Tag Archives: ადენომა

შარდის შეკავება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდის შეკავება – პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც თირკმლების ნორმალური ფუნქციონირების ფონზე არ ხდება შარდის გარეთ გამოყოფა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს შარდსაწვეთების ან შარდსადენის დახშობა, აგრეთვე ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადებები (შარდის ბუშტის კედლის კუნთოვანი ელემენტების დამბლა). შარდის გამოდინებისთვის წინააღმდეგობას ქმნიან: შარდსაწვეთის კენჭები, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა ან სიმსივნე, ურეთრის შევიწროება

Read More

სირინგოადენომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სირინგოადენომა – კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე – საოფლე ჯირკვლის გამომტანი სადინრის ადენომა. გვხვდება საკმაოდ იშვიათად. მდებარეობს თავის თმიან ნაწილზე, კისერზე, საზარდულსა და იღლიაში. აქვს ერთეული ან მრავლობითი სიმსივნისმაგვარი მკვრივი მორუხო ან მორუხო – მოყვითალო ფერის წარმონაქმნის სახე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა