Category Archives: კანის

კანის რეტიკულოზი

კანის რეტიკულოზი

რა არის კანის რეტიკულოზი?

კანის რეტიკულოზი არის რეტიკულოენდოთელიალური ქსოვილების სისტემური დაავადებების ჯგუფი (ბადურა და შინაგანი გრსების), რომელიც ხასიათდება პათოლოგიურ პროცესში კანისა და ლორწოვანი გარსების ჩართვით. ეს დაავადებები თავად წარმოადგენენ ჰემოდერმიების (ლეიკოზების) შემადგენელ ჯგუფს. კანის რეტიკულოზი შესაძლოა განვითარდეს როგორც პირველადად, ისე მეორადად, მითუმეტეს, რომ შესაძლოა დაიწყოს კანისმხრივი ცვლილებებით შემდგომში პროცესში სისხლწარმომქმნელი ორგანოების ჩართვით, ან კანი ზიანდება მეორადად სისხლწარმომქმნელი ორგანოების დაზიანების შემდეგ.

Read More

კანის მუცინოზი

კანის მუცინოზი

კანის მუცინოზი ესაა კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება მასში მუცინის დაგროვებით. მუცინი ესაა გელის მსგავსი ნივთიერება, რომელიც შედგება მჟავე გლიკოზამინოგლიკოზიდებისაგან და რომლის გამომუშავებაც მცირე რაოდენობით ხდება ფიბრობლასტების მიერ (ჰიალურონის მჟავა, ჰეპარინი). ნეიტრალური მუკოპოლისაქარიდები წარმოდგენილია გლიკოპროტეინების სახით. მუცინით კანის გაჟღენთა დამახასიათებელია სხვადასხვა დაავადებების დროს. განარჩევენ პირველად და მეორეულ მუცინოზს. პირველად მუცინოზს ყოფენ დიფუზურ (გენერალიზებული მიქსედემა, პრეტიბიალური მიქსედემა, მიქსედემატოზური ლიქენი, რეტიკულური ერითემატოზული მუცინოზი, ბუშკეს მოზრდილთა სკლეროდერმა, კანის თვითგანკურნებადი იუვენილური მუცინოზი, მუკოპოლისაქარიდოზი) და ლოკალურ (ფოლიკულური მუცინოზი, კანის ფოკალური მუცინოზი, აკრალური მდგრადი პაპულოზური მუცინოზი, მიკსოიდური კისტა, კანის მიქსომა) ფორმებად. მეორადი მუცინოზი ვითარდება შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების (წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი), დეგოსის ავთვისებიანი ატროფიული პაპულოზის და კანის ავთვისებიანი სიმსივნური პროცესების (ლიმფომები) საფუძველზე.

Read More