ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შვარც – ჯამპელის სინდრომი – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ჩონჩხის მრავლობითი ანომალიებისა და ნერვ – კუნთოვანი აგზნების დარღვევების კომბინაცია. დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს კუნთოვანი ტონუსის მომატებით, რომლის ფონზეც შესაძლებელია წარმოიქმნას გარკვეული ჯგუფის კუნთების სპაზმი მოძრაობის დაწყების მცდელობისას, დასვენების შემდეგ ან დაკაკუნებისას. დამახასიათებელია ტანდაბლობა, სახსრების
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომაფინომა – 1. (chromaffinoma) კატექოლამინპროდუცირებადი სიმსივნე, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან ან თირკმელზედა ჯირკვლის გარე ქრომაფინული ქსოვილიდან. ქრომაფინომები შედგებიან ქრომაფინური უჯრედებისაგან რომლებიც ახდენენ კატექოლამინების სეკრეციას – ადრენალინის, ნორადრენალინის და დოფამინის. დაავადების საწყისი ნიშნები არასპეციფიკურია; ავადმყოფები უჩივიან სისუსტეს, ტაქიკარდიას, თავის ტკივილებს, თვბრუსხვევას, ემოციურ არამდგრადობას, ოფლიანობას, მადის დაქვეითებას,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოენცეფალიტი – 1. (სინ.: ფსიქოსენსორული ენცეფალიტი) ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის იშვიათი ფორმა, რომელიც ვლინდება მენინგოენცეფალიტის სიმპტომებით. გამომწვევია ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის ვირუსი. დაავადება იწყება მწვავედ, თავის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, სისუსტით, ზოგჯერ აღინიშნება ხველა, სურდო; ცალკეულ ავადმყოფებს უკვე ამ პერიოდში აღენიშნებათ ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა, წყურვილის გაძლიერება. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფთა მდგომარეობა უმჯობესდება,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუნქციური დიაგნოსტიკა – (ლათ. Functio შესრულება) დიაგნოსტიკის ნაწილი, რომელიც დამყარებულია ავადმყოფთა კვლევის ინსტრუმენტული და ლაბორატორული მეთოდების გამოყენებაზე, ორგანიზმის სხვადსხვა სისტემების, ორგანოებისა და ქსოვილების ფუნქციური მდგომარეობის ობიექტური შეფასებისათვის მისი მოსვენებით მდგომარეობისას და დატვირთვის დროს, ასევე მკურნალობის შედეგად ორგანიზმში მიმდინარე ფუნქციური ცვლილებების დინამიკაზე დასაკვირვებლად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროზულ – კუნთოვანი დისპლაზია – არტერიების არაათეროსკლეროზული, არაანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ელასტიკური ქსოვილის დეგენერაციით, ფიბროზული ან გლუვკუნთოვანი ქსოვილის ზრდით, სისხლძარღვთა სეგმენტური შევიწროებით და ამა თუ იმ ორგანოს იშემიით. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება ღვიძლის არტერიები, რაც იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას. ავადმყოფთა ნაწილს უვითარდებათ ქალაშიდა ანევრიზმები, რომელთა გასკდომაც იწვევს სუბარაქნოიდულ