0-დან 1.5 წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების განვითარების თავისებურებები

0-დან 1.5 წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების განვითარების თავისებურებები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

ცნობილია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვთა  აუტიზმის სინდრომი, თავისი დამახასიათებელი ფორმით ვლინდება 2.5-3 წლის ასაკში. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში ბავშვის წარუმატებელი განვითარების ნიშნები, უფრო ადრე იჩენს თავს. მკვლევარების აზრით, აუტისტი ბავშვის განვითარება, პირველივე თვეებიდან უჩვეულოდ მიმდინარეობს, რასაც მშობლებიც აღნიშნავენ. დარღვევები ძირითად შეეხება ინსტიქტურ-აფექტურ სფეროს, კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს და სოციალურ ქცევებს.

დედისა და ჩვილის შეგუება

პირველი სასიცოცხლოდ აუცილებელი, მნიშვნელოვანი ამოცანა არის ჩვილის და დედის ერთმანეთთან შეგუება, ისეთ ბუნებრივ სიტუაციებში როგორიც არის: კვება, ბანაობა, დაძინება, საფენების გამოცვლა და სხვა.
ეს სიტუაციები ყოველ დღე მეორდება და ბავშვს გამოუმუშავდება პირველი აფექტური სტერეოტიპური ქცევები – ურთიერთობის ინდივიდუალური უნარ-ჩვევები.
ასე ვითარდება ერთფეროვანი და სტაბილური გარემოს პირობებისადმი ადაპტაცია, რომლის ძირითადი ორგანიზატორი და შუამავალი ბავშვის დედაა.
ჩვილი ბავშვების სიცოცხლის პირველი 2-3 თვის მანძილზე, როცა აფექტური სტერეოტიპული კონტაქტები აქტიურად გამომუშავდება, ისინი დღის წესრიგის ცვლილებაზე მწვავედ რეაგირებენ.
მაგალითად; კვების, ძილის, რეჟიმის  დარღვევა, მძიმედ განიცდიან მომვლელი ადამიანის ცვლილებას. 5-6 თვის ბავშვი უკვე ცნობს,  უახლოესი გარემოცვის ადამიანების ემოცის გამოვლენას და იწყებს მათ მიმართ დიფერენცირებული, ადექვატურ რეაქციების გამოვლენას.
ძირითადი საყოფაცხოვრებო, დიფერენცირებული სტერეოტიპების არსებობა, მზარდი ორიენტაცია დედის რეაქციებზე  7-8 თვის ბავშვებში, იწვევს მნიშვნელოვანი აფექტური სტაბილურობის გამომუშავებას, რაც აისახება სამყაროსადმი სტაბილური კონტაქტებით. ის უკვე ისე ძლიერად არ არის დამოკიდებული ცალკეული დეტალების ცვლილებებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედა თვითდაჯერებულია და მშვიდად იქცევა.
ამ ასაკში დედას შეუძლია ბავშვის „დაყოლიება“ ცოტა მოითმინოს, მოიცადოს, დისკომფორტის პირობებში გაერთოს სათამაშოებით.

ამ დროის მანძილზე ჩვილის ცხოვრებისეული პირობები იცვლება და მის წინა ახალი ადაპტაციური ამოცანები ისახება. ბავშვი ფიზიკურად იზრდება და უფრო ამტანი, მოძრავი, ცნობისმოყვარე ხდება. ის ხშირად მოულოდნელ და არასტაბილურ სიტუაციებშია. ამ ასაკს სპეციალისები ასე ახასიათებენ: „ახალი“ ნაკლებად აშინებთ და მეტად ანიჭებთ სიამოვნებას.
როგორც ვხედავთ, აფექტური სისტემის განვითარება ჯანმრთელი ბავშვების შემთხვევაშიც კი საკმაოდ დრამატულად მიმდინარეობს.

