Category Archives: ქირურგიული

სწორი ნაწლავის ფისტულები

სწორი ნაწლავის ფისტულები სწორი ნაწლავის ფისტულები – პათოლოგიურად წარმოქმნილი გასავლები სწორი ნაწლავის კედელში, ჩვეულებრივ მორგანის კრიპტების არეში, რომლებიც მთავრდებიან სწორი ნაწლავის ირგვლივ ქსოვილში ან იხსნებიან უკანა ტანის ირგვლივ კანზე. სწორი ნაწლავის ფისტულები – სიმპტომები, მიმდინარეობა. გარეთა ფისტულების დროს დუნდულოებზე ან უკანა ტანის მიდამოში კანზე აღინიშნება ერთი ან რამდენიმე წერტილოვანი ხვრელი, საიდანაც მუდმივად ან პერიოდულად ხდება

Read More

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია prostatic hypertrophy

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია დაავადება ვითარდება ხანში შესულ და მოხუცებულობით ასაკში.

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების საწყის (პირველ) სტადიაში ავადმყოფები უჩივიან შარდვის გახშირებასა და გაძნელებას, განსაკუთრებით ღამით. შარდვის დროს ავადმყოფს არ შეუძლია თავიდანვე დაცალოს ბუშტი, ამისთვის მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში უხდება გაჭინთვა. შარდის ნაკადი დუნეა, პერიოდულად წყდება კიდეც. დაავადების მეორე სტადიაზე შარდვის მხრივ დარღვევები სულ უფრო ძლიერდება, შარდვა ხდება უფრო ხშირი, ავადმყოფს ღამით რამდენჯერმე უხდება საწოლიდან წამოდგომა. შარდის ბუშტის ბოლომდე არ იცლება, მოშარდვის შემდეგ რჩება შარდის მცირე რაოდენობა (ნარჩენი შარდი), რის გამოც რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ ჩნდება მოშარდვის სურვილი. პერიოდულად ვითარდება შარდის შეკავება და შარდის ბუშტის გაჭიმვა.

Read More