Tag Archives: ადრეული

ჩამავალი მზის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩამავალი მზის სინდრომი – თვალის კაკლების რეფლექტორული განზიდვა ქვევით, რის შედეგადაც თვალის ნაპრალიდან ჩანს მხოლოდ სკლერა და ფერადი გარსის მხოლოდ უმნიშვნელო სეგმენტი. აღინიშნება ქალაშიდა ჰიპერტენზიის, იშვიათად   –   ექსტრაპირამიდული დაავადებების დროს. ადრეული ასაკის ბავშვებში განიხილება როგორც ნორმალური ფენომენი (განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ 4 კვირას). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

შტრაუსის პარაამილოიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრაუსის პარაამილოიდოზი – სისტემური ამილოიდოზი. პათოლოგიური ცვლილებები ძირითადად გვხვდება ენის კუნთებში, პირის ღრუს და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსში, ჩონჩხის კუნთებსა და გულის კუნთებში. ადრეული ნიშანია ენის მნიშვნელოვანი გაზრდა (მაკროგლოსია), მისი მტკივნეულობა და დამახასიათებელი შესახედაობა. ცვლილებებს შემოფარგლული სკლეროდერმის ან ლორწოვანის შემოფარგლული შეშუპების დროს. სინონიმი: დეგას  ამილოიდოზი. [“3”]

Read More