Category Archives: ორთოპედია-ტრავმატოლოგია

უროვის დაავადება

უროვის დაავადება – ძვალ – სახსართა დისტროფია. თირეოტოქსიკური დისტროფიული პროგრესული ქრონიკული პოლიართრიტი. ატარებს ენდემურ ხასიათს. დამახასიათებელია სახსრების მრავლობითი სიმეტრიული დეფორმაცია მოძრაობის შეზღუდვისა და ანთების გარეშე, კრეტინოიდული გარეგნობა. სინონიმი: კაშინ – ბეკის დაავადება. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უნტერხარნშტეიდტის სინდრომი

უნტერხარნშტეიდტის სინდრომი – გულის წასვლა, რომელიც წარმოიქმნება თავის მობრუნების დროს ხერხემლის არტერიების ზეწოლისა და თავის ტვინის ღეროს იშემიის შდეგად. ჩვეულებრივ ვლინდება მოხუცებულებში ხერხემლის არტერიების მასტენოზირებელი ათეროსკლეროზით და ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი