კრისტმასის დაავადება

კრისტმასის დაავადება (Christmus disease) – ჰემოფილიის ფორმა, გამოწვეულია სისხლის შედედების ფაქტორის – თრომბოპლასტინის პლაზმური კომპონენტის (IX ფაქტორი) – დეფიციტის გამო. დაავადება მემკვიდრეობს რეცესიული, Х ქრომოსომასთან (სქესთან) შეჭიდული ტიპით. IX ფაქტორის გენი მოთავსებულია,  Х ქრომოსომის q27.1 მონაკვეთში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური Read More …

კრეიცფელდ-იაკობის დაავადება

კრეიცფელდ-იაკობის დაავადება (Creutzfeldt-Jakob disease) – ნელი ინფექციების ჯგუფის დაავადება. ახასიათებს დიდი ტვინის ქერქის ღრმა განყოფილებების ნეირონების, ბაზალური ბირთვის და ქერქოვან თავ-ზურგტვინის ბოჭკოების  დისტროფია. ვლინდება ინტელექტის და მეხსიერების დაქვეითებით, მეტყველების მოშლით, ჰალუცინაციებით, ექსტრაპირამიდული დარღვევებით. გამომწვევია – პრიონი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური Read More …

კომპლემენტის ცილები

კომპლემენტის ცილები (complement proteins) – შრატის ცილები, კოდირდება ჰისტოშეთავსების მე-3 მთავარი კომპლექსით. კომპლემენტის რიგი ცილები აღინიშნება «С» სიმბოლოთი და ციფრით, რომელიც მისი აღმოჩენის ქრონოლოგიას შეესაბამება. სისხლის შრატში დიდი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი კომპლემენტი С3 (1,2 მგ/მლ). მოლეკულური მასით 195 კდა. გაფრთხილება! ლალი Read More …

კაფსულა

კაფსულა – (ლათ. capsule პატარა კოლოფი) – 1. ზოგიერთი ბაქტერიის გარემომცველი შემაერთებელქსოვილოვანი ან ლორწოვანი გარსი. ასრულებს დამცველობით ფუნქციას. გააჩნია ანტიგენური თვისებები. განასხვავებენ მაკრო- და მიკროკაფსულებს. 2. ცუდი გემოს ან სუნის მქონე წამლების გადასაყლაპავად გამოყენებული ჟელატინის ან სახამებლის სპეციალური გარსი (ბუდე). 3. Read More …

კრიოთერაპია

კრიოთერაპია – მკურნალობის ზოგადი დასახელება, რომელიც დაფუძნებულია დაბალი ტემპერატურის გამოყენებაზე. გამოიყენება გინეკოლოგიაში, კერძოდ, საშვილოსნოს ყელის სამკურნალოდ, კონდილომების მოსაცილებლად. კრიოთერაპიის დროს გამოიყენება თხევადი აზოტი. მკურნალობა, როგორც წესი, კარგად გადაიტანება, მაგრამ ტოვებს ნაწიბურებს. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება! .

კორდოცენტეზი

კორდოცენტეზი – სპეციალური ქირურგიული მანიპულაცია – ნაყოფის ჭიპლარიდან სისხლის აღება, რომელიც ტარდება  ორსული ქალის მუცლის კედლის ქვეშ ულტრაბგერითი კვლევის კონტროლით. ხშირ შემთხვევაში კორდოცენტეზი ტარდება ნაყოფის გენეტიკური კვლევის მიზნით, ნაყოფის პათოლოგიაზე ეჭვის არსებობისას, ან სქესის განსაზღვრის მიზნით. კორდოცენტეზი ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გართულდეს ორსულობის Read More …

კონიზაცია

კონიზაცია – ქსოვილების მოცილება კონუსის ფორმით. კონიზაცია ძირითადად ტარდება საშვილოსნოს ყელის ზოგიერთი პათოლოგიის დროს, ლაზერის საშუალებით, რადიო ტალღური თერაპიის გამოყენებით. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება! მსგავსი პოსტები: საშვილოსნოს ყელის კონიზაცია ორსულობა კონიზაციის შემდეგ კონიზაცია

კოლპიტი

კოლპიტი – ანთებითი პროცესი საშოში. ვლინდება გამონადენით საშოდან, ქავილითა და წვით, ზოგიერთ შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებით სქესობრივი კონტაქტის დროს. კოლპიტი ყველაზე ხშირად გამოწვეულია გარდნერელით, Candida ტიპის სოკოებით, ტრიქომონადებით და სხვა მიკროორგანიზმებით. კოლპიტის მკურნალობისათვის აუცილებელია პირველ რიგში დაავადების მიზეზის დადგენა. ამისათვის ექიმი Read More …

კარდიოტოკოგრაფია

კარდიოტოკოგრაფია (კტგ) –  ნაყოფის გულისცემის გამოკვლევა ორსულობის 32 კვირის ზევით. განსაზღვრავს ნაყოფის გულისცემის სიხშირეს და მის ცვლილებას ნაყოფის მოძრაობის მიხედვით, რაც მიუთითებს ნაყოფის მდგომარეობაზე. მშობიარობისას, ასევე საშუალებას იძლევა საშვილოსნოს შეკუმშვების დაფიქსირებისა – ჭინთვების დროს და ნაყოფის გულისცემის დაფიქსირებას მათზე დამოკიდებულებით. ლალი Read More …

კლასიკური მედიცინა

კლასიკური მედიცინა – სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობის სფერო, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნორმალურ და პათოლოგიურ პროცესებ, სხვადასხვა დაავადებებსა და პათოლოგიურ მდგომარეობებს, ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაჯანსაღებისათვის. .. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .