გირჩის მურაბა – უძველესი ტრადიცია
გირჩის მურაბა . სარგებლობა ჯანმრთელობისთვის
ფიჭვის გირჩებისგან მომზადებული მურაბის სამკურნალო ეფექტი აიხსნება ამ წიწვოვანი ხის ქიმიური შემადგენლობით. ფიტონციდებისა და ვიტამინების მაღალი შემცველობა წარმოადგენს მას ძლიერ ანტივირუსულ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად.
სასარგებლო ნუგბარს წარმატებით იყენებენ სასუნთქი სისტემის მრავალი დაავადების სამკურნალოდ, ვინაიდან გააჩნია ოფლმდენი, იმუნომოდულატორული და ამოსახველებელი მოქმედება. განსაკუთრებით კარგად ემორჩილება მკურნალობას მშრალი ხველა. აგრეთვე, მას სიამოვნებით იღებენ ბავშვები.
ფიჭვის მურაბა სასარგებლოა კუჭის პრობლემების დროს. მას იყენებენ როგორც ნატურალურ ნაღველმდენ საშუალებას. ზამთრის პერიოდში მურაბა იცავს ავიტამინოზისგან, აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს.
მწვანე გირჩები წარმოადგენენ უძლიერეს ანტიოქსიდანტებს. მათ საფუძველზე დამზადებულ პრეპარატებს აქვთ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, იცავენ ორგანიზმს უჯრედულ დონეზე.
ფიჭვის მურაბით წარმატებით მკურნალობენ შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებს: მისი გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ცისტიტი, ურეთრიტი ან პროსტატიტი. მისი ეფექტურობა დამტკიცებულია პირის ღრუს დაავადებების მკურნალობის დროს. ამ ტკბილი, ნატურალური წამლის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ანგულიტის, სტომატიტის, გინგივიტის განვითარებას და ამაგრებს ღრძილებს.
ფიჭვის გირჩების მურაბის მიღება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ის ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს წნევას.
ფიჭვის გირჩების საფუძველზე დამზადებულ პრეპარატებს აქვთ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, იცავენ ორგანიზმს უჯრედულ დონეზე.
უკუჩვენებები
სასიამოვნო გემოს და სარგებლის მიუხედავად, ამ ტკბილი პროდუქტის მიღება ყველასთვის არ შეიძლება. მისით მკურნალობის უკუჩვენებებია: თირკმლის დაავადებების მწვავე სტადიები, ჰეპატიტი, ინდივიდუალური აუტანლობა.
ფრთხილად უნდა გამოიყენონ ალერგიის მქონე და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებმა. აგრეთვე, უარი უნდა თქვან ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა. ასევე უკუნაჩვენებია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.
7 წლამდე ასაკის ბავშვებს თავიდან აძლევენ მინიმალური დოზით და აკვირდებიან ორგანიზმის რეაქციას ახალი პროდუქტის მიმართ. თუ 24სთ-ის განმავლობაში მათ არ აღენიშნათ ალერგიული გამოვლინებები, შეიძლება რაოდენობის მომატება და ყოველდღიური დოზის გაზრდა – 1 ჩ/კ დღეში. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
ფიჭვის გირჩებით მომზადებული პრეპარატების ჭარბი გამოყენება იწვევს თავისა და კუჭის ტკივილს. ამიტომ, არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას – არა უმეტეს 2ს/კ დღეში. ექიმები მიიჩნევენ, რომ ეს პროდუქტი არის ძლიერი ალერგენი, ამიტომ მოზრდილებმაც უნდა ჩაიტარონ ტესტი შეუძლიათ თუ არა მისი ატანა.
ფიჭვის გირჩებით მომზადებული პრეპარატების ჭარბი გამოყენება იწვევს თავისა და კუჭის ტკივილს.
შეიძლება თუ არა გირჩების ჭამა
ფიჭვის ახალგაზრდა გირჩებით მომზადებული მურაბა გამოირჩევა ფაქიზი სპეციფიკური გემოთი. მას აქვს განუმეორებელი არომატი და გარეგნულადაც ძალიან ლამაზია.
ხშირად ადამიანები ინტერესდებიან, შეიძლება თუ არა მიღებული მურაბის გირჩების ჭამა. ამის გაკეთება არა მხოლოდ შეიძლება, არამედ საჭიროცაა. იმ ადამიანებს, რომელთაც აწუხებს ბრონქებისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, გირჩები მოუტანთ დამატებით სარგებელს. რბილი და ნაყოფის სიროფით გაჟღენთილი ნაყოფების დაღეჭვა აჯანსაღებს პირის ღრუს.
მზა მურაბის ყიდვა
ფიჭვის მურაბის შეძენა შესაძლებელია მზა სახით. იმისათვის, რომ არ იყიდოთ უხარისხო პროდუქტი, მნიშვნელოვანია შეძენისას გაითვალისწინოთ შემდეგი მახასიათებლები:
- ქილაში ნაყოფი უნდა იყოს მთლიანი. წვრილად დაჭრილი გირჩები მიუთითებს შეგროვების ვადის დარღვევაზე;
- სიროფი არ უნდა იყოს თხელი, სწორი ფერი არის – ქარვისფერი;
- გირჩებისა და სიროფის თანაფარდობა უნდა იყოს 70:30. თუ ქილაში არის ძალიან ცოტა ნაყოფი, უმჯობესია არ იყიდოთ;
- შემადგენლობაში არ უნდა იყოს არანაირი ზედმეტი დანამატი: შემადედებლები, არომატიზატორები, კონსერვანტები. მხოლოდ ნატურალურ საშუალებას გააჩნია სამკურნალო თვისებები.
ფიჭვის გირჩებისგან დამზადებული მურაბისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად საჭიროა მისი სწორად მომზადება და ზომიერი რაოდენობით მიღება. ტკბილი თერაპია ეფექტურია, თუმცა მისი ბოროტად გამოყენება არ ღირს.
გაფრთხილება
წყარო : https: // hvorast. ru/sosna/
საიტი “ფიჭვის პროდუქტები”