Category Archives: სისხლის

ლეიკემოიდური რეაქციები

ლეიკემოიდური რეაქციები ლეიკემოიდური რეაქციები – სისხლწარმოქმნის ცვლილებები, რომლებიც მოგვაგონებენ ლეიკოზებს და სისხლმბადი სისტემის სხვა სიმსივნეებს, თუმცა ყოველთვის აქვთ რეაქტიული ხასიათი და არ ტრანსფორმირდებიან იმ სიმსივნეში. შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ინფექციებით, ინტოქსიკაციებით, სიმსივნეებით, სიმსივნის მეტასტაზებით ძვლის ტვინში. პათოგენეზი. სხვადასხვა ტიპის რეაქციებისას განვითარების მექანიზმი ერთნაირი არ არის: ერთ შემთხვევაში სისხლში აღინიშნება უმწიფარი უჯრედული ელემენტების არსებობა, მეორე შემთხვევაში-სისხლის

Read More

ჰემატოგენური თრომბოფილიები

ჰემატოგენური თრომბოფილიები thrombophilia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰემატოგენური თრომბოფილიები – მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მორეციდივე თრომბოზების განვითარებისაკენ მიდრეკილებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. განასხვავებენ ჰემატოგენური თრომბოფილიების ორ სხვადასხვა ჯგუფს: 1. სისხლის რეოლოგიური თვისებებისა და უჯრედული შემადგენლობის ცვლილებებთან დაკავშირებული; 2. ჰემოსტაზის სისტემაში პირველადი დარღვევებით განპირობებული. პირველ ჯგუფში გამოყოფენ ფორმებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის უჯრედების სიჭარბესთან და მის გასქელებასთან (პოლიციტემია, ერითროციტოზები, თრომბოციტემიები და სხვ.); ერითროციტების ფორმის დარღვევასთან (მაგალითად, მრავლობითი თრომბოზები და ინფარქტები ნაგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს), პლაზმის მომატებულ წებვადობასთან (მიელომური დაავადება, ვალდენსტრემის დაავადება, კრიოგლობულინემია და სხვ.).

Read More

ციტოსტატიკური დაავადება

ციტოსტატიკური დაავადება cytostatic disease ციტოსტატიკური დაავადება – თავისებური პოლისინდრომული დაავადება, რომელიც ვითარდება ორგანიზმზე ციტოსტატიკური ფაქტორების მოქმედებით; დაავადება ხშირად ვლინდება ღვიძლის დაზიანებით. ეტიოლოგია. ციტოსტატიკების მიღება, რომელიც გამოიყენება სიმსივნეების სამკურნალოდ, როგორც იმუნოდეპრესანტი, იონიზირებადი რადიაციის ზემოქმედება (ასეთ დროს ლაპარაკობენ სხივურ დაზიანებაზე). პათოგენეზი. დიდი რაოდენობით დაყოფადი უჯრედების დაღუპვა ძვლის ტვინის გამოფიტვა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეპითელის მთლიანობის დარღვევა, თმის დაცვენა,

Read More

სხივური დაავადება

სხივური დაავადება radiation sickness მწვავე სხივური დაავადება წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას, რომელიც ვითარდება სხეულის მნიშვნელოვან უბანზე იონიზირებული რადიაციის ხანმოკლე ზემოქმედების შედეგად. მწვავე სხივური დაავადების მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც ავარია, ასევე ორგანიზმის ტოტალური დასხივება სამკურნალო მიზნებით – ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს, ასევე მრავლობითი სიმსივნეების მკურნალობისას. მწვავე სხივური დაავადების პათოგენეზში გარკვეულ როლს ასრულებს უჯრედთა სიკვდილი დაზიანების უშუალო კერებში.

Read More

ჰემატოსარკომები და ლიმფომები

ჰემატოსარკომები და ლიმფომები hematosarcoma and lymphoma

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰემატოსარკომები და ლიმფომები (ლიმფოციტომები) – სისხლმბადი უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნეები, რომლებიც საწყის ეტაპზე არ აზიანებენ ძვლის ტვინს; შესაძლებელია განვიტარდეს ბლასტური უჯრედებიდან (ჰემატოსარკომები) და მომწიფებული ლიმფოციტებიდან (ლიმფომები ანუ ლიმფოციტომები). ზოგჯერ აღნიშნული სიმსივნეები გაერთიანებულნი არიან საერთო ცნებით ,,ჰემატოსარკომები”. ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ლიმფოციტური სიმსივნეები – ლიმფოსარკომები და ლიმფოციტომები. მიელობლასტომიდან, მონობლასტებიდან წარმომდგარი სიმსივნეები გვხვდება საკმაოდ იშვიათად. გვხვდება ასევე არადიფერენცირებული ჰემატოსარკომები. ნებისმიერმა ჰემატოსარკომამ და ლიმფოციტომამ შესაძლოა ტრანსფორმირება განიცადოს შესაბამის ლეიკოზად: ჰემატოსარკომებმა – მწვავე, ლიმფოციტომებმა – ქრონიკულ ლიმფოლეიკოზად.

Read More