მკურნალობა უცხოეთში

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

აღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნება საშუალებები, რომლებიც არეგულირებენ ნახშირწყლოვან, ცხიმოვან, ცილოვან, წყალ-ელექტროლიტურ და სხვა სახის ცვლას. ცალკეულ ქვეჯგუფებში გაერთიანებულია პრეპარატები (კერძოდ, ჰიპოლიპიდემიური, რომლებიც მონაწილეობენ ნაღველის მჟავების ცვლაში, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირების და ფუნქციონირების კორექტორები და მრავალი სხვა), რომლებიც გავლენას ახდენენ უპირატესად ბიონაერთთა რომელიმე კომპლექსის მეტაბოლიზმის პროცესებზე. ამა თუ იმ ენდოკრინული ჯირკვლის ჰიპო- ან ჰიპერფუნქციის შემთხვევაში გამოიყენება ჰორმონალური სამკურნალო საშუალებები ან ჰორმონების ანტაგონისტები; ვიტამინების როლი ნივთიერებათა ცვლაში განპირობებულია, როგორც წესი, მათი კოფერმენტული ფუნქციით.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ქიმიური ნივთიერებებით, მათ შორის სამკურნალო საშუალებებით, მწვავე მოწამვლები საკმაოდ ხშირად გვხვდება. ინტოქსიკაციები შეიძლება იყოს შემთხვევითი, წინასწარ განზრახული (სუიციდური) და პროფესიის თავისებურებებთან დაკავშირებული. ყველაზე ხშირად გვხვდება ეთილის სპირტით, საძილე საშუალებებით, ფსიქოტროპული პრეპარატებით, ნარკოტიკული და არანარკოტიკული ანალგეტიკებით, ფოსფოორგანული ინსექტიციდებით და სხვა ნაერთებით მწვავე მოწამვლები.
ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაციების მკურნალობის მიზნით შექმნილია სპეციალური ტოქსიკოლოგიური ცენტრები და განყოფილებები. მწვავე მოწამვლების მკურნალობის პროცესში ძირითადი მიზანია ორგანიზმიდან ინტოქსიკაციის გამომწვევი ნივთიერების მოცილება. პაციენტების მძიმე მდგომარეობის შემთხვევებში, ამას აუცილებლად წინ უნდა უძღვოდეს ზოგადთერაპიული და რეანიმაციული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემების – სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის – ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ.
დეტოქსიკაციის პრინციპები მდგომარეობს შემდეგში. უპირველეს ყოვლისა, უნდა შევაჩეროთ ნივთიერების შეწოვა ორგანიზმში მისი შეყვანის დროს. თუკი მოხდა ნივთიერების სრულად ან ნაწილობრივ შეწოვა, აუცილებელია ორგანიზმიდან მისი გამოყოფის დაჩქარება, აგრეთვე ანტიდოტების გამოყენება მისი გაუვნებელყოფის და არასასურველი ეფექტების აღმოფხვრის მიზნით.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სადღეღამისო რიტმებს დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციებისთვის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიფხიზლის და ძილის მონაცვლეობა არსებით ზეგავლენას ახდენს ნერვული სისტემის და ენდოკრინული ჯირკვლების აქტიურობაზე და, შესაბამისად, სხვა ორგანოების და სისტემების მდგომარეობაზე. თავის მხრივ, ეს აისახება სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობაზე. დღე–ღამურ პერიოდიზმზე ფარმაკოლოგიური ეფექტის დამოკიდებულების გამოკვლევა წარმოადგენს ფარმაკოლოგიის ახალი მიმართულების ერთ–ერთ ძირითად ამოცანას და ეწოდება ქრონოფარმაკოლოგია. ეს უკანასკნელი მოიცავს როგორც ქრონოფარმაკოდინამიკას, ასევე ქრონოფარმაკოკინეტიკას.
