Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

Thioploca

Thioploca  (ლათ.) – გამა-პროტეობაქტერიების გვარი. რიგი Thiotrichales. ძაფისებრი გოგირდის ბაქტერიები, რომელიც გვხვდება სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, 3000 მეტრის სიღმეზე. დიდი ვაკუოლი, იკავებს უჯრედის მოცულობის 80%-ს. უჯრედი შეიცავს სულფიდებსა და ნიტრატებს. ნიტრატის სულფიდის ჟანგვის შედეგად ბაქტერია იღებს ენერგიას. ნიტრატის კონცენტრაცია ვაკუოლში ძალიან მაღალია (500 mM), მაშინ, როცა გარემოში სადაც ისინი ბინადრობენ, აზოტის შემცველობა დაბალია (25 мкM).

Read More

Thiomargarita namibiensis

Thiomargarita namibiensis (ლათ.) – ზღვის ბინადარი, გრამუარყოფითი კოკოიდური ბაქტერიის სახეობა. კლასი გამა-პროტეობაქტერია. აღმოჩენილია ნამიბიის შელფის ბუნებრივ კონტინენტალურ დანალექში. ცნობილი ბაქტერიებიდან ყველაზე დიდი ბაქტერიაა. დიამეტრი 0.1-0.3 მმ, ზოგჯერ 0.75 მმ-მდე. გააჩნია ბურთისებრი ფორმა, ჩანს შეუიარაღებელი თვალით. წარმოქმნიან კარგად ორგანიზებულ ჯაჭვებს.  უჯრედში აქვთ სამარაგო ნიტრატის შემცველი ვაკუოლი, რომელიც საშუალებას აძლევს ბაქტერიას გაუძლოს ნიტრატის და სულფიდის ხანგრძლივ არარსებობას.

Read More