ადრენალიზური

განმარტებითი ლექსიკონი ადრენალიზური – ადრენერგული ნერვების აქტივობის დამათრგუნებელი.ადრენალიზური აქტივობა ადრენალინურის ანტაგონისტია.  

ადრენერგული

განმარტებითი ლექსიკონი ადრენერგული – იმ ნერვული ბოჭკოების აღსაწერად გამოიყენება,რომლებიც იყენებენ ნორადრენალინს როგორც ნეირომედიატორს.

ადრენერგული ნივთიერება

ადრენერგული ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც ახდენს იმპულსების გადაცემის ბლოკირებას ან შესუსტებას ადრენერგულ სინაფსებში. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილებთ! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

ადრენერგული გადაცემა

ადრენერგული გადაცემა – აგზნების გადაცემა ნორადრენალინის მეშვეობით.