Category Archives: თვალის დაავადებები

ენდოფთალმიტი

ენდოფთალმიტი (endophthalmitis) – თვალის შიგნითა გარსების ჩირქოვანი ანთება, მინისებურ სხეულში აბსცესის განვითარებით. ენდოფთალმიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი: შიგნითა ქსოვილების ინფიცირება თვალის გამჭოლი ჭრილობების დროს, ასევე თვალის კაკალზე ოპერაციების, რქოვანას წყლულების ან ინფექციური მეტასტაზირების შედეგად ჩირქოვანი სეპტიკური პროცესების დროს. ენდოფთალმიტი – სიმპტომები: ტკივილი თვალში, ქუთუთოების და კოუნიუქტივის შეშუპება, თვალის კაკლის ინიექცია, მხედველობის  სიმახვილის მკვეთრი დაქვეითება. რქოვანა  შეშუპებულია.

Read More

ეგზოფთალმი

ეგზოფთალმი (exophthalmos) – თვალის კაკლის გადმოკარკვლა. ეგზოფთალმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი: ორბიტის ქსოვილების მოცულობის გაზრდა, უწინარეს ყოვლისა რეტრობულბარულ სივრცეში, სხვადასხვა ანთებითი, ნეიროდისტროფული, ტრავმული და სიმსივნური, ადგილობრივი და ზოგადი პროცესებით (ბაზედოვის დაავადება, ლიმფადენოზები, ქალაშიდა პათოლოგიური პროცესები და სხვ.). ეგზოფთალმი – სიმპტომები. არაიშვიათად თვალის კაკლის გვერდითი გადანაცვლება, რაც ზღუდავს თვალის მოძრაობასა და იწვევს  დიპლოპიას. შესაძლებელია ქუთუთოების  ჰიპერემია, მათი

Read More