მკურნალობა უცხოეთში

ლალი დათეშიძე

პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია 

პათფიზიოლოგია. თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგია, როგორც წესი, იწვევს მათი სტეროიდული ფუნქციების დარღვევას (დაქვეითებას ან მომატებას, ერთი ან რამდენიმე სტეროიდული ჰორმონის სინთეზის დათრგუნვა ან გაძლიერება და ა.შ.). თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დაქვეითება ან მისი სრული დათრგუნვა შეიძლება იყოს ერთი ან ორივე თირკმელზედა ჯირკვლის მოცილების, რომელიმე პათოლოგიური პროცესის დროს (ტუბერკულოზი, ამილოიდოზი, სარკოიდოზი, აუტოიმუნური პროცესი, სისხლჩაქცევები და სხ.) თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანების ან ჰიპოფიზის აკტჰ–ფუნქციის გამოვარდნის შედეგი. Read the rest of this entry »

ლალი დათეშიძე

პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია

პათფიზიოლოგია. თირეოიდული ჰორმონების ფიზიოლოგიური შემცველობა აუცილებელია სხვადასხვა ორგანოებში და ქსოვილებში (ცნს–დან დაწყებული ძვლის ქსოვილით დამთავრებული) ცილის ნორმალური სინთეზისთვის; მათი სიჭარბე იწვევს უჯრედების მიტოქონდრიებში ქსოვილოვანი სუნთქვის და ჟანგვითი ფოსფორილირების დათრგუნვას ორგანიზმის ენერგეტიკული მარაგის შემდგომი მკვეთრი დაქვეითებით. Read the rest of this entry »

ლალი დათეშიძე

პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია

ჰიპოფიზი (hypophisis, glandula pituitaria; ბერძ. hypo- + phyo, მომავალი დრო physo ზრდა, სინ: თავის ტვინის დანამატი, პიტუიტარული ჯირკვალი) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მასზე დამოკიდებული პერიფერიული ენდიკრინული ჯირკვლების მოქმედებაზე და არეგულირებს მათ ფუნქციებს. ანატომიურად და ფუნქციურად ჰიპოფიზი წარმოადგენს ცენტრალურ რგოლს ორგანიზმის ვეგეტატიური ფუნქციების რეგულაციაში და კოორდინაციაში; ჰიპოთალამუსთან ერთად ქმნის ერთიან ნეიროენდოკრინულ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას.

პათფიზიოლოგია. ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევას თან ახლავს ჰორმონების ჭარბი ან არასაკმარისი გამომუშავება. აღნიშნული დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს რილიზინგ–ჰორმონების ჰიპერსტიმულაცია, რასაც თან სდევს შესაბამისი უჯრედების ჰიპერფუნქცია და მათი შემდგომი ჰიპერპლაზია, რაც შესაძლებელია დასრულდეს ადენომის ჩამოყალიბებით, აგრეთვე ჰიპოფიზის პირველადი სიმსივნეები. Read the rest of this entry »

ლალი დათეშიძე

პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია

მორფოლოგიური გამოკვლევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ჯირკვლის შენება დამოკიდებულია ასაკზე და დაკავშირებულია ორგანიზმში სასქესო ჰორმონების დონესთან. ახალგაზრდა მამაკაცებში პროსტატის ჯირკვლების ეპითელიუმი მაღალია, უჯრედებში ბირთვები განლაგებულია ბაზალურად, ციტოპლაზმა ნათელია, შეიცავს ლიპიდებს, ნეიტრალურ და მჟავე გლიკოზოამინოგლიკანებს, მჟავე ფოსფატაზას. ასაკის მატებასთან ერთად, ანდროგენების დონის დაცემის (ისევე როგორც ესტროგენების დონის მატების) პარალელურად, ხდება ეპითელური უჯრედების შესქელება, მათი ციტოპლაზმა ვაკუოლიზირდება, ბირთვები განლაგებულია უჯრედის ცენტრში, ხორციელდება სარეზერვო უჯრედების პროლიფერაცია და ეპითელიუმი ემსგავსება მრავალშრიან, ბრტყელ ეპითელიუმს. აღინიშნება პირდაპირი დამოკიდებულება ესტროგენიის ხანგრძლივობასა და მეტაპლაზიის ხარისხს შორის. Read the rest of this entry »

ლალი დათეშიძე

პათოლოგიური ფიზიოლოგია. ბრონქების ფუნქციის დარღვევა გამოიხატება ვენტილაციის ობსტრუქციული ტიპის დარღვევებით, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზებით: ბრონქების სპაზმით, ბრონქული ხის შეშუპებით–ანთებითი ცვლილებებით, ბრონქული ჯირკვლების ჰიპერსეკრეციით, რასაც თან სდევს პათოლოგიური შიგთავსის დაგროვება ბრონქის სანათურში, წვრილი ბრონქების კოლაფსით ფილტვების მიერ ელასტიურობის დაკარგვის დროს, ფილტვების ემფიზემით და სხ. Read the rest of this entry »

vaka