ცილა

ცილა (protein) – მაღალმოლეკულური ორგანული შენაერთი, შედგება ერთი ან რამდენიმე პოლიპეპტიდური ჯაჭვებისაგან. აგებულია პეპტიდური ბმებით დაკავშირებული, ამინომჟავების ნაშთებით (ძირითადად 20 α-L-ამინომჟავებით). ცილების დიდი ნაწილი არის ფერმენტები, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებენ, ყველა ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმოქმედებაში და ხასიათდებიან განსაკუთრებულად მაღალი სტრუქტურული და ფუნქციური მრავალფეროვნებით. Read More …

ცხოველები ქიმერული

ცხოველები ქიმერული  – გენეტიკური მოზაიკაა, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა გენოტიპის მქონე ემბრიონებისგან წარმოშობილი ბლასტომერების  გაერთიანებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ცხოველები ტრანსგენური

ცხოველები ტრანსგენური  – ცხოველები, რომელთაც გენომში გააჩნიათ უცხო გენები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ცილა ჰიბრიდული (პოლიპეპტიდი)

ცილა ჰიბრიდული (პოლიპეპტიდი)  –  იხ. შერწყმული ცილა (პოლიპეპტიდი). გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ცილა რეკომბინანტული

ცილა რეკომბინანტული – ცილა, რომელიც მიიღება დნმ–ის რეკომბინანტური მოლეკულის ექსპრესიის შედეგად, ხშირად მას ღებულობენ ნაწლავის ჩხირისაგან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ცილა შერწყმული (პოლიპეპტიდი)

ცილა შერწყმული (პოლიპეპტიდი) – ცილა, რომელიც მიიღება ორი სხვადასხვა პოლიპეპტიდის გადაბმით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ცვალებადობა მემკვიდრული ანუ გენოტიპური

ცვალებადობა მემკვიდრული ანუ გენოტიპური  – ორგანიზმის ნიშან–თვისებების ცვლილება, რომელიც განპირობებულია გენოტიპის ცვლილებით გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ..

ცვალებადობა არამემკვიდრული, ანუ ფენოტიპური ანუ მოდიფიკაციური

არჩილ შენგელია. გენეტიკის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011 .. ცვალებადობა არამემკვიდრული, ანუ ფენოტიპური ანუ მოდიფიკაციური  – ორგანიზმის ნიშან–თვისებების ცვალებადობა, რომელიც გამოწვეული არაა გენოტიპის ცვლილებით. .. საავტორო უფლებები! მეგობარი პოსტები: 1. ბაქტისტატინი; 2. ცეფეკონი; 3. ეფკამონი

ცვალებადობა

ცვალებადობა – ცოცხალი ორგანიზმების უნარი, შეიძინონ ახალი ნიშან–თვისებები. ცვალებადობის წყალობით ორგანიზმები ახერხებენ ახალ, განსხვავებულ გარემო–პირობებთან შეგუებას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ცილოვანი გარსი

არჩილ შენგელია. ჰისტოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011 ცილოვანი გარსი tunica albuginea – მოთეთრო შეფერილობის გარსი, შედგება კოლაგენური ბოჭკოებისგან. იგი განთავსებულია ეპითელიუმის ზედაპირსა და კორტიკალურ ნივთიერებას შორის (საკვერცხის ცილოვანი გარსი), ანდა – სეროზულ გარსსა და კვერცხუჯრედის წილაკს შორის.