რაც შეეხება აუტიზმის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს:

აუტისტი ბავშვების ადრეული განვითარება მთლიანად შეესაბამება ზოგადი ნორმის ვადებს. არსებობს ბავშვთა განვითარების თავისებური ფონის ორის ვარიანტი. პირველ შემთხვევაში აუტისტ ბავშვში დასაწყისშივე შეიძლება აღინიშნოს სუსტი ფსიქიკური ტონუსი, დაღლილობა, გარემოსთან მცირე აქტიურობით გამოხატული კონტაქტი, არ იყოს გამოხატული სასიცოცხლო მოთხოვნილებები (ბავშვი შეიძლება არ ითხოვდეს საკვებს, ითმენდეს სველ საფენებს). სხვა შემთხვევებში შეიძლება დიდი სიამოვნებით იღებდეს საკვებს, უყვარდეს კომფორტი, მაგრამ არა იმდენად, რომ მოითხოვოს.
მოგვიანებით ასეთი ბავშვი ნაკლებ ჯაფას მოითხოვს, მშვიდია, არ ცდილობს გარემოს გაცნობას. ხშირად მშობლები ასეთ ბავშვებს აღწერენ, როგორც იდეალურად მოსავლელებს. დედებს შეუძლიათ მათი მარტო დატოვება, არ საჭიროებენ მუდმივ ყურადღებას, ბავშვი შეიძლება დატოვო ოთახში ხალიჩაზე და ის ადგილიდან არ დაიძვრება.
სხვა შემთხვევებში პირიქით, ადრეულ ასაკში ბავშვი გამოირჩევა განსაკუთრებული აგზნებით, შეშფოთებული მოძრაობებით, უჭირს ჩაძინება, საკვების მიმართ პრეტენზიულია. მათთან შეგუება რთულია, შეიძლება გამოუმუშავდეთ დამახასიათებელი ჩვევები დაძინების, კვების, მოვლის პირობებისადმი.
ასეთი ბავშვის ხელში დაჭერა ან საბავშო ეტლში გაჩერება რთულია. აღგზნებული მდგომარეობა 12 თვისათვის უფრო მძიმდება. როცა  ბავშვი იწყებს დამოუკიდებელ გადაადგილებას ის აბსოლუტურად უმართავი ხდება. სიარულის დაწყების შემდეგ ის უმიზნოდ დარბის, რაც არ არის დაკავშირებული გარემოს ათვისებასთან.
ბავშვი, რომელიც ნორმალურად ვითარდება, სიამოვნებით რთავს თავის აქტიურობაში  ადამიანებს. ის უპირატესობას ანიჭებს ოჯახის წევრების მიერ ხელში აყვანს. მათ მიმართ გამოხატავს კმაყოფილებას და ცდილობს მათი ყურადღების მიპყრობას.

ადრეული ასაკის ბავშვთა აუტიზმის შემთხვევაში კი ოჯახის წევრს, პრაქტიკულად არ გამოსდის ბავშვთან ურთიერთობა, ის მძაფრად უარყოფს ზრდასრული ადამიანის ჩართვას თავის განსაკუთრებულ საქმიანობაში. დედა თანდათან გრძნობს, რომ ბავშვი მის გარეშე უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე მასთან.

ნორმალური ბავშვი სოციალურად პრაქტიკულად, დაბადებიდან ვითარდება. ჩვილებში ძალიან ადრე შეინიშნება შერჩევითი ინტერესი სოციალური სტიმულების მიმართ: ადამიანის ხმა, სახე. სიცოცხლის პირველ თვეებში, ბავშვს შეუძლია დედასთან მზერითი სახის კონტაქტით, დროის გარკვეული მონაკვეთი ფხიზლად გაატაროს. როგორც ცნობილია, მზერითი სახის კომუნიკაცია, წარმოადგენს კომუნიკაციური ქცევის განვითარების საფუძველს.
აუტისტი ბავშვის მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვის მზერა არ აფიქსირებს ადამიანის სახეს, იყურება გვერდით. გარკვეული პერიოდის მანძილზე სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ამის მიზეზი ძლიერი გაღიზიანება იყო.
კლინიკურმა დაკვირვებებმა და კვლევებმა გამოავლინეს, რომ საქმე გაცილებით რთულად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ადამიანის სახე აუტისტი ბავშვისთვისაც მიმზიდველი ობიექტია, მაგრამ მასზე ყურადღებას დიდხანს ვერ აჩერებს, მზერა თითქოს ყოყმანობს, ეს არის ერთდროულად მიახლოვების და დაშორების სურვილი.

პირველი ღიმილი

აუტისტი ბავშვების პირველი ღიმილი დროულია, თუმცა ის არ არის მიმართული ოჯახის წევრის მიმართ და აღმოცენდება ადამიანის მიახლოებასთან, ბავშვისათვის სხვა სასიამოვნო განცდების დროს, ამასთან ღიმილი მხოლოდ აუტისტების ნაწილში შეიმჩნევა.
ბავშვის ნორმალური განვითარების პირობებში სახის გამომეტყველების, ინტონაციის დიფერენცირების უნარი ჩვეულებრივ აღმოცენდება მე-5-6 თვეებს შორის პერიოდში. აუტისტი ბავშვები ცუდად არჩევენ ახლობელი ადამიანების სახეებს და არაადექვატურად რეაგირებენ მათ ღიმილზე. ზრდასრულ ადამინებს ძალზე უჭირთ აუტისტი ჩვილის ემოციონალური მდგომარეობის გაგება.
ექვსი თვის ნორმალურ ბავშვებში  უკვე მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული დიფერენციაცია “თავისიანის“ და „უცხოსი“. განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მზრუნველი დედის მიმართ.
ერთი წლის ბავშვში უკვე ჩამოყალიბებულია ოჯახის სხვადასხვა წევრის და უცნობი ადამიანების მიმართ დიფერენცირებული სტეროტიპული ურთიერთობები. აუტისტ ბავშვებში კი ერთი პირის მიმართ დამოკიდებულება იზრდება, რასაც თან ახლავს ოჯახის სხვა წევრების იგნორირება, გარკვეული დროით მხოლოდ მამა ან ბებია ხდება მის ყურადღების ობიექტი.
აუტისტი ბავშვების მშობლებში, პირველი განგაშის ფორმირება სწორედ ამ პერიოდზე მოდის. ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ ბავშვი არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე, ჟესტებზე. ბავშვი არ ცდილობს მისი ემოციური მდგომარეობის გაზიარებას ახლობლებთან.
აუტისტი ბავშვის დაბადებიდან წლინახევრის შემდეგ ოჯახის წევრების შეშფოთება, როგორც წესი იზრდება: ისინი აცნობიერებენ ბავშვთან კონტაქტის სირთულეს, ვერ უმკლავდებიან მას სწავლის პროცესში, ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვი არ იყენებს მისთვის ხელმისაწვდომ ჟესტებს, სიტყვებს, კომუნიკაციის სხვა მოქმედებებს. ბავშვის ქცევა თანდათან უფრო მეტად ხდება ერთგვაროვანი.


ბავშვის განვითარებალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 ცნობილია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვთა აუტიზმის სინდრომი, თავისი დამახასიათებელი ფორმით ვლინდება 2.5-3 წლის ასაკში.
📅 თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში ბავშვის წარუმატებელი განვითარების ნიშნები, უფრო ადრე იჩენს თავს.
🧠 დარღვევები ძირითად შეეხება ინსტიქტურ-აფექტურ სფეროს, კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს და სოციალურ ქცევებს.
👩‍👦 მნიშვნელოვანი ამოცანა არის ჩვილის და დედის ერთმანეთთან შეგუება, ისეთ ბუნებრივ სიტუაციებში როგორიც არის: კვება, ბანაობა, დაძინება, საფენების გამოცვლა და სხვა.
🫂 ეს სიტუაციები ყოველ დღე მეორდება და ბავშვს გამოუმუშავდება პირველი აფექტური სტერეოტიპური ქცევები – ურთიერთობის ინდივიდუალური უნარ-ჩვევები.
😊 აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების პირველი ღიმილი დროულია, თუმცა ის არ არის მიმართული ოჯახის წევრის მიმართ და აღმოცენდება ადამიანის მიახლოებასთან, ბავშვისათვის სხვა სასიამოვნო განცდების დროს, ამასთან ღიმილი მხოლოდ ბავშვთა ნაწილში შეიმჩნევა.
👉 შეიტყვეთ უფრო დეტალურად სტატიიდან – https://bit.ly/3NYyO4t
#აუტიზმი #აუტისტურისპექტრისაშლილობა #აუტიზმისნიშნები #აუტიზმისსიმპტომები #სოციალურიურთიერთობები #სოციალურიუნარები #ბავშვისგანვითარება #ბავშვისაღზრდა #პირველიღიმილი #აუტისტიბავშვისაღზრდა #ქცევითიმკურნალობა #ოკუპაციურითერაპია #ურთიერთობისგანვითარებისინტერვენცია #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

>>> აუტიზმი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.