Archive for the ‘ლექსები სიყვარულზე’ Category
გოეთე
გიღელავს გული და ეძახი ტრფობის წუთს უჩვევს,
ნატრობ ნადიმი საქორწილო დამთავრდეს მალე,
როგორ გწყურია დაეწაფო მშვენიერ ტუჩებს,
დადუმებული რომ ელიან უნაზეს ალერსს.
მხურვალე ცეცხლი შენს ძარღვებში უფრო ინთება,
სასწრაფოდ დახშავ უწმინდეს სამსხვერპლო კარებს
და იმ ოთახში ჩირაღდანი სწრაფად ბინდდება,
ვით მცირე ჭრახი, საღამური ოდნავ ელვარებს…
მხურვალე კოცნა აათრთოლებს მომხიბლავ სახეს,
აკოკრებულ მკერდს ეუფლება ვნებათა ღელვა,
მტკიცე მკლავებში განაბული ქალი ცახცახებს,
შენს სითამამეს დანებდება სიტყვის უთქმელად.
ჩქარობ გახადო სამოსი და ისიც გშველის,
მაგრამ შენსავით არ იჩქარებს და არ მღელვარებს…
შემდეგ კი იგი მიცემული თავდავიწყებებს,
სახეს იბრუნებს, დარცხვენილი დახუჭავს თვალებს…
მოგვაწოდა ნათია დანელიამ
Viewed 1177 times by 772 viewers


