გირჩების ნაყენი – ნაცადი სამკურნალო საშუალება

  • თურმანიძის მალამოები

ფიჭვის გირჩების ნაყენი -ს  ანუ ფიჭვის გირჩებით მომზადებული ნაყენის სამკურნალო თვისებები

ფიჭვის გირჩებმა სამკურნალო ღირებულება მოიპოვეს სასარგებლო კომპონენტების დიდი რაოდენობით შემცველობის ხარჯზე. ისინი გამოიყენება სხვადასხვა ელექსირების დასამზადებლად – ნაყენების, ნახარშების, მალამოების. ნაყოფების ექსტრაქტები შედიან ჰომეოპათიური პრეპარატების, ზეთების შემადგენლობაში. ასევე გამოიყენება არომათერაპიაში, კოსმეტოლოგიაში, სამასაჟო პრაქტიკაში.

სასარგებლო მოქმედება მიიღწევა იმ კომპონენტების წყალობით, რომლებსაც შეიცავენ წიწვოვანი ხის ნაყოფები. მათ მიეკუთვნება:

  • ეთერზეთები;გირჩის ნაყენი
  • ვიტამინების ჯგუფები;
  • მთრიმლავი ნივთიერებები;
  • ტანინები;
  • ფისოვანი მჟავები;
  • ფიტონციდები;
  • ბიოფლავონოიდები;
  • რკინა;
  • მონოტერპენული ნახშირწყლები.

ყველაზე პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს ფიჭვის მწვანე გირჩებისგან დამზადებული ნაყენი.

სწორედ სპირტი ხსნის ნივთიერებების სამკურნალო თვისებებს და ინახავს მათ მაქსიმალურ რაოდენობას. დაყოვნების დროს გამოიყოფა ყველა ღირებული კომპონენტი. არაყი კი, რომელსაც ასხამენ ნაყოფს, უბრალოდ ახდენს მათ კონსერვირებას.

ნაყენები ზრდიან იმუნიტეტს და ორგანიზმის საერთო ტონუსს. მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო. ანტიმიკრობული და ამოსახველებელი მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები აძლიერებენ დამცველობით ძალებს, ინარჩუნებენ ნერვული სისტემის ბალანსს, ხელს უწყობენ ქსოვილების რეგენერაციას, აუმჯობესებენ გულის მუშაობას.

ნაყენი მონაწილეობს მოძრაობის კოორდინაციის აღდგენის პროცესებში. ხსნის შეშუპებასა და ანთებას, ახდენს ნაღველმდენ და შარდმდენ მოქმედებას. რეგულირდება სისხლის წნევა, მტკიცდება თავის ტვინის სისხლძარღვების კედლები. რუტინი არეგულირებს გულის რითმს. ფიტონციდები ავლენენ ბაქტერიციდულ, მატონიზებელ და ანტიმიკრობულ თვისებებს. შემადგენელი მჟავები აჯირჯვებენ სისხლს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზული ფოლაქებისა და თრომბის ფორმირებას. ფისები ახდენენ სედაციურ მოქმედებას.

შენიშვნა! აშშ-ს სპეციალისტების კვლევებმა აჩვენეს, რომ ტანინები მნიშვნელოვნად ამცირებენ ინსულტის დროს თავის ტვინის უჯრედების დაღუპვას. ექსპერიმენტში მონაწილე თაგვების იმ ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ამ ნივთიერებას, უჯრედების დაღუპვამ შეადგინა 20%, ხოლო იმ ჯგუფში, რომელიც არ მკურნალობდა – 70%.

რომელი დაავადებების დროს გამოიყენება

არაყზე დამზადებული ფიჭვის გირჩების ნაყენების მოქმედების სპექტრი საკმაოდ ფართოა. ხალხური წამალი ორგანიზმზე ახდენს გამაჯანსაღებელ მოქმედებას. მას იყენებენ ჰიპერტონიისას, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების პროფილაქტიკისთვის. აგრეთვე, მას ხშირად იყენებენ სურდოს, ხველების დროს.

 ნაყენის მიღება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • სისხლძარღვების გასაწმენდად;
  • ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების დროს – ტონზილიტები, ფარინგიტები;
  • სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს – ასთმა, ბრონქიტები, ტრაქეიტები, პნევმონია;
  • ტუბერკულოზის დროს;
  • ინსულტებისა და ინფარქტების პროფილაქტიკის დროს;
  • სახსრების მოქნილობის გასაუმჯობესებლად;
  • ღრძილების გასამაგრებლად;
  • არითმიის სამკურნალოდ;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს;
  • შეშუპების მოსახსნელად;
  • რევმატიზმის დროს.

საინტერესო ფაქტი! მე-17 საუკუნეში ფიჭვის გირჩი მიიჩნეოდა საუკეთესო საშუალებად სურავანდის სამკურნალოდ.

უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები

ისევე როგორც ნებისმიერ ხალხურ საშუალებას, სპირტზე დამზადებულ ფიჭვის გირჩების ნაყენსაც აქვს რამდენიმე უკუჩვენება. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:

  • ორსულობა/ლაქტაცია;
  • ნაყენის შემადგენელი კომპონენტებისადმი ინდივიდუალური აუტანლობა;
  • ჰეპატიტები;
  • ალკოჰოლური დამოკიდებულება;
  • თირკმლების დისფუნქცია, ნეფრიტი;
  • ბავშვთა ასაკი (სპირტის/არაყის შემცველობის გამო);

მთლიანობაში ორგანიზმი ნაყენს კარგად იტანს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

  • ალერგიული რეაქციები;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • პირღებინება;
  • გასტრიტი;
  • კოლიტი.

სიფრთხილის ზომები! არ ღირს ფიჭვის ნაყენების დიდი რაოდენობით მიღება უკეთესი შედეგის მისაღწევად. ამით თერაპევტულ ეფექტს ვერ მიიღებთ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები და თავის ტკივილი კი მოსალოდნელი იქნება. ხალხური საშუალების მიღებას იწყებენ მცირე დოზებით, საჭიროების შემთხვევაში კი დოზას თანდათან ზრდიან.

ფიჭვის მტვერი სარგებელი და გამოყენება

წყარო :https://hvorast.ru/sosna/nastoika-iz-sosnovih-shishek

ქართული ინტერნეტის მთავარი პოსტები ფიჭვის სამკურნალო პროდუქტების შესახებ

საიტი “ფიჭვის პროდუქტები”
ფიჭვის მტვერი

გირჩის მურაბ
ფიჭვის გირჩების ნაყენი

ბლოგები, რომლებიც აშუქებენ ფიჭვის სამკურნალო პროდუქტებს

სამედიცინო ტექნიკა
სილამაზე
 და ჯანმრთელობა 

ნეტკლინიკა

გაფრთხილება
წყარო : https: // hvorast. ru/sosna/

 

Share this...Share on Facebook
Facebook