მკურნალობა უცხოეთში

..
1.  ანოდინ-დუალი
2.  ბათაბოლილი
3.  ბე-ვიტა
4.  მექსიბათი
5.  მექსიბათი

WAYSMARK MEDICAL

სოციოლოგიური გამოკითხვა Read the rest of this entry »

  მექსიბათი

მექსიბათის ზოგადი ინფორმაცია

მექსიბათი. Mexibat. კომბინირებული შემადგენლობის და ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი  პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება . აქტიური ნივთიერება – ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი. Ethylmethylhydroxypyridine succinate. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N07XX. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო). Read the rest of this entry »

მექსიბათი

მექსიბათის ზოგადი ინფორმაცია

მექსიბათი. Mexibat. ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებების და კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი. Ethylmethylhydroxypyridine succinate. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N07XX. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო).

მექსიბათის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მექსიბათი. Mexibat გამოდის 5% (100 მგ/2 მლ) 2 მლ ამპულის ფორმით. 1 ამპულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატს _ 100 მგ,დამხმარე ნივთიერება-საინიექციო წყალი _ 2 მლ-მდე.

მექსიბათის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მექსიბათის ფასები ფარმადეპოში
მექსიბათის ფასები ავერსში
მექსიბათის ფასები psp-ში
მექსიბათის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მექსიბათი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მექსიბათის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მექსიბათის აქტიური ნივთიერება   

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი. Ethylmethylhydroxypyridine succinate. ქიმიური დასახელება – 2-ეთილ-6-მეთილ-3-ოქსიპირიდინის სუქცინატი. ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატს მიაკუთვნებენ ანქსიოლიტიკების, ანტიჰიპოქსანტების და ანტიოქსიდანტების, ასეცე  ალკოჰოლიზმის,ტოქსიკო- და ნარკომანიის დროს დარღვევების კორექციისთვის გამოსაყენებელ საშუალებების ჯგუფს.

მექსიბათის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევები, მწვავე
  • ენცეფალოპათია დისცირკულარული
  •  ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისთონია
  •  კოგნიტური დარღვევები მსუბუქი, ათეროსკლეროზული გენეზის
  • მშფოთვარე მდგომარეობები
  •  ნევროზული მდგომარეობები
  • ნევროზის მსგავსი მდგომარეობები
  • აბსტინენციური სინდრომი ნევროზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით ალკოჰოლიზმის დროს
  • ინტოქსიკაცია მწვავე , ანტიფსიქოზური საშუალებებით
  • მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები
  • პანკრეატიტი მწვავე
  •  პერიტონიტი

მექსიბათის საფირმო აღწერიდან

მექსიბათის ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:
მექსიბათი ახდენს ანტიჰიპოქსიურ, ანტისტრესულ, ნოოტროპულ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ანქსიოლიზურ მოქმედებას.
პრეპარატი აძლიერებს ორგანიზმის რეზისტენტულობას სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ (შოკი, ჰიპოქსია და იშემია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ინტოქსიკაცია ალკოჰოლითა და ანტიფსიქოზური საშუალებებით-ნეიროლეპტიკებით).
მექსიბათის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებით.
პრეპარატი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და თავის ტვინის სისხლმომარაგებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ასტაბილურებს სისხლის უჯრედების (ერითროციტების და თრომბოციტების) მემბრანულ სტრუქტურას ჰემოლიზის დროს. გააჩნია ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას.
ანტისტრესული მოქმედება ვლინდება პოსტსტრესული ქცევის, სომატო-ვეგეტატიური დარღვევების ნორმალიზებაში; ძილ_ღვიძილის ციკლების, სწავლებისა და მეხსიერების დარღვეული პროცესების აღდგენაში; თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების დისტროფიული და მორფოლოგიური ცვლილებების დაქვეითებაში. მექსიბათს გააჩნია გამოხატული ანტიტოქსიკური მოქმედება აბსტინენციური სინდრომის დროს. აღმოფხვრავს მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნევროლოგიურ და ნეიროტოქსიკურ გამოვლინებებს, აღადგენს ქცევის დარღვევებს, ვეგეტატიურ ფუნქციებს, ასევე ხსნის ეთანოლის ხანგრძლივი მიღებით და მისი შეწყვეტით გამოწვეულ კოგნიტურ დარღვევებს. მექსიბათის გავლენით ძლიერდება ტრანკვილიზური, ნეიროლეფსიური, ანტიდეპრესიული, საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედება, რაც იძლევა საშუალებას შემცირდეს მათი დოზები და შესაბამისად გვერდითი ეფექტები.
ამცირებს ფერმენტულ ტოქსემიას და ენდოგენურ ინტოქსიკაციას მწვავე პანკრეატიტის დროს.

მექსიბათის ფარმაკოკინეტიკა

მექსიბათი სწრაფად შეიწოვება კუჭ_ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბციის ნახევარპერიოდით (T1/2) 0,08-0, 1 სთ.
მექსიბათის 400-500 მგ დოზებით შეყვანისას Cmax პლაზმაში შეადგენს 3,5-4,0მკგ/მლ და მიიღწევა 0,45-0,5 სთ განმავლობაში.
სწრაფად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში.
კუნთებში შეყვანის შემდეგ პრეპარატი განისაზღვრება სისხლის პლაზმაში 4 საათის განმავლობაში. ორგანიზმში პრეპარატის შეკავების დრო შეადგენს 0,7-1,3 საათს.
სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით, ძირითადად გლუკურონოკონიუგირებული ფორმით და უმნიშვნელო რაოდენობით – უცვლელი სახით

მექსიბათის ჩვენებები

_ თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევები;
_ დისცირკულარული ენცეფალოპათია;
_ ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისთონია;
_ ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტური დარღვევები;
_ მშფოთვარე, ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები;
_ აბსტინენციური სინდრომის კუპირება ნევროზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით ალკოჰოლიზმის დროს;
_ მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით;
_ მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის დროს.

მექსიბათის მიღების წესები და დოზები

ტაბლეტებს ნიშნავენ პეროლალურად. გამოსაყენებელი თერაპიული დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ავადმყოფის მგრძნობელობით პრეპარატის მიმართ.
მკურნალობას იწყებენ დოზით 0,25-0,5 გ, საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,25-0,5 გ, მაქსიმალური სადღეღამისო _ 0,8 გ. პრეპარატის სადღეღამისო დოზას ანაწილებენ 2-3 მიღებაზე დღის განმავლობაში. მშფოთვარე მდგომარეობების, ვეგეტატიურ_სისხლძარღვოვანი დისფუნქციების და კოგნიტური დარღვევებისას ავადმყოფების მკურნალობისათვის მექსიბათი გამოიყენება 2-6 კვირის განმავლობაში. ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის კუპირებისათვის მექსიბათი გამოიყენება 5-7 დღის განმავლობაში. მექსიბათით თერაპიის კურსს ასრულებენ 2-3 დღის განმავლობაში პრეპარატის დოზის თანდათანობით შემცირებით.
საინიექციო ხსნარი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში (ნაკადით ან წვეთობრივად). საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატი უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.
დოზებს არჩევენ ინდივიდუალურად, პათოლოგიისა და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. საწყისი დოზა 50-100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში დოზის თანდათანობითი ზრდით თერაპიული ეფექტის მიღებამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-800 მგ.
მექსიბათი ნაკადით შეჰყავთ ნელა, 5-7 წუთის განმავლობაში; წვეთობრივად _ სიჩქარით 40-60 წვეთი/წთ.
თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევებისას მექსიბათი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში პირველ 2_4 დღეს ვენაში წვეთობრივად 200-300 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ _ კუნთებში 100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს.
დისცირკულარული ენცეფალოპათიის დროს დეკომპენსაციის ფაზაში მექსიბათი ინიშნება ვენაში ნაკადით ან წვეთობრივად დოზით 100 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში, შემდეგ_კუნთებში 100 მგ დღე-ღამეში, მომდევნო 14 დღის განმავლობაში.
დისცირკულარული ენცეფალოპათიის პროფილაქტიკის კურსის ჩასატარებლად პრეპარატი ინიშნება კუნთებში დოზით 100მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 10-14 Dდღის განმავლობაში.