დღე–ღამის პერიოდიდან გამომდინარე, შესაძლოა აღინიშნებოდეს ნივთიერებათა მოქმედების არა მარტო რაოდენობრივი, არამედ, ზოგჯერ, ხარისხობრივი ცვლილებებიც. უმეტეს შემთხვევებში, ნივთიერების ყველაზე მეტად გამოხატული ეფექტი ვლინდება ორგანიზმის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდში (ადამიანებში – დღის განმავლობაში, ღამის ცხოველებში – დღე–ღამის ბნელ პერიოდში). ასე მაგალითად, ადამიანის შემთხვევაში, მორფინი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, უფრო აქტიურია დღის მეორე ნახევრის დასაწყისში, ვიდრე დილით ადრე ან ღამით. აღმოჩენილია დღე–ღამური ცვალებადობები ანალგეტიკური აქტივობის მქონე ენდოგენური პეპტიდების პროდუქციაში (ენკეფალინები და ენდორფინები). სტენოკარდიის დროს ნიტროგლიცერინი უფრო ეფექტურია დილით, ვიდრე დღის მეორე ნახევარში.
სადღეღამისო პერიოდიზმიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად იცვლება ნივთიერებების ტოქსიკურობაც. ასე მაგალითად, ცხოველებზე ექსპერიმენტებში, ტოქსიკური დოზებით ფენობარბიტალის ლეტალური ეფექტი, დღე–ღამის სხვადასხვა პერიოდში, მერყეობს 0–დან 100%–მდე.
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ასევე დამოკიდებულია სადღეღამისო რიტმებზე. კერძოდ, ადამიანის ორგანიზმში სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის გრიზეოფულვინის შეწოვა ყველაზე გამოხატულია დაახლოებით დღის 12 საათზე. დღე–ღამის განმავლობაშიო ცვალებადობს ნივთიერებათა მეტაბოლიზმის ინტენსიობა (მაგალითად, ჰექსობარბიტალის). დღე–ღამის პერიოდის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება თირკმლების ფუნქციები და მათი შესაძლებლობა, მოახდინონ ფარმაკოლოგიური საშუალებების ელიმინაცია. ფენამინის შემთხვევაში ნაჩვენებია, რომ ადამიანის ორგანიზმიდან, თირკმლების გზით, მისი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოყოფა ხორციელდება დილით ადრე (რაც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია შარდის pH–ის ცვალებადობასთან). ლითიუმის პრეპარატები, შიგნით შეყვანის შემთხვევაში, ორგანიზმიდან უფრო ნაკლებად გამოიყოფა ღამე, ვიდრე დღის განმავლობაში.
ამრიგად, ნივთიერებების ფარმაკოდინამიკა და ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებულია სადღეღამისო პერიოდიზმზე. ამას შეიძლება დავუმატოთ ისიც, რომ თვითონ სამკურნალო საშუალებებს გააჩნიათ დღე–ღამური რიტმის ფაზაზე და ამპლიტუდაზე ზეგავლენის უნარი. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის სხვადასხვა პერიოდში, ორგანიზმთან მათი ურთიერთქმედების შედეგი შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების და დაავადებების დროს.
მიუხედავად იმისა, რომ ქრონოფარმაკოლოგიის სფეროში ინფორმაციის მოცულობა ძალიან შეზღუდულია, პრეპარატების რაციონალური დოზირებისთვის, მათი მიღების დროიდან გამომდინარე, აღნიშნული მონაცემების მნიშვნელობა ეჭვს არ იწვევს. ცნობილია, რომ ფიზიოლოგიური ფუნქციებისთვის, აგრეთვე, გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება სეზონურ რიტმებს, რაც, სავარაუდოდ, გავლენას ახდენს ფარმაკოლოგიური ნივთიერებების ეფექტებზეც.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სამკურნალწამლო საშუალებები და გერიატრია

ხანშიშესულ და მოხუცებულობითი ასაკის პაციენტების შემთხვევებში ხშირად აღინიშნება ატიპიური, პარადოქსული რეაქციები სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე. აღნიშნულ შემთხვევებში, არც თუ იშვიათია, მედიკამენტური ალერგიის განვითარებაც: გულისრევა, ქავილი, შეშუპება, გამონაყარი კანზე, დისპეფსიური მოვლენები. დადასტურებულია, რომ 30–40 წლის ადამიანებთან შედარებით, 60 წელს გადაცილებულ პირებში სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე უარყოფითი რეაქციების განვითარების რისკი მატულობს 1,5–2–ჯერ. ეს განპირობებულია ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაში განვითარებული ასაკობრივი ცვლილებებით. მაგალითად, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოებში განვითარებულმა ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალონ სამკურნალო საშუალებების შეწოვა. ხანშიშესულ პირებში ქვეითდება ორგანიზმის ბიოქიმიური ლაბორატორიის – ღვიძლის დამცველობითი ფუნქციებიც, რაც განაპირობებს მედიკამენტური ინტოქსიკაციის განვითარებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი ერთდროულად ღებულობს რამდენიმე პრეპარატს. ორგანიზმიდან მედიკამენტების გამოყოფა, ძირითადად, ხორციელდება თირკმლების მეშვეობით. ხანშიშესულ ადამიანებში მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული თირკმლისმიერი სისხლმომარაგება, ხოლო მოხუცებში 3–ჯერ მეტად ქვეითდება თირკმლების აზოტ–გამომყოფი ფუნქცია. სწორედ ამიტომაც, აღნიშნული ორგანოების ფუნქციების ასაკობრივი გადახრები კიდევ უფრო ზრდიან მედიკამენტური ინტოქსიკაციის განვითარების საშიშროებას უფროსი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებში. ასე მაგალითად, მოხუცებში და ხანშიშესულებში მნიშვნელოვნად მატულობს მგრძნობელობა ნარკოტიკული და საძილე საშუალებების მიმართ. აღნიშნული პრეპარატების უმნიშვნელო დოზებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები მოცემული ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებში. მოხუცებულები და ხანშიშესულები, არც თუ იშვითად, დაავადებულნი არიან შაქრიანი დიაბეტით. ამ დაავადების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება შაქრის დონის დამწევი ისეთი საშუალებები, როგორებიცაა მანინილი, ადებიტი და სხ. აღნიშნული პრეპარატების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თავდაპირველად მათი მოქმედი ნივთიერება უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს – ალბუმინებს და მხოლოდ ამის შემდეგ, თანდათანობით ხვდებიან სისხლში აქტიური ფორმების სახით. ასაკის მატებასთან ერთად ალბუმინების რაოდენობა კლებულობს და პრეპარატის უდიდესი ნაწილი თავიდანვე ხვდება სისხლში.
აკვირდება რა პაციენტის მდგომარეობას, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ექიმს კორექტივები შეაქვს მკურნალობის ტაქტიკაში.
თუკი ადამიანი ხანგრძლივად და უკონტროლოდ ღებულობს აღნიშნული ჯგუფის პრეპარატებს (მცირე დოზებითაც კი), მას შეიძლება განუვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტში მიმდინარე პროცესები

საკვების მიღებიდან 4 საათის შემდეგ ან მომდევნო ჭამამდე 30 წთ–ით ადრე (აღნიშნულ პერიოდს უწოდებენ ”უზმოს”) კუჭი ცარიელია, მასში კუჭის წვენის რაოდენობა მინიმალურია (რამდენიმე სუფრის კოვზი). აღნიშნულ პერიოდში კუჭის წვენი (საჭმლის მონელების პროცესში კუჭის ჯირკვლების მიერ გამომუშავებული პროდუქტი) შეიცავს მცირე რაოდენობით მარილმჟავას. საუზმის, სადილის ან ვახშმის მოახლოების პარალელურად, კუჭის წვენის რაოდენობა და მასში მარილმჟავას შემცველობა მატულობს, ხოლო საკვების პირველ პორციებთან ერთად მისი გამოყოფა განსაკუთრებით ძლიერდება. კუჭში საკვების ჩასვლის პარალელურად, თანდათანობით ქვეითდება კუჭის წვენის მჟავიანობა, საკვებით მისი ნეიტრალიზაციის გამო (განსაკუთრებით კვერცხის ან რძის მიღების შემთხვევაში). თუმცა ჭამიდან 1–2 საათის შემდეგ ის კვლავ მატულობს, რამეთუ ამ დროისთვის კუჭის უკვე განთავისუფლებულია საკვებისგან, ხოლო კუჭის წვენის გამოყოფა გრძელდება. ასეთი სახის მეორადი მჟავიანობა განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება ცხიმიანი შემწვარი ხორცის ან შავი პურის მიღების შემთხვევაში. ყველას, ვისთვისაც ნაცნობია გულძმარვა, შეუძლიათ ამის დადასტურება. გარდა ამისა, ცხიმიანი საკვების გამოყენებისას ფერხდება მისი კუჭიდან გადასვლა, ხოლო ზოგჯერ შესაძლებელია მოხდეს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული პანკრეასის წვენის გადასროლა ნაწლავებიდან კუჭში (ე.წ. რეფლუქსი).
კუჭის წვენთან შერეული საკვები გადადის წვრილი ნაწლავის საწყისს ნაწილში – თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც ასევე ხდება ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაღველის და კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული პანკრეასის წვენის გადმოსვლა. პანკრეასის წვენში საჭმლის გადამამუშავებელი ფერმენტების, ხოლო ნაღველში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობის შედეგად იწყება საკვების მონელების აქტიური პროცესი. პანკრეასის წვენისგან განსხვავებით, ნაღველი მუდმივად გამოიყოფა, მათ შორის საკვების მიღებებს შორის შუალედებშიც. ნაღველის ჭარბი რაოდენობა ხვდება ნაღვლის ბუშტში, სადაც იქმნება რეზერვი ორგანიზმის საჭიროებისამებრ.
თუკი არ არსებობს ინსტრუქციის მითითებები ან ექიმის დანიშნულება, სამკურნალო საშუალებების მიღება უმჯობესია უზმოზე, ჭამამდე 30 წთ–ით ადრე, რამეთუ საკვებთან და საჭმლის მომნელებელ წვენებთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეწოვის მექანიზმის დარღვევა და პრეპარატების თვისებების ცვლილება.
უზმოზე მიიღება:
– მცენარეული ნედლეულისგან დამზადებული ყველა სახის ნაყენი, ნახარში ან მსგავსი პრეპარარატები. ისინი შეიცავენ მოქმედი ნივთიერებების ჯამს, კუჭის წვენის ზეგავლენით ხდება ზოგიერთი მათგანის მონელება და არააქტიურ ფორმაში ტრანსფორმირება. გარდა ამისა, საკვების გავლენით შესაძლებელია მოხდეს ასეთი პრეპარატების ცალკეული კომპონენტების დარღვევა და, როგორც შედეგი, არასათანადო და შეცვლილი მოქმედება;
– კალციუმის ყველა პრეპარატი, თუმცა ზოგიერთ მათგანს (მაგალითად კალციუმის ქლორიდი) გააჩნია გამოხატული გამაღიზიანებელი მოქმედება. ეს განპირობებულია იმით, რომ კალციუმი, უერთდება რა ცხიმოვან და სხვა მჟავებს, წარმოქმნის უხსნად ნაერთებს. სწორედ ამიტომაც, ისეთი პრეპარატების, ჭამის დროს ან მის შემდეგ მიღება, როგორებიცაა კალციუმის გლიცეროფოსფატი, კალციუმის ქლორიდი, კალციუმის გლუკონატი და მათი მსგავსი სამკურნალო საშუალებები, როგორც მინიმუმ, უსარგებლოა. იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ გამაღიზიანებელი მოქმედება, აღნიშნულ პრეპარატებს უნდა მივაყოლოთ რძე, კისელი ან ბრინჯის ნახარში.
– სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ შეიწოვებიან საკვებთან ერთად, გარკვეული მიზეზების გამო, ახდენენ არასასურველ გავლენას საჭმლის მონელებაზე ან ადუნებენ გლუვ მუსკულატურას. მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ სამკურნალო საშუალება, რომელიც თრგუნავს ან ასუსტებს გლუვი მუსკულატურის სპაზმებს (სპაზმოლიტიკი) – დროტავერინი (ყველასათვის ცნობილი, როგორც ნო–შპა) და სხვები.
– ტეტრაციკლინი, რამეთუ ის ადვილად იხსნება მჟავებში. თუმცა მისი მიღებისას არ შეიძლება რძის დაყოლება (ისევე როგორც დოქსიციკლინის, მეტაციკლინის და სხვა ტეტრაციკლინური ანტიბიოტიკების მიღებისას), რამეთუ ის უკავშირდება კალციუმს, რომელიც ძალიან დიდი კონცეტრაციითაა აღნიშნულ პროდუქტში.
ჭამის დროს ან მისი დამთავრებისთანავე ხდება ყველა პოლივიტამინური პრეპარატის მიღება.
ჭამის შემდეგ უმჯობესია ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც აღიზიანებენ კუჭის ლორწოვან გარსს: ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა, სტეროიდები, მეტრონიდაზოლი, რეზერპინი და სხვა.
განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ კუჭზე ან საჭმლის მომნელებელ პროცესზე. ასე მაგალითად, კუჭის წვენის მჟავიანობის დამაქვეითებელი საშუალებების (ანტაციდები), აგრეთვე პრეპარატების, რომლებიც ასუსტებენ საკვების გამაღიზიანებელ ზემოქმედებას დაავადებულ კუჭზე და აბლოკირებენ კუჭის წვენის ჭარბ გამოყოფას, მიღება ხდება ჭამამდე 30 წთ–ით ადრე. საკვების მიღებამდე 10–15 წუთით ადრე რეკომენდირებულია იმ საშუალებების გამოყენება, რომლებიც ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას (მწარეები) და ნაღველმდენი პრეპარატების. კუჭის წვენის შემცვლელების მიღება ხდება ჭამის დროს, ხოლო ნაღვლის შემცვლელები (მაგალითად ალოქოლი) მიიღება ჭამის ბოლოს ან მის დამთავრებისთანავე. იმ სამკურნალო საშუალებების, რომლებიც შეიცავენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და ხელს უწყობენ საკვების მონელებას (მაგალითად მეზიმ–ფორტე) გამოყენება, ჩვეულებრივ, ხდება უშუალოდ ჭამის წინ, ჭამის დროს ან მის დამთავრებისთანავე. ციმეტიდინის ტიპის საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ მარილმჟავას გამოყოფას კუჭის წვენში, მიიღებიან ჭამის შემდეგ მოკლე პერიოდში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საჭმლის მონელებას აბლოკირებენ უკვე პირველივე სტადიაზე.

საკვების შემადგენლობის გავლენა სამკურნალო საშუალებებზე

პრეპარატების შეწოვაზე გავლენას ახდენს არა მარტო საკვები მასების არსებობა კუჭში და ნაწლავებში. საკვების შემადგენლობამაც, ასევე, შეიძლება შეცვალოს აღნიშნული პროცესი. მაგალითად, ცხიმებით მდიდარი რაციონის დროს იზრდება A ვიტამინის კონცეტრაცია სისხლის პლაზმაში (მატულობს ნაწლავებში შეწოვის სიჩქარე და სრულფასოვნება). რძე აძლიერებს D ვიტამინის შეწოვას, რომლის ჭარბი რაოდენობა, პირველ რიგში, საშიშია ცნს–თვის. ცილებით მდიდარი საკვების მიღება ან მარინადების, მჟავების და მარილოვანი პროდუქტების გამოყენება აუარესებს ანტიტუბერკულოზური პრეპარატის, იზონიაზიდის შეწოვას, ხოლო არაცილოვანი საკვები პირიქით – აუმჯობესებს მას.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

vaka