ჰიბრიდული პლაზმიდა

ჰიბრიდული პლაზმიდა – იხ. რეკომბინანტული პლაზმიდა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ჰეტეროციკლური ამინომჟავა

ჰეტეროციკლური ამინომჟავა (heterocyclic amino acid) – ამინომჟავა, რომლის გვერდითი ჯაჭვი, წარმოდგენილია ჰეტეროციკლით მაგალითად: პროლინი, ტრიპტოფანი, ჰისტიდინი და სხვა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ჰეტეროაუქსინი

ჰეტეროაუქსინი (heteroauxin, indole acetic acid) – აუქსინების (ინდოლილ-3-ძმარმჟავა) ჯგუფის ფიტოჰორმონი, რომლის ბიოქიმიური წინამორბედია ტრიპტოფანი. ასტიმულირებს მცენარეების, ვეგეტატიური ნაწილების ზრდას, ღეროებში ფესვები წარმოქმნას, ნაყოფის ცვენას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ჰერბიციდი

ჰერბიციდი (herbicide, weedicide) – მავნებელი მცენარეების გასანადგურებლად ან ნაწილობრივ დასათრგუნად გამოყენებული ნივთიერება. მრავალი ჰერბიციდი, გენოტოქსიკურია (წარმოადგენს ქიმიურ მუტაგენს). გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ჰემოციანინი

ჰემოციანინი (hemocyanin) – ზოგიერთი უხერხემლოების სასუნთქი პიგმენტი, რომელშიც ჩართულია სპილენძის იონები; ჰემოციანინს ჰემოგლობინთან შედარებით გააჩნია ნაკლები ტევადობა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ჰემოფილია С

ჰემოფილია С (hemophilia C) – ადამიანის მემკვიდრული დაავადება (ჰემორაგიული დიათეზი), გამოწვეულია სისხლის შედედების XI ფაქტორის (პლაზმური თრომბოპლასტინის წინამორბედის) დეფიციტით. მემკვიდრეობს აუტოსომურ-რეცესიული ან აუტოსომურ-დომინანტური (არასრული პენეტრანტობით) ტიპის მიხედვით. XI (F9) ფაქტორის  გენი, ლოკალიზებულია მე-4 ქრომოსომის q35 მონაკვეთზე. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი Read More …

ჰემოფილია В

ჰემოფილია В (hemophilia B) – ადამიანის მემკვიდრული დაავადება (ჰემორაგიული დიათეზი), გამოწვეულია სისხლის შედედების IX ფაქტორის (თრომბოპლასტინის პლაზმური კომპონენტი) დეფიციტით. მემკვიდრეობს სქესთან შეჭიდული რეცესიული ტიპის მიხედვით. გენი F9 მოთავსებულია Х-ქრომოსომის q26-q27.3 მონაკვეთში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ჰემოფილია А

ჰემოფილია А (hemophilia A) – ადამიანის მემკვიდრული დაავადება (ჰემორაგიული დიათეზი). გამოწვეულია სისხლის შედედების VIII ფაქტორის (ანტიჰემოფილური გლობულინი А) დეფიციტით. მემკვიდრეობს სქესთან შეჭიდული რეცესიული ტიპის მიხედვით. VIII (F8) ფაქტორის გენი ლოკალიზებულია Х-ქრომოსოსმის  q28 მონაკვეთში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ჰემოლიმფა

ჰემოლიმფა (hemolymph) – არადახშული სისხლის მიმოქცევის მქონე, უხერხემლო ცხოველების სისხლძარღვებსა და უჯრედშორის სივრცეში მოცირკულირე სითხე. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ჰემოლიზინი

ჰემოლიზინი (hemolysine) – ერითროციტების ზედაპირული ანტიგენების ანტისხეულები, ააქტივებს კომპლემენტი, რაც იწვევს ერითროციტების მემბრანების დაშლას და ჰემოლიზს. ჰემოლიზინის სისხლში არსებობა შეინიშნება, ორგანიზმის უცხო ერითროციტებით აცრის და აუტოიმუნური დაავადებების დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .