რეკლინგჰაუზენის დაავადება

რეკლინგჰაუზენის დაავადება (Recklinghausen disease) – ადამიანის მემკვიდრული დაავადება (მუტანტური ალელის გავრცელების სიხშირეა 1/3000). დაავადებას ახასიათებს შვანის უჯრედების ანომალური ზრდა, წარმოიქმნება კანქვეშა მრავლობითი კვანძები (ფიბრომები) და კანის ლაქოვანი პიგმენტაცია („ყავის ლაქები“);  მემკვიდრეობს აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. NF1 ლოკუსი მოთავსებულია, მე-17 ქრომოსომის q11.2 მონაკვეთში. გაფრთხილება! ლალი Read More …

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა ( reproductive health ) – სრული ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დავადებების არქონა, რაც უკავშირდება რეპროდუქციულ სისტემას, მის ფუნქციებსა და მასში მიმდინარე პროცესებს. არჩილ შენგელია,  ლალი დათეშიძე. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!    

რუქა ქრომოსომის, გენეტიკური

რუქა ქრომოსომის, გენეტიკური  – ჯაჭვის ერთ ჯგუფში არსებული გენების ურთიერთგანლაგების სქემა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

რუქა რესტრიქციული

რუქა რესტრიქციული –  დნმ–ის მოლეკულის სქემა, რომელზეც აღნიშნულია   სხვადასხვა რესტრიქტაზებით მისი დახლეჩვის ადგილები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

რუქა გენეტიკური

რუქა გენეტიკური – ქრომოსომაში სტრუქტურული გენებისა და რეგულატორული ელემენტების განლაგების სქემა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

რიბონუკლეაზები (რნმ-აზები)

რიბონუკლეაზები (რნმ-აზები) – ფერმენტები, რომლებიც ხლეჩავენ რნმ–ს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

რეტროვირუსები

რეტროვირუსები – ცხოველური ორგანიზმების რნმ–ის შემცველი ვირუსები, რომლებიც ახორციელებენ  უკუტრანსკრიპტაზას კოდირებას და წარმოქმნიან ქრომოსომული ლოკალიზაციის მქონე პროვირუსს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

რესტრიქტები

რესტრიქტები  – დნმ–ის ფრაგმენტები, რომლებიც წარმოიშობა  რესტრიქტაზით  მისი ჰიდროლიზის შედეგად. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

რესტრიქტაზები

რესტრიქტაზები –  საიტ–სპეციფიკური ენდონუკლეაზები, რომლებიც შეადგენენ რესტრიქცია–მოდიფიკაციური სისტემის ნაწილს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

რეპრესია

რეპრესია  – გენების აქტივობის ჩახშობა, ყველაზე ხშირად  მათი ტრანსკრიფციების ბლოკირების გზით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .