[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში

ჰიპერჰიდროზი  (ჭარბი ოფლიანობა, ჭარბოფლიანობა)

ჰიდროზი  ოფლის გამოყოფას ნიშნავს. ყველა ადამიანი მუდმივად გამოყოფს ოფლს. ჩვეულებრივ პირობებში, დაახლოებით ნახევარ ლიტრს. მაღალი ტემპერატურის, ფიზიკური დატვირთვის, ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში ათჯერ მეტსაც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. >>>

ჰიდროზი და ჰიპერჰიდროზი

ოფლი

ორგანიზმი, მუდმივად გამოყოფს ოფლს. ოფლდენას მრავალი ფუნქცია აქვს, მაგრამ  აქ, ცენტრალურად ორგანიზმის ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქციას მივიჩნევთ. ოფლის გამოყოფისა და აორთქლებით, ორგანიზმი ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას.   გარემოს ტემპერატურის აწევისას იზრდება სხეულის ტემპერატურაც. ორგანიზმმა კი უნდა შეინარჩუნოს მუდმივი ტემპერატურა. შესაბამისად, თავის ტვინი ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას ნიშანს აძლევს და ოფლის გამოყოფაც მატულობს. ამდენად, ტემპერატურისა და სხვა ფაქტორების შესაბამისად, ოფლის ზომიერი გამოყოფა ბუნებრივი პროცესია. დისკომფორს იწვევს  ჭარბი ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი (ჭარბოფლიანობა). კანის ბინადარი მიკროორგანიზმები ოფლს  “ამუშავებენ” და სპეციფიკურ სუნს აძლევენ.

ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა, ჭარბოფლიანობა) დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანი მუდმივად გამოყოფს ზედმეტ ოფლს. ჰიპერჰიდროზით (ჭარბი ოფლიანობით, ჭარბოფლიანობით) დაავადებულია მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 1%.
ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა, ჭარბოფლიანობა) იმდენად დიდი პრობლემაა, რომ შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის, ჭარბოფლიანობის) მკურნალობა სამედიცინო დაზღვევით იფარება.
ჰიპერჰიდროზმა (ჭარბმა ოფლიანობამ, ჭარბოფლიანობამ) შეიძლება მოიცვას  მთლიანად სხეულის კანი.  არსებობს ასევე ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის, ჭარბოფლიანობისადგილობრივი სახესხვაობა, რომლის დროსაც ოფლიანობა ჩნდება ერთ გარკვეულ, შემოსაზღვრულ უბანში. ყველაზე ხშირად ჭარბ ოფლიანობას (ჰიპერჰიდროზს, ჭარბოფლიანობას) ვხვდებით ხელის გულების მიდამოში, ფეხის ტერფებზე, საზარდულის ნაოჭებთან, იღლიების მიდამოში, უკანა ტანის გასავალთან, ზედა ტუჩზე, ცხვირი წვერსა და ნიკაპზე. ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის, ჭარბოფლიანობის)  დაავადების ადგილობრივი ფორმის მიზეზებიც შესაძლოა იყოს მრავალფეროვანი.
ხელებისა და ფეხების პათოლოგიურად მომატებული ოფლიანობის დროს აღნიშნული ადგილები მუდმივად ნოტიოა, ცივი და ხელის შეხებისას კანი შეცვლილია მუდმივად დატენიანების გამო.

სუნიანი ოფლი, ფერადი ოფლი, ბრომიდოზი

ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის)   დაავადების ცალკეული სახესხვაობაა ე.წ. ბრომიდოზი, რომელიც გულისხმობს დიდი რაოდენობით სუნიანი ოფლის გამოყოფას. იშვიათად შეიძლება შევხვდეთ ფერად ოფლს. მას შეიძლება ჰქონდეს წითელი, ლურჯი, ყვითელი, იასამნისფერი შეფერილობა, ხოლო კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში – სისხლისფერი.

ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) სახეები

განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს (ჭარბ ოფლიანობას).

ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს: ემოციური განცდებით, ტკივილით, საკვებით. ჰაერით და ა.შ.

პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) – ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც ერთჯერადი ფაქტორებით არაა განპირობებული

პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.

პირველადი ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) – ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე; იგი ღამის საათებში   გამოხატული ფაქტიურად არაა. ზოგჯერ პირველადი ჰიპერჰიდროზს (ჭარბ ოფლიანობას) აქვს ოჯახური, მემკვიდრული ხასიათი.

მეორადი ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა)  უმეტესად პათოლოგიურია და სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს. ამ დაავადებების არასრული სია ასეთია:

  1. ენდოკრინული დაავადებები;
  2. ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგიები;
  3. ინფექციური დაავადებები;
  4. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  5. თირკმელების დაავადებები
  6. ავთვისებიანი სიმსივნეები;
  7. გენეტიკური დაავადებები;
  8. ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული საშუალებების მოქმედება, სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა და სხვა.

ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) პროფილაქტიკა:

ჰიპერჰიდროზისადმი მიდრეკილ  პაციენტებს ეკრძალებათ რეზინის ფეხსაცმელების, კაპრონის წინდები, სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელის ტარება.  აუცილებელია ფეხების ყოველდღიური ჰიგიენა. დაავადების ზოგადი სახეობის დროს კარგ შედეგს იძლება შარკოს შხაპი და წყლის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. ყველა პაციენტისათვის რეკომენდებულია სპორტის ამა თუ იმ სახეობით დაკავება.

ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობისმკურნალობა:

ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) რთული ფორმის განკურნება შესაძლებელია, მაგრამ ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობისზოგადი ფორმის დროს აუცილებელია პაციენტების კონსულტირება ნევროპათოლოგთან.

დაავადების მსუბუქი შემთხვევებისას მთელი თერაპია მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისკენ – შემცირდეს დღე–ღამის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობა. გაძლიერებული ოფლდენის ადგილებში კანი მუშავდება სპეციალური ხსნარებით. ხელისა და ტერფის ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობისდროს კარგ თერაპიულ შედეგს იძლევა საღამოობით მუხის ქერქის ნახარშის აბაზანები, რის შემდეგაც რეკომენდებულია დაზიანებული ადგილების გაწმენდა სპეციალური ხსნარებითა და ლოსიონებით. დიდი ზომის ნაოჭების ადგილები შესაძლებელია დავამუშავოთ ტუალეტის ძმრით. ტერფის მიდამოში გამოიყენება სხვადასხვა სახის პუდრები.

ქვემოთ ჩამოთვლილია მკურნალობის მეთოდები, რომელსაც ლიტერატურაში გვთავაზობენ.

ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის)  მკურნალობის  “მოვლის“ მეთოდები

    • დიეტა – რაციონიდან უნდა იქნას ამოღებული კოფეინისა და თეობრომინის შემცველი საკვები (ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კოლა და სხვ.). ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ ოფლდენას;
    • ჰიგიენური წესების დაცვა – შხაპის მიღება სასურველია დღეში ორჯერ. ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, თავისუფალი, ნატურალური ან ხელოვნური (ვისკოზა) ბოჭკოებისაგან, ფეხსაცმელი – ტყავისაგან დამზადებული და შესაფერისი ზომის. არ შეიძინოთ სინთეტური ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი!

ფიზიოთერაპიული მეთოდები. ჭარბ ოფლიანობის (ჰიპერჰიდროზის) საწინააღმდეგოდ ფიზიოთერაპიული  მეთოდებიც გამოიყენება. ამ მეთოდებს მიეკუთვნება:

    • ცვლადი დენის გამოყენება;
    • სითბური პროცედურები;
    • იონოფორეზი;
    • ზოგადი და ლოკალური ულტრაიისფერი გამოსხივება;
    •  შარკოს შხაპი.

ფიზიოთერაპიულ მეთოდებს, უმეტეს შემთხვევაში აქვთ დადებითი ეფექტი, მაგრამ ეს ეფექტი ხანგრძლივი არაა.

ოფლის  საწინააღმდეგო დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები

ოფლთან ბრძოლის ყველაზე მარტივი საშუალება დეზოდორანტის ან ანტიპერსპირანტის  შეძენაა. მოსახლეობა მათ ერთმანეთისაგან ნაკლებად არჩევს, თუმცა ეს სრულიად სხვადასხვა რამაა.

    • დეზოდორანტიდეზოდორანტი   ოფლის სუნს საკუთარი, სასიამოვნო სუნით ცვლის. ხმარების წესის მიხედვით განასხვავებენ  ბურთულიან  დეზოდორანტებს, გელს, ტალკს, კრემს და სპრეის. არსებობს ანტიბაქტერიული დეზადორანტებიც.  იგი დამატებით შეიცავს ბაქტერიოციდულ და სადეზინფექციო დანამატებს, რომლებიც მიკროორგანიზმებს ანადგურებენ. დეზოდორანტების უარყოფითი მხარეა ხანმოკლე მოქმედება და ოფლის გაძლიერებული გამოყოფის შემთხვევაში სრული არაეფექტურობა. 
    • ანტიპერსპირანტები. ანტიპერსპირანტები ეწინააღმდეგებიან ოფლის გამოყოფის პროცესს. ისინი შეიცავენ ალუმინის მარილები. ალუმინის მარილები  კანში აღწევენ, ჯირკვლებს ახშობენ და ოფლის გამოყოფის საშუალებას არ აძლევენ. ანტიპერსპირანტებს ორი დიდი ნაკლი აქვთ: ა) ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში იწვევენ დერმატიტებს; ბ) ოფლის გამოყოფას მაშინაც ახშობენ, როც  იგი აუცილებელია ორგანიზმისათვის; გ) ბუნებრივი მიკროფლორის მუდმივ დათრგუნვას ბევრად უფრო სერიოზული უსიამოვნების მოტანა შეუძლია, ვიდრე თავად ოფლის სუნს. 

ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის)  მკურნალობის აპარატურული მეთოდები

    • ელექტროფორეზი – სასურველია სეანსების ჩატარება კვირაში ერთხელ. ეფექტი ჩვეულებრივ კარგია და გამოიხატება 8-9 სეანსის შემდეგ;

ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის)  მკურნალობის ქირურგიული მეთოდები

ჰიპერჰიდროზის  სამკურნალოდ ქირურგიულ ჩარევებსაც მიმართავენ. ეს ცხადია, ყველაზე რთული და ძვირადღირებული მეთოდია.

    • სიმპათექტომიის სხვადასხვა სახეები – ოპერაცია მდგომარეობს საოფლე ჯირკვლების მაინერვებელი ნერვების გადაკვეთაში (შეუქცევადი სიმპათექტომია) ან გადაჭერაში (შექცევადი სიმპათექტომია). ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია იღლიის ფოსოს და ხელისგულების ოფლიანობის დროს. გაუმჯობესება აღენიშნება ავადმყოფების 40-80%-ს. ეფექტი გრძელდება რამდენიმე წელი. 

გვერდითი მოვლენები: ოფლის გამოყოფის კომპენსატორული გაძლიერება, ოფლიანობა საკვების მიღების შემდეგ, ქუთუთოს ფტოზი, არითმიები და სხვ.

    • იღლიის ფოსოს კიურეტაჟის სხვადასხვა სახეები – ეს არის კანის გამოფხეკა შიგნიდან პატარა ზომის განაკვეთიდან მიდგომით. იგი ნაჩვენებია იღლიის ფოსოს იზოლირებული ჰიპერჰიდროზის დროს. პაციენტების უმრავლესობას ოფლის გამოყოფა უმცირდება ან საერთოდ უწყდება. გარკვეული დროის შემდეგ (დაახლოებით 6 თვის შემდეგ) ხდება ოფლის გამოყოფის აღდგება.

გართულებები: კანის ნაწიბუროვანი ცვლილებები, კანის ნეკროზი, არასაკმარისი გამოფხეკა.

    • ჰიპერჰიდროზის ზონაში კანის ნაწილის მოშორება.

ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის)  მკურნალობის  საკვები დანამატების მეთოდები

ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის)  მკურნალობის  მკურნალობის მედიკამენტოზური მეთოდები:

    • ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

იპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) მკურნალობა ბოტოქსით

    • ჰიპერჰიდროზთან ბრძოლისათვის  ბოტოქსსაც იყენებენ.  პრეპარატი  ბოტოქსი ნერვული ბოჭკოების ბლოკირებას ახდენს.  მისი საშუალებით იმპულსები საოფლე ჯირკვლებამდე აღწევს და ოფლის გამოყოფა უბრალოდ ჩერდება. 6–8 თვეში პროცედურის გამეორებაა საჭირო.

ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის)  მკურნალობის  ფიტოთერაპია:

რომელ ექიმს მივმართოთ ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) დროს

________________________________________________________

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
შემომავალი ლინკები პოსტზე – ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა): ჰიპერჰიდროზი; ღამის ოფლიანობა  ბავშვებში ჰიპერჰიდროზი  (ჭარბი ოფლიანობა)  – გალერეა ბლოგზეკანის დაავადებები, http://warbioflianoba.blogspot.com/http://hiperhidrozi.blogspot.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
გაფრთხილება

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

..

წყლული ბურული

რას წარმოადგენს წყლული ბურული?

წყლული ბურული – კანის პათოლოგიური პროცესებია, რომელიც ხასიათდება წყლულების განვითარებით და ძირითადად გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. მისი განვითარების მექანიზმი და კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია, რაც ექიმი–დერმატოლოგისათვის რთული ამოცანაა. Read the rest of this entry »

ქსანთომატოზი

ქსანთომატოზი [xanthomatosis; ქსანთომა (ბერძ. xanthos ყვითელი + – ოტა) + -ōsis] – წარმოადგენს ქოლესტერინის და/ან ტრიგლიცერიდების ჩანართებს კანში, ხრტილში და სხვა ქსოვილებში, ზოგჯერ შინაგან ორგამოებში, რომელსაც ეწოდება ქსანთომები. ქსანთომატოზი ვითარდება სისხლში ლიპოპროტეინების კონცენტრაციის მატებისას, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქოლესტერინი და სისხლის პლაზმის ტრიგლიცერიდები. Read the rest of this entry »

ქრონომიკოზი

რას წარმოადგენს ქრონომიკოზი?

ქრონომიკოზი ღრმა, ქრონიკული მიკოზია, გამოწვეულია სოკოებით, გვხვდება მცენარეებზე, საიდანაც შეიჭრება კანში მისი ტრავმული ადგილიდან. აღნიშნული ფორმის მიკოზით ყველაზე ხშირად ავადობენ სოფლის მცხოვრებლები.

პათოგენეზი. რა ხდება ქრონომიკოზის დროს?

დაზიანების კერები ძირითადად ჩნდება კიდურების კანზე. მას აქვს ინკუბაციის ხანგრძლივი პერიოდი 1-1,5 თვიდან 1 წლამდე. ჩნდება ერთეული, მსხვილი, კვანძები მოიისფრო-მოწითალო ფერის მსუბუქი ქავილის შეგრძნებით. პროგრესირებს რა, ისინი ერწყმიან ერთმანეთს და წარმოიქმნება დიდი ზომის კერები გარშემო არსებული რკალით, რომელიც დაფარულია ქერქით. მის ზემოთ ჩნდება დაწყლულებული უბნები ვეგეტაციით. დაავადებას აქვს კეთილთვისებიანი მიმდინარეობა, თუმცა გრძელდება წლების განმავლობაში. წყლულის შეხორცების შემდეგ ჩნდება ნაწიბურები და პიგმენტაცია.

ქრონომიკოზის დიაგნოსტიკა:

დიაგნოზის დასმა სირთულეს არ წარმოადგენს და დასტურდება მიკროსკოპული კვლევებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქლოაზმა

ქლოაზმაკანის ჰიპერპიგმენტაციაა, რომელიც გამოვლინდება უპირატესად ტუჩის, შუბლის, ხელების მიდამოში, იშვიათად კი ტანზე. უხშირესად გვხვდება ქალებში ორსულობის დროს, ასევე გინეკოლოგიური დაავადებებისას, ჰორმონალური დარღვევებისას, ზოგიერთი მედიკამენტისა და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების დროს. ლაქებს აქვთ ღია ან მუქი ყავისფერი შეფერილობა, განსხვავებული ფორმა და სიდიდე. მზეზე ყოფნისას პიგმენტაცია ძლიერდება. პირგენტური ლაქები, როგორც წესი თავისთავად ქრება ორსულობის დასრულების შემდეგ ან მისი გამომწვევი სხვა მიზეზის შეწყვეტისას. Read the rest of this entry »

vaka