა იყოს ნათელი ადგილი სუფთა ჰაერითა და ღია ფანჯრით. ვარჯიშის ჩატარება უმჯობესია უზმოზე ან საკვების მიღებიდან 30წთ-ის შემდეგ.

სტრელნიკოვას მეთოდის არსი – ცხვირით ყოველწამიერი მკვეთრი ჩასუნთქვა, რომელსაც თან ახლავს რიგი ვარჯიშები. ასეთი ჩასუნთქვა უნდა იყოს აქტიური, ძლიერი და ხმაურიანი – „ჰაერის დაყნოსვა“. ამოსუნთქვა – შეუმჩნეველია და ხდება თავისთავად.

აუცილებელი წესები:

  1. ყოველი ჩასუნთქვის დროს მხრები მოძრაობს არა ზევით, არამედ ქვემოთ.
  2. ნესტოები ისე უნდა იხურებოდეს, თითქოს მათ გარედან აჭერენ ხელს. ისინი უნდა გემორჩილებოდნენ და უნდა აკონტროლებდეთ მათ.
  3. ვარჯიშები უნდა გააკეთოთ მანამდე, ვიდრე არ დაიწყებთ დაღლას – სანამ იღებთ სიამოვნებას.

პირველი ვარჯიშის დროს უმჯობესია შეასრულოთ 4, 8 ან 16 მკვეთრი ჩასუნთქვა. ვარჯიშებს შორის შესვენების დრო არის – 2-4 წამი. პირველ ჯერზე საშუალო რაოდენობა შეადგენს 32 ჩასუნთქვას შესვენებით 2-4წმ.

ორკვირიანი ვარჯიშის შემთხვევაში შეიძლება დღეში 4000 ჩასუნთქვის დონის მიღწევა და ვარჯიშების სერიების დაყოფა სამ ნაწილად: დილით, შუადღეს და საღამოს. მას შემდეგ, რაც იგრძნობთ ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, შეიძლება ჩასუნთქვების რაოდენობის შემცირება, თუმცა ვარჯიშების მთლიანად შეწყვეტა დაუშვებელია.

თუ თავს უფრო ცუდად გრძნობთ, დაავადება მწვავდება – უმჯობესია სუნთქვის ამ ვარჯიშების კომპლექსი შეასრულოთ მჯდომარე ან დაწოლილ მდგომარეობაში 2, 4, 8 ჩასუნთქვით და მათ შორის შესვენება 2 ან მეტი წამი.

სტრელნიკოვას ვარჯიშები გავლენას ახდენს ფილტვებზე, ბრონქებზე, კანზე, ხმოვან აპარატზე და ეხმარება შესაბამისი დაავადებების მკურნალობაში: ასთმა, ბრონქიტი, პნევმონია, ენის დაბმა, სქოლიოზი, ხერხემლის ტრავმები, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები და ნევროზებიც კი.

მუდმივად ამოწმეთ სისხლში ჟანგბადის შემცველობა

დღეს, ორგანიზმში (სისხლში) ჟანგბადის კონტროლი აუცილებელია. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.
ამ თემაზე ქართულ თუ უცხოურ ინტერნეტში , მრავალი საინტერესო პუბლიკაციაა. ქართულ სტატიების ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ აქ  >>>
ჟანგბადის სისხლში კონტროლისათვის არსებობს, მარტივი საოჯახო მოხმარების აპარატები. გარეგნულად ყველა ერთმანეთს გავს, მაგრამ ისინი ბევრი რამით განსვავდებიან ერთმანეთისაგან . ერთ-ერი საუკეთესო შემოთავაზების ბანერი ქვემოთაა. მათი საკონტაქტო ტელეფონებია : 555 25 53 80 , 577 272 741

პულსოქსიმეტრი

ჟანგბადის კონცენტრატორები , ტექნიკა და მოწყობილობები სუნთქვითი ვარჯიშებისათვის

ორგანიზმის ჟანგბადის უზრუნველყოფის პრობლემას, სულ უფრო დიდი ყურადრება ეთმობა. ამ სფეროში გაჩნდა მრავალი ტექნიკა, მოწყობილობები,სავარჯიშო მოწყობილობები.
ერთიერთი ყველაზე საინტერესო აპარატია ჟანგბადის კონცენტრატორები .  მის ზოგად აღწერას ხედვათ ქვემო ბანერზე. ეს აპარატები არა მართო სამედიცინო მიზნით გამოიყენება.
მას იყენებენ სპორტსმენები, მრავალი იყენებს პროფილაქტიკისათვის და ა.შ.  ამ გვერდზე >>>  (დააკლიკეთ) კონცენტრატორებს სპეციალური რუბრიკა ეძღვნება.

ჟანგბადის კონცენტრატორი

Share this...Share on Facebook
Facebook