Tag Archives: ავთვისებიანი

სიმსივნური ანტიგენი

განმარტებითი ლექსიკონი სიმსივნური ანტიგენი – ცილა,რომელიც გამომუშავდება ავთვისებიანი უჯრედების მიერ.სისხლში მისი შემცვლელობა შეიძლება იყოს დადგენილი სისხლის ანალიზით.ეს ანალიზი გამოიყენება ავთვისებიანი მელანომის და  სიმსივნეების სხვა ზოგიერთი სახეობის დიაგნოსტიკისთვის მათი განვითარების ყველაზე ადრეულ სტადიაზე,როდესაც ისინი კარგად ემორჩილებიან მკურნალობას.

ცხვირის ავთვისებიანი სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის ავთვისებიანი სიმსივნეები – (კიბო, სარკომა) სიმპტომები. დასაწყისში ჩვეულებრივ აღინიშნება ცხვირის ცალმხრივი გაჭედვა სისხლიანი გამონადენით. შემდგომში – სახის დეფორმაცია, ტკივილები სამწვერა ნერვის გაყოლებაზე. რინოსკოპიით – ხორკლიანი, ზონდირებისას ხშირად სისხლმდენი სიმსივნე. საბოლოო დიაგნოზი ისმევა ბიოფსიის და ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა ქირურგიულია სხივური თერაპიის პარალელურად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More