ფელინგის დაავადება

ფელინგის დაავადება – იხ. ფენილკეტონურია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ფიზიოლოგიური ორსულობა

ფიზიოლოგიური ორსულობა – ქალის მდგომარეობა განაყოფიერებიდან მშობიარობამდე. იგივეა, რაც გესტაცია. ფიზიოლოგიური ორსულობა საშუალოდ გრძელდება 280 დღე. ორსულობის ვადა განისაზღვრება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან. საშვილოსნოს ორსულობა – არის ფიზიოლოგიური ორსულობა, როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მდებარეობს საშვილოსნოში. ფიზიოლოგიური ორსულობა – ნორმალურად მიმდინარე ორსულობა, რომელიც Read More …

ფაგი

ფაგი იგივეა, რაც ბაქტერიოფაგი, ფაგები. ტრადიციის თანახმად, უბრალოდ მრავლობით რიცხვში მოიხსენიება. ამ თემაზე საიტზე www.medgeo.net  არის მრავალი სტატია  მათ შორის – 1. ლექციები, ვიდეოები ფაგების, ფაგოთერაპიისა და ბიოქიმფარმის შესახებ ფაგები. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. ლექცია-ვებინარი ლექციის დანართი :„ფაგები და რა დაავადებებს Read More …

ფენოლები

ფენოლები – არომატული რიგის ორგანული ნაერთები, რომელთა მოლეკულაში ჰიდროქსილური ჯგუფები დაკავშირებულია არომატული რგოლის ნახშირბადის ატომებთან. OH – ჯგუფების რაოდენობის მიხდვით, განასხვავებენ: ერთატომიან, ორატომიან  და სამატომიან ფენოლებს. .. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ..

ფარმაკოგნოზია

ფარმაკოგნოზია  — ფარმაცევტული მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მცენრეული ან ცხოველური ნედლეულისაგან მიღებულ სამკურნალო საშუალებებს.  (მათ შორის მცენრეთა და ცხოველთა ცხოველმოქმედების პროდუქტებს, ასევე ამგვარი ნედლეულის პირველადი გადამუშავების პროდუქტებს – ეთერზეთებს, ფისებს და ა. შ.) . .. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფუნგოთერაპია

ფუნგოთერაპია – მკურნალობა სამკურნალო სოკოებით. .. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ..

ფოსო პილონიდალური (საკრალური სინუსი, კუდუსინის ეპითელური შესასვლელი)

ფოსო პილონიდალური (საკრალური სინუსი,  კუდუსინის ეპითელური შესასვლელი) – მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელით ამოფენილი არხი, რომელიც იხსნება კუდუსუნთან მდებარე დუნდულებს შორის ნაკეცში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ფოკომელია

არჩილ შენგელია. გენეტიკის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011 ფოკომელია  – კიდურების პროქსიმალური ნაწილების არარსებობა ან მნიშვნელოვანი განუვითარებლობა, რის შედეგადაც  ნორმალურად განვითარებული ტერფები და (ან) მტევნები წააგავს  სხეულზე პირდაპირ  მიმაგრებულს.

ფისტულები პრეაურიკულური (ფოსოები პრეაურიკულარული)

ფისტულები პრეაური–კულური (ფოსოები პრეაურიკულარული) – უხილავ ბოლოებიანი  გასასვლელები, რომელთა გარე ხვრელი მდებარეობს ყურის ნიჟარის ხვეულას აღმავალი ნაწილის ფუძესთან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .