ჰიპოფიზის ქრომოფობური ენდოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზის ქრომოფობური ენდოკრინოციტი – (endo­crinocytus chromophobus / hypophysis / ბერძნ.endon  –  შიგნით, crinein გამოყოფა, philia  –  სიყვარული და hypophysis  –  ტვინის დანამატი) სხვადასხვა დონის დიფერენცირების სტადიაზე მყოფი ჰი­პოფიზის ადენოციტები, რომელთა ციტოპლაზმა სუსტად Read More …

ადენოჰიპოფიზი

ადენოჰიპოფიზი – (adenohypophysis ბერძნ.aden, adenis – ჯირკვალი, hypo – ქვევით, physis – წარმოქმნა, ზრდა და hypophysis – ტვინის დანამატი) ეპითელური წარმოშობის ჰიპოფიზის წინა წილი. გამოიმუშავებს ჰორმონებს, მოქმედებს სომატურ ქსოვილთა ზრდაზე და აგრეთვე სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე. წარმოიქმნება პირველადი პირის ღრუს ექტოდერმისაგან. Read More …

ადენოციტები D – ბაზოფილური

ლალი დათეშიძე ადენოციტები D – ბაზოფილური – (adenocyti D – basophili, LNH; სინ.: გონადოტროპოციტები, დელტა – ბაზოფილები, დელტა – უჯრედები) ადენოციტები, რომლებიც იღებებიან ფუძე საღებავებით და შეიცავენ სეკრეტულ გრანულებს ციტოპლაზმაში გლუკოპროტეიდების დიდი რაოდენობით; გამოიმუშავებენ გონადოტროპულ ჰორმონებს.

ადენოციტები B – ბაზოფილური

ლალი დათეშიძე ადენოციტები B – ბაზოფილური – (adenocyti B – basophili, LNH; სინ.: ადენოციტები ბაზოფილური, ბეტა – ბაზოფილები, ბეტა – უჯრედები) ადენოციტები, რომლებიც იღებებიან ფუძე საღებავებით და შეიცავენ სეკრეტულ გრანულებს ციტოპლაზმაში; ვარაუდობენ, რომ B – ბაზოფილური ადენოციტები გამოიმუშავებენ თირეოტროპულ ჰორმონს.

ადენოციტები

ლალი დათეშიძე ადენოციტები – (adenocyti; ადენო – + ჰისტ. cytus უჯრედი) ჰიპოფიზის წინა წილის ჯირკვლოვანი უჯრედები.