Tag Archives: აზოტის

ფოლჰარდის ფსევდოურემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლჰარდის ფსევდოურემია – ფოლჰარდის კრუნჩხვითი ურემია. ამ დროს თირკმლების ფუნქცია არ იცვლება, ნარჩენი აზოტის რაოდენობა სისხლში არ არის მომატებული. მისი ნიშნები წარმოიქმნება ტვინის ინტრა და ექსტრაცელულარული შეშუპებით. კლინიკური ნიშნებია  –  თავის ტკივილი, ღებინება, ბრადიკარდია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები, გონების გარდამავალი დაკარგვა. ყველაზე ხშირად გვხვდება მწვავე ნეფრიტის დასაწყის სტადიაში. [“3”]

Read More

სოჰარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოჰარის სინდრომი – მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსი. სავარაუდოა გადაცემის  ავტოსომურ – დომინანტური ტიპი. ნიშნები: ასთენიური, მარფანოიდური შესახედაობა ძალზე გრძელი კიდურებით და თათებით, მაღალი სასა; დაახლოებით ათი წლის ასაკში ვითარდება სმენის დაქვეითება (რისი მიზეზიცაა შიგნითა ყურის განვითარების ანომალიები),სფეროფაკია, ჰიპოსტენურია, ნარჩენი აზოტის სტაბილური ზომიერი მომატება სისხლში, ედს აჩქარებულია. ლეტალური გამოსავლის

Read More