Archive for the ‘კოსმეტოლოგია’ Category
სახის გაწმენდა. სახის გაწმენდა ულტრაბგერით
ულტრაბგერის მეთოდით სახის გაწმენდისას კანს სცილდება ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი, მკვდარი გარქოვანებული უჯრედები, კომედონები, იხსნება ფორები. მეთოდი უმტკივნეულო და დელიკატურია. პროცედურა არანაირ კვალს არ ტოვებს კანზე და მისი ჩატარება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს. თუკი თქვენ ერთხელ მაინც მოსინჯავთ ამ მეთოდს, დარწმუნდებით მის უპირატესობაში გაწმენდის სხვა მეთოდებთან შედარებით. Read the rest of this entry »
Viewed 4100 times by 2141 viewers
სახის გაწმენდა. დეზინკრუსტაცია (გალვანოთერაპია)
გალვანოთერაპიას იყენებენ ძალიან წვრილი ფორების გასახსნელად და კოსმეტიკური წმენდისათვის მოსამზადებლად. გალვანოთერაპიის დროს ხდება მუდმივი ელექტრული დენისა და განსაკუთრებული ხსნარების ზემოქმედება ორგანიზმზე. კანი იწმინდება ცხიმის ჯირკვლების სეკრეტისა და შავი წერტილებისაგან. პროცედურის ჩატარება შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სახის ვაკუუმურ გაწმენდასთან კომბინაციაში. Read the rest of this entry »
Viewed 2988 times by 1773 viewers
მეზოთერაპია – ეს არის სახის გაახალგაზრდავება სხვადასხვა პრეპარატებისა და ვიტამინური კომპლექსების მიკროინექციებით. პრეპარატები წარმოადგენენ სპეციალურ ჰომეოპათიურ ,,კოქტეილებს“, რომლებსაც ამზადებენ მცენარეთა გამონაწვლილის ფუძეზე. მეზოთერაპია წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკური ამოცანების გადაჭრისას – გაახალგაზრდავება, თვალის ქვემოთ შეშუპებების, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების, ნაოჭების მოცილება, სახის ფერის გაუმჯობესება და სხვ. Read the rest of this entry »
Viewed 7356 times by 3251 viewers


