კისტა

კისტა – სხვადასხვა შიგთავსის მქონე წარმონაქმნი. ბართოლინის ჯირკვლის კისტა – მდებარეობს დიდი სასირცხო ბაგეების არეში. გამოწვეულია ბართოლინის ჯირკვლის გამომავალი სადინრის დაცობით. საჭიროებს ქირურგიულ კვეთას, რადგან მიდრეკილია ანთებისა და ბართოლინის ჯირკვლის აბსცესის ფორმირებისაკენ. საშვილოსნოს ყელის კისტა – ე.წ. ნაბოთის ცისტა იქმნება Read More …

პრობიოტიკები

პრობიოტიკები პრობიოტიკები – მიკრობული წარმოშობის ცოცხალი  მიკროორგანიზმები და ნივთიერებებია, რომლებიც ბუნებრივი შეყვანისას დადებით ეფექტს ახდენენ მასპინძელი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და იმუნურ რეაქციებზე, მისი მიკრობიოლოგიური სტატუსის  ოპტიმიზაციის გზით. _______________________________

პრებიოტიკები

პრებიოტიკები პრებიოტიკები – საკვების გადაუმუშავებელი ინგრედიენტები, რომლებიც ახდენენ მსხვილი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ერთი ან რამდენიმე ჯგუფის ზრდისა  და მეტაბოლურა  აქტივობის სტიმულირებას. _______________________________

პუბერტული პერიოდი

პუბერტული პერიოდი – (ლათ. pubertas, pubertalis მოწიფულობა, სქესობრივი  სიმწიფე; სინონიმი: სქესობრივი მომწიფების პერიოდი) – პიროვნების ბიოლოგიური და სოციალურ-ფსიქოლოგიური განვითარების სტადია; გოგონებში იწყება 10 – 12 წლიდან და გრძელდება 15 – 16 წლამდე,  ბიჭუნებში – 12 – 14 წლიდან  17 – Read More …

პროცესინგი

პროცესინგი  – მოდიფიკაციების კერძო შემთხვევა, როდესაც ბიოპოლიმერში მცირდება რგოლების რაოდენობა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

პროფაგი

პროფაგი – ფაგის უჯრედშიდა  მდგომარეობა იმ პირობებში, როდესაც მისი ლიზისური ფუნქციები შესუსტებულია. პროფაგი  ბაქტერიოფაგის უჯრედშიგა არაინფექციური ფორმაა და ხასიათდება ფაგისა და მასპინძელი უჯრედის დნმ-ის გაერთიანებით. პროფაგი არაპათოგენურია ბაქტერიული უჯრედისათვის. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

პროტოპლასტი

პროტოპლასტი  – მცენარეული ან მიკრობული უჯრედი, რომელიც მოკლებულია უჯრედულ კედელს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

პროტოონკოგენები

პროტოონკოგენები  – ნორმალური ქრომოსომული გენები, რომელთა მუტაციამ შესაძლოა უჯრედის ავთვისებიანად გადაგვარება გამოიწვიოს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

პროსტიტუცია

სექსოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი პროსტიტუცია – კლიენტების სექსუალური მოთხოვნილებების პროფესიური დაკმაყოფილება ფულის გამო; ქალების  მიერ სხეულის გაყიდვა საარსებო სახსრების მოპოვების მიზნით.                         ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება გაფრთხილება დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, Read More …

პროსტატოზი

სექსოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი პროსტატოზი – არაინფექციური პროსტატიტი, რომელიც განპირობებულია წინამდებარე ჯირკვლის ფოლიკულებში სეკრეტის შეგუბებით და დაშლით. მისი ძირითადი მიზეზია ანდროგენური უკმარისობა.       ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” Read More …