აკრო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აკრო – რთულ სიტყვათა შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს კიდურებთან, ორგანოთა დისტალური ნაწილებთან  დაკავშირებულს. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

აკროანგიოთრომბოზი თრომბოციტოპენიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აკროანგიოთრომბოზი თრომბოციტოპენიური – (acroangiotbrombosis thrombocytopenica; აკრო – + ბერძ. angeion სისხლძარღვი + თრომბოზი) იხ. მოშკოვიჩის დაავადება.

აკროჰიდროზი

აკროჰიდროზი – (acrohidrosis; აკრო – + ბერძ. hidros ოფლი + – ოზი) ხელისგულებისა და (ან) ფეხისგულების მომატებული ოფლიანობა. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აკროსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აკროსომა – (acrosoma; აკრო – + ბერძ. soma სხეული; სინ.: აპიკალური სხეული) სტრუქტურა სპერმატოზოიდის წინა ნაწილზე, რომელიც აიოლებს მის შეღწევას კვერცხუჯრედის გარსში განაყოფიერების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

აკროსკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აკროსკლეროზი – (acrosclerosis; აკრო – + ბერძ. skleros მაგარი + – ოზი) სისტემური სკლეროდერმიის პროგრესული ფორმა, რომელიც ხასიათდება კიდურების დისტალური ნაწილების დაზიანებით, (ხშირად ხელების), ადრეული და გამოხატული ოსტეოპოროზითა და ძვლების რეზორბციით. გაფრთხილება! Read More …