სუნთქვის ვარჯიშების სახეები , როგორ გავაკეთოთ, რა სარგებელი აქვს
რამდენად ხშირად ვანებებთ თავს ყურადღების მიქცევას წვრილმანებისთვის, რომელთაც მივეჩვიეთ? ზოგიერთ მათგანს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად – სუნთქვა. დაგვეთანხმეთ, რომ იშვიათია ვინმე, ვინც ყურადღებას აქცევს სწორად სუნთქვას, აკეთებს ვარჯიშებს, იცის ტექნიკა.
ეს ცოდნა კი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვისა და საერთო თვითშეგრძნებისთვის.
ამ სტატიაში განვიხილავთ – როგორ ვისუნთქოთ სწორად და რატომ.
სუნთქვის ვარჟშების სახეები, სუნთქვის ტექნიკა , რამდენიმეა .
მათი უმრავლესობა საწყის იღებს შორეული წარსულიდან. მოდი გავერკვიოთ რომლებია ზუსტად და როგორ მივყვეთ მათ.
სუნთქვის ვარჯიშები , ანუ სუნთქვითი ვარჯიშები
ეს არის სუნთქვის ვარჯიშები -ს განსაზღვრული თანმიმდევრობა. მისი დახმარებით მკურნალობენ ბრონქებისა და ფილტვების დაავადებებს, ასევე მტკიცდება ძვალ-სახსროვანი სისტემა. უმჯობესდება საერთო მდგომარეობა: იზრდება აქტიურობა და კონცენტარაცია, ძილი ხდება მსუბუქი, ხოლო ფიზიკური მაჩვენებლები უკეთესი.
მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება შეიძლება დღეში 30 წთ-ის განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, ეფექტი იგრძნობა თითქმის მაშინვე, შესამჩნევი შედეგი კი დიდხანს არ გალოდინებთ.
ასეთი პრაქტიკები საკმაოდ სპეციფიკურია, ბევრი სახისაა და არასწორი შესრულების დროს შეიძლება ზიანის მომტანი გახდეს.
ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ სუნთქვითი ვარჯიშებით მკურნალობის მეთოდის შერჩევის დროს.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს და შეარჩიეთ უშუალოდ თქვენი ორგანიზმისთვის შესაფერისი სუნთქვის ვარჯიშების ჯგუფი.
იმისათვის, რომ მთლიანად გავიგოთ ასეთი ვარჯიშების შესაძლებლობები,გავერკვიოთ, სუნთქვის როგორი სახეები არსებობს:
- ზედა – გულმკერდის ზედა ნაწილით სუნთქვა. დიაფრაგმა თითქმის არ მოძრაობს ქვემოთ, მუცლის კუნთები კი ოდნავ იჭიმება.
- შუა – ორგანიზმში ჰაერი ხვდება გულმკერდის შუა ნაწილის გაფართოვ
ების ხარჯზე. მუცლის კუნთები ძლიერად იკუმშებიან, დიაფრაგმა ოდნავ გადაინაცვლებს ქვემოთ. - ქვედა – დაკავებულია გულმკერდის ქვედა ნაწილი. დიაფრაგმა მაქსიმალურად დაწეულია ქვემოთ, მუცლის კუნთები კი მოდუნებულია.
- სრული – შერწყმულია სუნთქვის ყველა ზემოთ აღნიშნული ტიპები. ხდება ფილტვების მაქსიმალური შევსება ჰაერით.
- შებრუნებული – ჩასუნთქვის დროს ყველა მოქმედება შებრუნებულია: მუცლის კუნთები დაჭიმულია, დიაფრაგმა გადადის ქვემოთ. შინაგანი ორგანოები განიცდიან ზეწოლას და ხდება მათი მასაჟი.
- შეკავება – სუნთქვა, როდესაც „ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის“ ციკლში ჩნდება შეკავება.
არსებობს ასეთი სუნთქვის რამდენიმე ვარიანტი:
- ჩასუნთქვა, შეკავება, ამოსუნთქვა;
- ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, შეკავება;
- ჩასუნთქვა, შეკავება, ამოსუნთქვა, შეკავება.
ბოლო მეთოდი აქტიურად გამოიყენება იოგაში, ვინაიდან ამ სწავლების ძველი ოსტატები მიიჩ
ნევდნენ, რომ სუნთქვის შეკავების მომენტში ორგანიზმი ივსება ენერგიითა და ძალით.
მაშასადამე, უკვე ვიცით სუნთქვის ტიპები – ახლა განვიხილოთ სუნთქვითი ვარჯიშების სახეები და განსხვავებები.
სუნთქვითი ვარჯიშების სახეები
არსებობს სუნთქვითი ვარჯიშების ბევრი სახე, მაგრამ ისინი ყველა მუშაობენ შემდეგი პრინციპებით:
- ხელოვნური შეფერხება;
- სუნთქვის შეკავება;
- სუნთქვის შენელება.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველაფერი აგებულია სუნთქვის შესუსტებაზე, რომლის წყალობითაც მიიღება სუნთქვითი ვარჯიშების სარგებელი.
მუდმივად ამოწმეთ სისხლში ჟანგბადის შემცველობა
დღეს, ორგანიზმში (სისხლში) ჟანგბადის კონტროლი აუცილებელია. განსაკუთრებით დიდ ქ
ალაქებში.
ამ თემაზე ქართულ თუ უცხოურ ინტერნეტში , მრავალი საინტერესო პუბლიკაციაა. ქართულ სტატიების ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ აქ >>>
ჟანგბადის სისხლში კონტროლისათვის არსებობს, მარტივი საოჯახო მოხმარების აპარატები. გარეგნულად ყველა ერთმანეთს გავს, მაგრამ ისინი ბევრი რამით განსვავდებიან ერთმანეთისაგან . ერთ-ერი საუკეთესო შემოთავაზების ბანერი ქვემოთაა. მათი საკონტაქტო ტელეფონებია : 555 25 53 80 , 577 272 741
ჟანგბადის კონცენტრატორები , ტექნიკა და მოწყობილობები სუნთქვითი ვარჯიშებისათვის
ორგანიზმის ჟანგბადის უზრუნველყოფის პრობლემას, სულ უფრო დიდი ყურადრება ეთმობა. ამ სფეროში გაჩნდა მრავალი ტექნიკა, მოწყობილობები,სავარჯიშო მოწყობილობები.
ერთიერთი ყველაზე საინტერესო აპარატია ჟანგბადის კონცენტრატორები . მის ზოგად აღწერას ხედვათ ქვემო ბანერზე. ეს აპარატები არა მართო სამედიცინო მიზნით გამოიყენება.
მას იყენებენ სპორტსმენები, მრავალი იყენებს პროფილაქტიკისათვის და ა.შ. ამ გვერდზე >>> (დააკლიკეთ) კონცენტრატორებს სპეციალური რუბრიკა ეძღვნება.