მსუბუქი კოგნიტური დარღვევების დროს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მექსიბათი ინიშნება კუნთებში დოზით 100-300 მგ დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში.
ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის დროს მექსიბათი შეჰყავთ ვენაში წვეთობრივად დოზით 100-200 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში ან კუნთებში 2-3-ჯერ დღე-ღამეში 5-7 დღის განმავლობაში.
ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის დროს მექსიბათი შეყავთ ვენაში დოზით 50-300 მგ დღე-ღამეში 7-14 დღის განმავლობაში
მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) მექსიბათს ნიშნავენ პირველ დღე-ღამეს, როგორც ოპერაციის წინა, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში. პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე, პროცესის გავრცელებაზე, კლინიკური მიმდინარეობის ვარიანტებზე.
მწვავე შეშუპებული (ინტერსტიციალური) პანკრეატიტის დროს მექსიბათს ნიშნავენ 100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად და კუნთებში.
ნეკროზული პანკრეატიტის მსუბუქი ფორმის დროს მექსიბათს ნიშნავენ დოზით 100-200მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად და კუნთებში
ნეკროზული პანკრეატიტის საშუალო სიმძიმის ფორმის დროს _200მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად.
ნეკროზული პანკრეატიტის მძიმე ფორმის დროს _ დოზით 800მგ პირველ დღე-ღამეს ორჯერადი შეყვანის რეჟიმში. შემდეგ _ 300მგ 2-ჯერ დღე-ღამეში სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით.
ნეკროზული პანკრეატიტის უკიდურესად მძიმე ფორმის დროს საწყისი დოზა შეადგენს 800მგ დღე-ღამეში პანკრეატული შოკის მდგრად კუპირებამდე, მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ _ 300-400მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით.
თერაპიის კურსს ასრულებენ სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით, მხოლოდ მდგრადი კლინიკურ – ლაბორატორიული ეფექტის მიღწევის შემდეგ.

მექსიბათის გვერდითი მოვლენები

გულისრევა, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები, ძილიანობა.

მექსიბათის უკუჩვენებები

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მწვავე დარღვევა; საბავშვო ასაკი; ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება მექსიბათით

შესაძლებელია ძილიანობის განვითარება.

მექსიბათის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ერთდროული გამოყენებისას მექსიბათი აძლიერებს ბენზოდიაზეპინის წარმოებული ანქსიოლიზების, პარკინსონის საწინააღმდეგო (ლევოდოპა) და კრუნჩხვების საწინააღმდეგო (კარბამაზეპინი) საშუალებების მოქმედებას.
ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ მოქმედებას.
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა არა უმეტეს 25 oC.
ვარგისობის ვადა 3 წელი.

მექსიბათის გაცემის წესი

რეცეპტით.

ბე-ვიტა

ბე-ვიტას ზოგადი ინფორმაცია

ბე-ვიტა. Be-vita. B ჯგუფის ვიტამინები. აქტიური ნივთიერებები – თიამინი + რიბოფლავინი + პირიდოქსინი + ნიკოტინამიდი. Thiamin + Riboflavin + Pyridoxin + Nicotinamidum. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A11EA. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა”(საქართველო). Read the rest of this entry »

ბათაბოლილი

ბათაბოლილის ზოგადი ინფორმაცია

ბათაბოლილი. Batabolil. შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ნანდროლონი. Nandrolone. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A14AB01. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო). Read the rest of this entry »

vaka