სამსაგდულიანი კლემარინიანი გამაგანიერებელი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები” ჭრილობის კიდეების გასაგანიერებელი   ბლაგვი,  ფირფიტისებრი, ბრტყელი, პრიალა ზედაპირიანი და კრემალერიანი ქირურგიული ინსტრუმენტი;   

ფიოდოროვის სარკე

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები” ბლაგვი,  ფირფიტისებრი, ბრტყელი, პრიალა ზედაპირიანი ქირურგიული ინსტრუმენტი. (სურ. 1.31). აგებულება:

ელისონის სარკე

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები” ბრტყელი, ბლაგვი, ფილტვის რეტრაქციის მიზნით გამოსაყენებელი ქირურგიული ინსტრუმენტი.   (იხ. ჭრილობის გამაგანიერებელი ინსტრუმენტები (რეტრაქტორები)) (სურ. 1-30). აგებულება: – გააჩნია მავთულისგან გაკეთებული, ბადის ფორმის სამუშაო ზედაპირი, რომელიც სახელურთან შეერთებულია კუთხით.

დუაიენის სარკე

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები” ჭრილობის კიდეების გასაგანიერებელი   ბლაგვი,  უნაგირისებრი, პრიალა ზედაპირიანი ქირურგიული    ინსტრუმენტი;         (სურ. 1.29). აგებულება: – დივერის სარკის მსგავსი მასიური ინსტრუმენტი  (იხ. დივერის სარკე); განსხვავდება სახელურის ფორმით;

დივერის სარკე

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები” ბლაგვი,  ფირფიტისებრი,  მოხრილი, პრიალა ზედაპირიანი ქირურგიული ინსტრუმენტი;           (იხ. ჭრილობის გამაგანიერებელი ინსტრუმენტები (რეტრაქტორები)) (სურ. 1.28); აგებულება: – წარმოადგენს ორივე მხრიდან მოხრილ ლითონის ფორფიტას. – სამუშაო ზედაპირის სიმრუდეს აქვს დიდი რადიუსი  და სახელურზე   უფრო ფართოა;