Category Archives: უროლოგია

ლიპოიდური ნეფროზი

ლიპოიდური ნეფროზი

ლიპოიდური ნეფროზი თირკმლის გორგლების ამომფენი ეპითელიუმის დაზიანებაა, რომლის დროსაც იზრდება გორგლების განვლადობა სისხლის შრატის ცილების მიმართ. დაავადება ხასიათდება ნეფროზული სინდრომის უეცარი განვითარებით, ყველა ნიშნის მაქსიმალური  გამოვლენით. განსაკუთრებით გამოხატულია სახის, წვივების,  ტერფების, ფერმკთალი შეშუპება. თუმცა ლიპოიდური ნეფროზის დროს გლომერულონეფრიტისაგან და ყველა მეორადი გლომერულოპათიებისაგან განსხვავებით, არ აღინიშნება ჰემატურია  და არტერიული ჰიპერტენზია.

Read More

თირკმლის ჰიპოპლაზია

თირკმლის ჰიპოპლაზია

თირკმლის ჰიპოპლაზია, თირკმლის ჰიპოპლაზია – დიაგნოსტირება, თირკმლის ჰიპოპლაზია – მკურნალობა >>>

თირკმლის ჰიპოპლაზია  ხასიათდება ძირითადად ერთი, იშვიათად კი ორივე თირკმლის ზომაში მნიშვნელოვანი შემცირებით. განასხვავებენ თირკმლის ჰიპოპლაზიის  ორ ფორმას: რუდიმენტული  თირკმელი (დისპლაზირებული) და ჯუჯა თირკმელი, ნეფრონების ნორმალური აგებულების ფონზე მათი რაოდენობის შემცირებით. ჰიპოპლაზირებული თირკმლის სისხლმომარაგება არასაკმარისია, რაც არცთუ იშვიათად რთულდება ნეფროგენული ჰიპერტონიით. ჰიპოპლაზირებული თირკმელში ვითარდება ყველა ის დაავადება, რაც შეიძლება განვითარდეს ნორმალურად ფორმირებულ თირკმელში.

Read More