[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში

ფაღარათი (დიარეა)

პოსტები განმარტებითი ლექსიკონიდან

პოსტები რომლებშიც განხილულია ფაღარათის (დიარეის) სხვადასხვა ასპექტები Read the rest of this entry »

სიმპტომური წყლულები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სიმპტომური წყლულებიკუჭის სიმპტომური წყლულები წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკულ კეროვან დესტრუქციას; ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით განსხვავდება წყლულოვანი დაავადებისაგან და წარმოადგენს ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის მხოლოდ კუჭის ადგილობრივ გამოვლინებას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით. Read the rest of this entry »

წვრილი ნაწლავის მარტივი წყლული

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

წვრილი ნაწლავის მარტივი წყლული – წვრილი ნაწლავის პირველადი წყლული წამოადგენს იშვიათ დაავადებას, რომელიც ხასიათდება ერთეული ან მრავლობითი დაწყლულებების გაჩენით უპირატესად თეძოს ნაწლავში; მორფოლოგიურად მოგვაგონებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკურ წყლულს. გვხვდება ძირითადად მამაკაცებში.

წვრილი ნაწლავის მარტივი წყლული – ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ადგილობირვი სისხლძარღვოვანი დარღვევები, კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის მომატებული აქტივობა, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება (პრედნიზოლინი, კალიუმის მარილები და სხვ.). Read the rest of this entry »

საყლაპავის პეპტიკური წყლული peptic ulcer of esophagus

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საყლაპავის წყლულისაყლაპავის პეპტიკური წყლული – საყლაპავის ქვედა ნაწილის კედლის დაწყლულება, განპირობებული საყლაპავში გადასული კუჭის წვენის პროტეოლიზური მოქმედებით კარდიის უკმარისობის დროს. ხშირად შერწყმულია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქართან ან კუჭისა და  თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებასთან. საყლაპავის პეპტიკური წყლულები ხშირად ერთეულია, მაგრამ შეიძლება იყოს მრავლობითიც.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. ძირითადი მნიშვენლობა აქვს საყლაპავის კედლის ტროფიკის დარღვევას და მასზე აქტიური კუჭის წვენის მუდმივად ზემოქმედებას, კარდიის უკმარისობისა და კუჭ-საყლაპავის რეფლუქსის შედეგად. განსაკუთრებით ხშირად აღინიშნება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს, საყლაპავ-კუჭის არეში ოპერაციის შემდეგ, სისტემური სკლეროდერმიის დროს. Read the rest of this entry »

ნაწლავური ენტეროპათიები enteropathy

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ნაწლავური ენტეროპათიებინაწლავის არაანთებითი ქრონიკული დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთაც საფუძვლად უდევთ ფერმენტოპათია ან ნაწლავის კედლის აგებულების თანდაყოლილი ანომალიები.

ენტეროპათია გლუტეინის (ევროპული სპრუ, არატროპიკული სპრუ, მოზრდილთა ცელიაკია, იდიოპათური ცელიაკია) ნაწლავის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება; ხასიათდება ნაწლავის კედლის მიერ ფერმენტების გამომუშავების არარსებობით ან მისი დაქვეითებით, რომელიც შლის გლუტეინს;  გლუტეინის არასრული დაშლის პროდუქტები ტოქსიკურად მოქმედებს ნაწლავის კედელზე; დამახასიათებელია ფაღარათი. დაავადების პოგრესირებისას ვლინდება პოლიჰიპოვიტამინოზები, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, გამოფიტვა. Read the rest of this entry »

vaka