მკურნალობა უცხოეთში

არჩილ შენგელია. გენეტიკის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011

β-გალაქტოზიდაზა – ფერმენტი, რომელიც აჰიდროლიზებს β-გალაქტოზიდებს, კერძოდ კი – ლაქტოზას, რის დროსაც წარმოიქმნება თავისუფალი გალაქტოზები.

..

საავტორო უფლებები!
მეგობარი პოსტები: 1. ბაქტისტატინი; 2. ცეფეკონი; 3. ეფკამონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მასტოიდიტი მწვავე – დვრილისებრი მორჩის ქსოვილთა მწვავე ანთება; ხშირად წარმოადგენს შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთების გართულებას (მეორადი მასტოიდიტი). პირველადი მასტოიდიტი ვითარდება როგორც დამოუკიდებელი დაავადება გამოწვეული ტრავმის შედეგად ან სეფსისის დროს. წარმოიქმნება სუბპერიოსტალურიი აბსცესი ან ჩირქი აღწევს ქალას ღრუში და იწვევს ქალაშიდა გართულებებს. სიმპტომები, მიმდინარეობა. დვრილისებრი მორჩის გარეთა საფარველის ტკივილი, შეშუპება და ჰიპერემია, ყურიდან ჩირქდენა. ოტოსკოპიით გარეთა სასმენი მილი შევიწროებულია მისი ზედა უკანა კედლის დაშვებით. აღინიშნება თავის ტკივილი, უძილობა, მადის დაკარგვა. ტემპერატურა მატულობს 38,50 С, მაგრამ არაიშვიათად რჩება სუბფებრილური. მასტოიდიტი შესაძლებელია განვითარდეს რამდენიმე დღეში, ზოგჯერ რამდენიმე კვირაში და თვეში. დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგურ გამოკვლევას. მკურნალობა კონსერვატულია: შუა ოტიტის მკურნალობა. ოპერაცია – ანტრომასტოიდოტომია ნაჩვენებია დვრილისებრ მორჩში გამოხატული დესტრუქციული ცვლილებების დროს; ოპერაციის აბსოლუტური ჩვენებაა პროცესის გადასვლა ტვინის გარსებზე, სიგმოიდურ სინუსზე ან ლაბირინთზე, სახის ნერვის დამბლა, სუბპერიოსტული აბსცესი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

T – ლიმფოციტი – (სინ.: მკერდუკანა ჯირკვლის ლიმფოციტი, თიმუსდამოკიდებული ლიმფოციტი) ლიმფოციტი, რომელიც დიფერენცირდება მკერდუკანა ჯირკვალში სპეციფიკური ინდუქტორის (თიმოზინის) ზემოქმედებით; უზრუნვეყოფს უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის რეაქციებს.

statis thymicolymphaticus - (სინ.: თიმიკო – ლიმფური მდგომარეობა, თიმიკო – ლიმფური კონსტიტუცია) ორგანიზმის თანდაყოლილი კონსტიტუციური თავისებურება, რომელიც ვლინდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებით, პასტოზურობით, კანის სიფერმკრთალით, ლიმფური ორგანოების ჰიპერპლაზიით, მკერდუკანა ჯირკვლის გადიდებით, გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოპლაზიით. მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსი) უკუგანვითარება ნაკლებადაა გამოხატული და მიმდინარეობს ჩვეულებრივზე გვიან.

nail – patella სინდრომი – (ინგლ. nail ფრჩხილი; ლათ. patella კვირისტავი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ფრჩხილების, კვირისტავის არარსებობით ან განუვითარებლობით და ნეფრიტის მოვლენებით; გადაეცემა დომინანტური ტიპით.

vaka