გიბერელინი

გიბერელინი  (gibberellin) – გიბერელინები – მცენარეული ჰორმონები, დიტერპენოიდული მჟავას ოჯახიდან. წარმოადგენენ ზრდის ენდოგენურ რეგულატორებს. ყველაზე ფართოდ გავრცელებული გიბერელინია – გიბერელინის მჟავა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

გენომური ბიბლიოთეკა

გენომური ბიბლიოთეკა (genomic library) – დნმ-ის კლონირებული ნაკრების ფრაგმენტები, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ (ჯგუფური, სახეობრივი) გენს. მსხვილი გენომების შემთხვევაში (ძუძუმწოვრები, მათ შორის ადამიანი და სხვა), იყენებენ ქრომოსომულსპეციფიკურ ბიბლიოთეკას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

გენური მუტაცია

გენური მუტაცია (gene mutation, transgenation) – ნებისმიერი მუტაცია, რომელიც იწვევს, რომელიმე გენის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობების ცვლილებებს: ერთი ნუკლეოტიდის (მათ შორის „ათვლის ჩარჩოს“ გადაადგილებას და წერტილოვან მუტაციებს) ცვლილებიდან მუტაციამდე, რომელიც მოიცავს ნუკლეოტიდების მსხვილ ბლოკებს (დელეცია, ჩანართები და ა.შ). გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი Read More …

გენეტიკური კარტირება

გენეტიკური კარტირება (genetic mapping) – გენეტიკურ რუქაზე, გენების მდებარეობის განსაზღვრა. დაფუძნებულია, როგორც მარკერულ ისე გენებს შორის, რეკომბინაციის სიხშირის ემპირიულ შეფასებაზე. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

გენეტიკური მასალა

გენეტიკური მასალა (genetic material) – უჯრედის კომპონენტები, რომლებიც უზრუნველყოფს, გამრავლების პროცესში გენეტიკური ინფორმაციის (მემკვიდრეობის) დაცვას, რეალიზაციას, წარმოებას და გადაცემას. გენეტიკური მასალის თვისებებია: დისკრეტულობა (ქრომოსომის ცალკეული შეჭიდული ჯგუფები), უწყვეტობა (ქრომოსომის ფიზიკური მთლიანობა), ერთხაზოვნება (გენეტიკური ინფორმაციის ერთ განზომილებაში „ჩაწერა“), შეფარდებითი სტაბილურობა (შთამომავლობისათვის ინფორმაციის Read More …

გენეტიკური მარკერი

გენეტიკური მარკერი (genetic marker) – გენი, რომელიც მკვეთრად წარმოაჩენს ფენოტიპურ ნიშანს. გამოიყენება გენეტიკური კარტირებისათვის და ორგანიზმის ან უჯრედის ინდივიდუალური იდენტიფიკაციისათვის. გენეტიკური მარკერის როლში შესაძლებელია იყოს მთლიანი (მარკერული) ქრომოსომები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

გენეტიკური ანალიზი

გენეტიკური ანალიზი (genetic analysis) – ორგანიზმის მემკვიდრული თვისებების კვლევის მეთოდების ერთობლიობა, რომელიც უშუალოდ მოიცავს გენეტიკურად დეტერმინირებული ნიშნების ანალიზს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

გენეტიკური რუკა

გენეტიკური რუკა (genetic map) – ქრომოსომებში გენების (შეჭიდული ჯგუფების) განლაგების და სხვადასხვა ქრომოსომებში განაწილების სქემა, როგორც წესი, მოიცავს მონაცემებს გენებს შორის შეფარდებით დაცილებებზე (გენეტიკური მანძილი). გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

გენეტიკური ინჟინერია

გენეტიკური ინჟინერია (გენური ინჟინერია), შექმნილი გენეტიკური სტრუქტურების ბიოქიმიური ან ქიმიური სინთეზის გზით, რომელსაც შეუძლია უჯრედ-მასპინძელში გამრავლება, მოქმედება და მისი გენეტიკური სტრუქტურის შეცვლა, რაც გამოიხატება შესაბამისი ცილების სინთეზში. გენეტიკური ინჟინერიის წარმოშობის თარიღად ითვლება 1972 წელი, როცა აღნიშნული სტრუქტურა პირველად იყო მიღებული. შემდგომი Read More …

გენი-ანტიმუტატორი

გენი-ანტიმუტატორი (antimutator (gene) – გენ-მუტატორის საწინააღმდეგო მოქმედების გენი, რომელიც განაპირობებს მუტირების სიხშირის დაქვეითებას; მუტატორული ან ანტიმუტატორული მოქმედება შეიძლება აღმოაჩნდეს, ერთიდაიმავე გენის ალელებს (მაგალითად, ფაგ Т4-ის 43 გენი). გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .