შოკი სპინური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შოკი სპინური – ნევრული ცენტრების აგზნებადობის დროებითი მკვეთრი დაცემა, რომლებიც მდებარეობენ ზურგის ტვინის დაზიანების დონის ქვევით; ვლინდება ზურგის ტვინის შესაბამისი რეფლექსების შესუსტებით. გაფრთხილება!  

ღებინება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღებინება – კუჭის შიგთავსის უნებლიე, ბიძგისმაგვარი ამოსროლა პირიდან. აღნიშნული აქტი რეგულირდება სპეციალური ღებინების ცენტრის მიერ, რომელიც კოორდინაციას უწევს პილორუსის, კუჭის მუსკულატურის, აგრეთვე სასუნთქი და მუცლის პრესის კუნთების შეთანხმებულ შეკუმშვებს. ღებინება შესაძლოა განვითარდეს Read More …

ქრონიკული კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება, ჩვეულებრივ ვითარდება ინფექციური და პარაზიტული ბუნების დაზიანებისას, აგრეთვე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს. (იხ.). ზოგჯერ დაზიანება შეიძლება შემოიფარგლოს მსხვილი ნაწლავის გარკვეული უბნებით (სიგმოიდიტი, პროქტიტი). ქრონიკული კოლიტი Read More …

ფსევდონევრასთენული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდონევრასთენული სინდრომი – (syndromum  pseudoneurasthenicum;  ბერძ. pseudes  ცრუ + ნევრასთენია) ნევრასთენიისათვის დამახასიათებელი დარღვევების (მომატებული აგზნებადობა, გამოფიტვა, ძილის დარღვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება და სხვ.) შერწყმა ორგანული ფსიქოსინდრომის ნიშნებთან (მეხსიერების შესუსტება, აზროვნებისა და გონებრივი პროდუქტიულობის Read More …

ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება პარაფარისებრი ჯირკვლების ჰორმონის უკმარისობით, რასაც მივყავართ ორგანიზმში კალციუმის შემცველობის დაქვეითებამდე და კრუნჩხვითი, მტკივნეული შეტევების განვითარებამდე. ჰიპოპარათირეოზი შესაძლებელია განვითარდეს, სტრუმექტომიის დროს აღნიშნული ჯირკვლების შემთხვევით მოცილების შედეგად. იშვიათად Read More …