ამინომჟავური თანმიმდევრობა

ამინომჟავური თანმიმდევრობა (amino acid sequence) – ცილის პირველადი სტრუქტურის მახასიათებელი, რომელიც წარმოადგენს მასში ამინომჟავური ნაშთების მორიგეობას. სხვადასხვა ცილების ამინომჟავური თანმიმდევრობები, სახეობა-სპეციფიკურია და შეიძლება იყოს ტაქსონომიური და ფილოგენეტიკური ნიშანი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

გლუტამინაზა

განმარტებითი ლექსიკონი გლუტამინაზა – თირკმლებში არსებული ფერმენტი; აკატალიზებს გლუტამინის (ამინომჟავის) დაშლას,რომლის შედეგად წარმოიქმნება ამიაკი და გლუტამინის მჟავა.ეს არის შარდოვანას წარმოქმნის ერთ-ერთი ეტაპი.

გლომერულიტი

განმარტებითი ლექსიკონი გლომერულიტი – თირკმლების მწვავე ან ქრონიკული დაავადების დროს გორგლების ფუნქციონირების ნებისმიერი  დარღვევა ან დაზიანება.

გლობინი

განმარტებითი ლექსიკონი გლობინი – ორგანიზმში არსებული ცილა, რომელიც უკავშირდება რკინის შემცველ ჯგუფებს,რის შედეგად  წარმოიქმნება ჰემოგლობინი (აღინიშნება სისხლის წითელ უჯრედებში) და  მიოგლობინი  (აღინიშნება კუნთებში).

გლიკოგენი

განმარტებითი ლექსიკონი გლიკოგენი – რთული ნახშირწყალი, რომლის შემადგელობაში შედის გლუკოზური ერთეულების განტოტებული ჯაჭვები. გლიკოგენი ორგანიზმში ნაწშირწყლების შენახვის ერთ-ერთი ფორმაა. იგი მცენარეებში არსებული სახამებლის ზუსტი ასლია. გლიკოგენი გროვდება ღვიძლში და კუნთებში, ადვილად შეუძლია დაიშალოს და წარმოქმნას გლუკოზა.

ჰისტიოციტომა

განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიოციტომა – სიმსივნე, რომლის შემადგენლობაში შედის უცხო ნივთიერებების და ბაქტერიების შთანთქმის უნარის მქონე მაკროფაგები და ჰისტიოციტები. .

დოფამინური ჰიპოთეზა

განმარტებითი ლექსიკონი დოფამინური ჰიპოთეზა – თეორია,რომელიც დაფუძნებულია იმაზე,რომ შიზოფრენიის განვითარება ნაწილობრივ დაკავშირებულია დოფამინის მეტაბოლიზმის დარღვევასთან და დაავადება შეიძლება განიკურნოს ისეთი წამლების (მაგალითად,ქლორპრომაზინის) მიღებით,რომლებიც ხელს უშლიან მის (როგორც ნეირომედიატორის) მოქმედებას.

ჰიპერქრომატიზმი

განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერქრომატიზმი – ზოგიერთი უჯრედის (მაგალიათად, სიმსივნური უჯრედების) ბირთვების  სხვა,ნორმალურ უჯრედებთან შედარებით უფრო ძლიერად შეღებვის უნარი.