რაიერის ენის პიტირიაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რაიერის ენის პიტირიაზი – გეოგრაფიული ენა, ექსფოლიატური მარგინალური გლოსტატი. მიზეზი უცნობია. აღინიშნება ახალგაზრდებში. დამახასიათებელია წითელი ლაქები რუხი – თეთრი არშიებითურთ ენის ნაპირებზე. დვრილები ატროფიულია. გვხვდება ენდოკრინული დარღვევებისა და B ჯგუფის ავიტამინოზების დროს. Read More …

პოლიოენცეფალიტი ჰემორაგიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიოენცეფალიტი ჰემორაგიული – (polioencephalitis haemorrhagica; სინ.: ვერნიკეს დაავადება) შუამდებარე ტვინის სისხლძარღვების დაზიანება, უპირატესად რუხ ნივთიერებაში სისხლჩაქცევებით; ვლინდება ფსიქიკის მოშლით, თვალის მამოძრავებელი და კოორდინაციის დარღვევებით; აღინიშნება მაგ. ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, ავიტამინოზების დროს. გაფრთხილება! Read More …