ჰისტამინაზა

განმარტებითი ლექსიკონი ჰისტამინაზა – ადამიანის ორგანიზმში ფართოდ გავრცელებული ფერმენტი, რომელიც ჰისტამინის ინაქტივაციას ახდენს.  

ჰემოზოინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოზოინი  – ადამიანში მალარიის გამომწვევი პარაზიტების (Plazmodium-ის სახეობის წარმომადგენლების) რკინის შემცველი პიგმენტი.

აუტოაგლუტინაცია

განმარტებითი ლექსიკონი აუტოაგლუტინაცია – ადამიანის  ერითროციტების შეწებება მისი საკუთარი შრატით,რაც გამოწვეულია შრატში სპეციფიკური აუტოანტისხეულების არსებობით.ხშირად აღინიშნება შეძენილი ჰემოლიზური ანემიის (აუტოიმუნური დაავადების) დროს.  

ანიზომელია

განმარტებითი ლექსიკონი ანიზომელია – ადამიანის წყვილი კიდურების (ხელების და ფეხების) ზომების და ფორმის განსხვავება.

აპერცეპცია

განმარტებითი ლექსიკონი აპერცეპცია – (ფსიქოლოგიაში) მდგომარეობა,რომლის დროსაც საგნის მახასიათებლები,გარემო და ა.შ. აღიქმება ადამიანის მიერ მისი ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინებით.  

აპლიკატორი

განმარტებითი ლექსიკონი აპლიკატორი – მკურნალობის მიზნით ადამიანის სხეულის ცალკეულ ნაწილებზე მოთავსებული ნებისმიერი მოწყობილობა.

არაქნეიდიზმი,არაქნიდიზმი

განმარტებითი ლექსიკონი არაქნეიდიზმი,არაქნიდიზმი – მოწამვლა,რომელიც ვითარდება ადამიანში ობობის კბენის შემდეგ.

არიბოფლავინოზი

განმარტებითი ლექსიკონი არიბოფლავინოზი – სიმპტომების რიგი,რომელიც ვითარდება ადამიანის ორგანიზმში რიბოფლავინის (В2 ვიტამინის) დეფიციტის დროს.მათ მიეკუთვნება ენის და ტუჩების ანთება და პირის კუთხეებში მტკივნეული წყლულები.

არქენტერონი

განმარტებითი ლექსიკონი არქენტერონი – ღრუ,რომელიც წარმოიქმნება ემბიონის განვითარების ადრეულ სტადიებზე.ადამიანში არქენტერონი ქმნის  არქენტერულ ახრს,რომელიც ამნიოტურ და ყვითელ პარკებს აკავშირებს ერთმანეთთან.

ანთროპოზოონოზი

განმარტებითი ლექსიკონი ანთროპოზოონოზი – დაავადება,რომელიც გადაეცემა ადამიანს ცხოველისგან,ან პირიქით, ბუნებრივი კონტაქტის დროს.როგორც წესი,ეს დაავადება აღინიშნება ცხოველებში,მაგრამ ადამიანშიც შეიძლება განვითარდეს (მაგალითად,ლეპტოსპიროზი,ციმბირის წყლული და ცოფი).